იბერია 1999 (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საბურთალო (საფეხბურთო კლუბი))
ს.კ იბერია 1999
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი იბერია 1999
დაარსდა 1999
სტადიონი ბენდელა, თბილისი
(ტევადობა: 1000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ტარიელ ხეჩიკაშვილი
მწვრთნელი ომარ თეთრაძე
კაპიტანი ლევან კაკუბავა
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მე-6
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„იბერია 1999“ (ყოფილი „საბურთალო“) — საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე (ბენდელა).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„საბურთალოს“ ძველი ლოგოები

1999-2014
2015-2021

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ 1999 წლის 20 აგვისტოს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე №161-ე საჯარო სკოლაში გიგა არევაძემ, ქართლოს ჭუმბურიძემ და მამუკა კვარაცხელიამ დააფუძნეს, პირველი დირექტორი კახა ჭუმბურიძე იყო.

2005 წელს კლუბის მეპატრონე შეიცვალა: შპს საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ცნობილმა ჰოლდინგმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" შეიძინა. პრეზიდენტი არის ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც მიზნად დასახა საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა და წარმოადგინა აღნიშნული გეგმის პროექტი, რომლის ხორცშესხმაც ფაქტობრივად მეორე დღიდანვე დაიწყო, ხოლო კლუბის გენერალური დირექტორი ბატონი კახა ჭუმბურიძეა.

დაარსების დღიდან კლუბში თავმოყრილია გამოცდილი სპეციალისტების (ადმინისტრაცია, მწვრთნელები) ჯგუფი, რომლებიც თავის გამოცდილებას უზიარებს მოზარდ თაობას. ამას ნათლად ასახავს ის ფაქტი რომ 1999 წლიდან დღემდე, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზარდა.

„საბურთალოს“ აღსაზრდელები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიან და მონაწილეობას იღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებში. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, რომელიც ირიცხებოდა ჩვიდმეტ წლამდელთა ნაკრებში, 1,5 წლით იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ მათივე მიწვევით, იჯარით. შემდეგ კი გააფორმა კონტრაქტი ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ „ვიტესთან“, რომელშიც ასევე ირიცხება ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. ისინი დიდი წარმატებით აგრძელებენ თავიანთ საფეხბურთო კარიერას. ასევე საზღვარგარეთ სტაჟირებაზე იყვნენ ბაჩანა არაბული („მანჩესტერ იუნაიტედი“), დავით ხოჭოლავა („ემპოლი“), არჩილ ტვილდიანი (მოსკოვის „სპარტაკი“). უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ყენია ადრეულ ასაკში, „საბურთალოში“ ვარჯიშობდა. 1993-1994 წლებში დაბადებული 9 ფეხბურთელი ჩაირიცხა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოში“, ხოლო 1992 წელს დაბადებული 2 ბავშვი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“. მსგავსი წარმატებები საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ არაერთი აქვს, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის კლუბის სწორ მენეჯმენტს, კვალიფიციურ მწვრთნელებსა და სკოლის ინფრასტრუქტურას.

შპს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთ-ერთი უპირატესი საკითხია ინფრასტრუქტურის განვითარება. კლუბს აქვს 4 მცირე ზომის მოედანი იოსებიძის ქუჩაზე, 2 ისევ მცირე ზომისა და ერთიც სტანდარტული ზომის სტადიონი „ბენდელა“ ასათიანის ქუჩა №7ა–ში (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც განთავსებულია კლუბის ადმინისტრაცია, vip-ლოჟა, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები და ყველანაირი პირობებია შექმნილი მოთმაშეებისათვის. 2011 წლიდან ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ ბენდელაზე ტარდება ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი: 2011 წლის დეკემბერში – „ვოლკსვაგენის თასი“, სადაც მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბი „ვიტესი“ (ჰოლანდია), ხოლო 2012 წლის დეკემბრიში „სალერის თასი“, სადაც მონაწილეობდნენ „ვიტესი“, „მალაგა“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“. ორივე წელს პირველი ადგილი საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ დაიკავა.

2024 წლის 27 თებერვალ გუნმა სახელი „იბერია 1999“-ად შეიცვალა[1].

შემადგენლობა 2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2021 წლის 5 ნოემრის მონაცემებით[2]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო თორნიკე მეგრელიშვილი
2 მცველი საქართველო საქართველო ნიკოლოზ მალი
3 მცველი საქართველო საქართველო გიორგი ლაცაბიძე
4 მცველი საქართველო საქართველო გიორგი ჯგერენაია
5 მცველი საქართველო საქართველო საბა მამაცაშვილი
6 ნახევარმცველი საქართველო საქართველო შოთა ნონიკაშვილი
7 ნახევარმცველი საქართველო საქართველო იური ტაბატაძე
8 ნახევარმცველი საქართველო საქართველო თორნიკე ძებნიაური
9 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი გულიაშვილი
11 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან ნონიკაშვილი
12 მცველი საქართველო საქართველო ლევან კაკუბავა
13 მეკარე საქართველო საქართველო ოთო გოშაძე
15 ნახევარმცველი საქართველო საქართველო დაჩი ცნობილაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ლაშა კოხრეიძე
17 მცველი საქართველო საქართველო რომან ჩაჩუა
19 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი ერისთავი
20 ნახევარმცველი გერმანია გერმანია სიმონ ზეფერინგსი
25 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი კვერნაძე
26 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიზო მამაგეიშვილი
27 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი გოჩოლეიშვილი
30 მეკარე საქართველო საქართველო ლუკა ლეჟავა
31 ნახევარმცველი საქართველო საქართველო თორნიკე ასკურავა
32 ნახევარმცველი საქართველო საქართველო აკაკი შულაია
34 ნახევარმცველი მოლდოვა მოლდოვა დმიტრი მანდრიჩენკო
35 მცველი ნიგერია ნიგერია ოგაგა ოდუკო
38 მეკარე საქართველო საქართველო რევაზ კურტანიძე
40 მცველი მოლდოვა მოლდოვა ვიქტორ მუდრაკი

2017 წლის ტრანსფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოვიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა ლაზარე კუპატაძე საქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
მეკარე საქართველოს დროშა ლუკა სანიკიძე საქართველოს დროშა საბურთალო 19 წლ.
მცველი საქართველოს დროშა ლუკა ლაკვეხელიანი საქართველოს დროშა საბურთალო 19 წლ.
მცველი საქართველოს დროშა დაჩი ცნობილაძე საქართველოს დროშა სამტრედია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ზურაბ არზიანი საქართველოს დროშა შუქურა ქობულეთი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა გოგი ფიფია საქართველოს დროშა ნორჩი დინამოელი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა თემურ ჩოგაძე საქართველოს დროშა საბურთალო 19 წლ.
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ლაშა შინდაგორიძე საქართველოს დროშა ცხინვალი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ლუკა იმნაძე საქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა ბექა ქურდაძე საქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
მცველი ესპანეთის დროშა ხოსე მანუელ კარასკო ესპანეთის დროშა პალენსია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ირაკლი რუხაძე საქართველოს დროშა მერანი მარტვილი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა გიორგი ბუხაიძე საქართველოს დროშა კოლხეთი-1913 ფოთი
თავდამსხმელი ესპანეთის დროშა სანტი ხარა ესპანეთის დროშა რასინგი
თავდამსხმელი ესპანეთის დროშა ხუანფრი ესპანეთის დროშა ანტეკერა

* — იჯარით
** — იჯარიდან

ევროთასებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი შეჯიბრება რაუნდი კლუბი შინ გასვლითი ჯამი
2019-20 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1-ლი შრ მოლდოვის დროშა შერიფ ტირასპოლი 1−3 3−0 4−3
მე-2 შრ ხორვატიის დროშა დინამო ზაგრები 0−2 0−3 0−5
უეფა-ს ევროპა ლიგა მე-3 შრ სომხეთის დროშა არარატ-არმენია 0−2 2−1 2−3
2020-21 უეფა-ს ევროპა ლიგა 1-ლი შრ კვიპროსის დროშა აპოლონი X 1−5 1-5
2022-23 უეფა-ს კონფერენს ლიგა 1-ლი შრ ალბანეთის დროშა პარტიზანი 0−1 1−0 დ.დ 1−1 (5−4 პენ.)
მე-2 შრ რუმინეთის დროშა სტიაუა 1−0 2−4 3−4
2020-21 უეფა-ს კონფერენს ლიგა 1-ლი შრ

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]