საგემბანო ავიაცია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საგემბანო ავიაცია ან საგემბანო ბაზირების თვითმფრინავები — ეს არის სამხედრო თვითმფრინავების ერთობლიობა, რომელიც სპეციალურად დაპროექტებულია ავიამზიდიდან ოპერაციების ჩასატარებლად. ტერმინი ძირითადად გამოიყენება უძრავფრთიანი თვითმფრინავების აღსანიშნავად, საზღვაო ბაზირების შვეულმფრენებს ოპერაციების ჩატარება უფრო ფართო სპექტრის საზღვაო ჰომალდებიდან შეუძლიათ. ავიამზიდური ბაზირების თვითმფრინავებს წაეწენება მაღალი მედეგობის მოთხოვნები რათა გაუძლონ ავიამზიდური ოპერაციების სპეციფიკას.
საგემბანო თვითმფრინავს უნდა შეეძლოს აფრენა მოკლე გარბენის პირობებში, უნდა იყოს სათანადოდ გამძლე, რათა გაუძლოს იმ ძალებს, რომლებიც წარმოიქნება თვითმფრინავის გემბანიდან გაშვებისას და დამუხრუჭებისას, ასევე, ასეთ თვითმფრინავებს ძირითადად უნდა ეკეცებოდეთ ფრთები, ჰომალდის ბორტზე მაქსიმალურად დიდი რადენობის თვითმფრინავების დასატევად.
ასეთი ტიპის თვითმფრინავებს ფართო სპექტრის ამოცანების შესრულება შეუძლიათ, მათ შორის საჰაერო ბრძოლების და სახმელეთო დარტყმების წარმოება, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო მოქმედება, საძიებო-სამაშველო ოპერაციების შესრულება, ტრანსპორტირება, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვება, დაზვერვა და საჰაერო ბაზირების ადრეული შეტყობინების და მართვის სისტემის მოვალეობის შესრულება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ რაც 1903 წელს გამოჩნდა პირველი უძრვაფრთოანი თვითმფრინავი, მის კვალდაკვალ 1910 წელს გამოჩნდა პირველი საზღვაო ბაზირების თვითმფრინავიც, რომელმაც პირველი გაფრენა აშშ-ის საზრვაო ძალების ავიამზიდ USS Birmingham-ის გემბანიდან განახორციელა. მას მოყვნენ ჰიდროთვითმფრინავები და ჰიდროთვითმფრინავების მხარდაჭერის გემები. ასე დაიწყო ბრტყელგემბანიანი გემების ეპოქა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ ისეთი გემები, როგორებიცაა HMS Argus (1918), Hōshō (1922), USS Langley (1922), და Béarn (1927).
საჰაერო ძალების მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის თავის პიკს მიაღწია, გაიზარდა თვითმფრინავების თვირთამწეობა, მოქმედების სიშორე, გაიზარდა საგემბანო ავიაციის ეფექტურობა. მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში ავიაციის მნიშვნელობა იმდენად გაიზარდა, რომ შეუძლებელი იყო მისი უგულვებელყოფა, განსაკუთრებით ისეთი საჰაერო ოპერაციების ჩატარების შემდეგ, როგორიცაა HMS Prince of Wales-ის ჩაძირვა და იერიში ტარანტოზე, თავდასხმა პერლ-ჰარბორზე და ა. შ. ომის დასრულები შემდეგ იზრდებოდა საგემბანო ოპერაციების ზომა და მნიშვნელობა.