საბჭოთა ანექსიის არ ცნობის დოქტრინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საბჭოთა ანექსიის არ ცნობის დოქტრინა (ინგლ. Non-recognition of the Soviet Annexation) - დასავლეთის სახელმწიფოების მიერ საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიმართ საბჭოთა ანექსიის არ ცნობის დოქტრინა.

ბალტიის ქვეყნების საერთაშორისო სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს საბჭოთა კავშირმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია და ანექსია. 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ს ხელისუფლებამ სიმფსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც, რაც გულისხმობდა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობას. ამავე დროს აშშ-მა შეინარჩუნა ამ ქვეყნების დამოუკიდებელი საელჩოები აშშ-ში შემდგომი 50 წლის განმავლობაში, ანუ 1990 წლის ჩათვლით.

1959 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ 14 ივნისი გამოაცხადა „ბალტიის დამოუკიდებლობის დღედ“. 1975 წელს კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითად ევროპის სახელმწიფოების საზღვრების უცვლელობის პრინციპი არ ვრცელდებოდა იმ ქვეყნებზე, რომელთავ ეხებოდათ „არ ცნობის“ დოქტრინა.

ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობას ოკუპაციის პერიოდში მხარს უჭერდნენ აგრეთვე სხვა ქვეყნებიც. ესტონეთის ემიგრირებული მთავრობა ჩამოყალიბდა შვედეთში 1953 წელს. ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენისა და ესტონეთის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, 1992 წლის 8 ოქტომბერს ემიგრაციაში მყოფმა მთავრობამ , პრეზიდენტის, ჰეინრიხ მარკის სახით, ხელისუფლება გადასცა ახალარჩეულ ლენარტ მერის.

სსრკ მიერ ბალტიის რესპუბლიკების ანექსიის უსამართლობის ცნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 2 დეკემბერს მალტაში გაიმართა სსრკ პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვისა და აშშ პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა „ცივი ომის“ დასრულება და ამ ომისაგან გამომდინარე წინააღმდეგობებისა დარეგულირება. მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ 1989 წლის 24 დეკემბერს ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია და ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ უკანონოდ ცნო და განაცხადა, რომ ეს საბჭოთა ხალხის სურვილისა და ნების წინააღმდეგ და საბჭოთა კანონების დარღვევით მოხდა.

დამოუკიდებლობის აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტიის ქვეყნებმა დამოუკიდებლობის დეკლარირება დაიწყეს 1990 წელს.

  • ლიტვა - 1990 წლის 11 მარტი
  • ლატვია - 1990 წლის 4 მაისი
  • ესტონეთი - 1991 წლის 20 აგვისტო

საბჭოთა კავშირის მთავრობამ ცნო ბალტიის რესპუბლიკების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობა 1991 წლის 6 სექტემბერს - თუმცა ამ დროისათვის დამოუკიდებლობა უკვე ჰქონდათ გამოცხადებული სომხეთს, მოლდოვას, საქართველოს, უკრაინას, ბელორუსიასა და უზბეკეთს.

1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის ლიდერები შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ შექმნის ხელშეკრულებას. ბალტიის ქვეყნები არ გაწევრიანდნენ თანამეგობრობაში. ამჟამად ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრებია.