საგლეხო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგლეხო (სამართ. ისტ.), მიწათმფლობელობის სახეობა — „გლეხთ საფერი“ ადგილ-მამული ფეოდალურ საქართველოში. ფეოდალის ადგილ-მამულის გამოცალკევებული ნაწილი, რომელიც ხოდაბუნისა („საბატონო დიდი ყანისა“) და ზვრისაგან („მეპატრონის ვენაჴისაგან“) განსხვავებით, გლეხებზე გაიცემოდა. საგლეხო ნაწილობრივ საიჯარო (როგორც წესი — საღალო) იყო, ჩვეულებრივ კი მემკვიდრეობით ფლობისა და საბატონო ბეგარის პირობით ცალკეულ კომლებზე ნაწილდებოდა. ამის გამო საგლეხო მამულადაც და საკომლოდაც იწოდებოდა, თანაც ადგილ-მამულის თავისებურ ერთეულად გამოიყენებოდა (მაგ., ალექსანდრე კახთა მეფემ სვეტიცხოველს 1979 „ალაზანს გაღმა, ფიჩხოვანს თორმეტი მთელი მამულო საგლეხო“ შესწირა). ბექას და აღბუღას სამართალში (მ. 56) საგლეხო ფუძე, ხოლოვახტანგ VI-ის სამართალში (მ. 103) საგლეხო ადგილი იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფუტკარაძე ი.,ქსე, ტ. 8, გვ. 615, თბ., 1984