საგიროვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგიროვის სახლი
რუს. Особняк Сагирова
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დურბახი
ტიპი ეკლექტიკა
გახსნის თარიღი 1890-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

საგიროვის სახლი (რუს. Особняк Сагирова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს თავისუფლების მოედანზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს, არქიტექტორ ნიკოლაი დურბახის პროექტის მიხედვით. სახლი მდებარეობდა დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონი)[1]. საგიროვის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის პროექტის დამუშავება ეკუთვნის დონის ნახიჩევანელ არქიტექტორს ნიკოლაი დურბახს. თავად სახლი კი ხორბლის მწარმოებლის ა. საგიროვის კუთვნილება იყო. 1906 წელს სახლი შეიძინა ა. შელგუნოვმა. 1910-ინი წლების დასაწყისში სახლი შეიძინა მეწარმე ბ. კამერშტეინმა, სადაც მან გახსნა ქალაქში პირველი კინემატოგრაფი „ელდორადო“[1].

1921 წელს კინოთეატრს გადაარქვეს სახელი და უწდეს „მესამე ინტერნაციონალი“. სამი წლის შემდეგ კი უწოდეს „კაზინო“, ხოლო 20-იანი წლების ბოლოს უწოდეს „სპარტაკი“.

1999 წელს ქალაქის იუბილესთან დაკავშირებით შენობას ცაუტარდა რემონტი, არქიტექტორ გ. შევჩენკოს ხელძღვანელობით. არქიტექტორი და რესტავრატორი ლუბა ვოლოშინოვა იწუნებდა სარემონტო სამუშაოებს: საფუძველი მოპირკეთებულია მცირე ზომის ბეტონის ფილებით, შეიცვალა თავდაპირველი ფერთა გამა, დაამონტაჟეს თანამედროვე მეტალის გადმონაშვერები[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სართულნახევრიანი სახლი მთავარი ფასადით გადის თავისუფლების მოედანზე. სახლს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქეჩეკიანის სახლი. საგიროვის სახლის ფასადის გასაფორმებლად გამოყენებულია კლასიციზმისა და ბაროკოს ელემენტები. სახლის ცენტრალურ ფასადზე ხუთი სწორკუთხა ფანჯარაა, რომლებიც გაფორმებულია დეოკრაციული თამასებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — С. 85—94. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-23.