საბუის ორმოცები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბუეს ორმოცები — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში. ეკლესია თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით — კირის ხსნარზე. კონსტრუქციული ნაწილების და კარ-სარკმლების წყობაში, გამოყენებულია კვადრატული აგური. დაზიანებულია. სახურავზე აყრილია კრამიტი. შესასვლელი დასავლეთითაა. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ (ამოშენებულია) და დასავლეთ კედლებშიცაა. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში მოწყობილია სამი სხვადასხვა ზომის ნიშა. მათგან ერთი, შედარებით მოზრდილი, თაღოვანია, დანარჩენი ორი — სწორკუთხა. სამხრეთით, ერთი მეორის თავზე, ორი სწორკუთხა ნიშაა. ზედა ნიშაში სამალავია. კონქის თაღი ნახევარწრიულია. ნახევარწრიულია კამარაც. იგი სხმულია. ფასადები დასრულებულია მარტივპროფილიანი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]