საბუის ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბუეს ელიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, ჭიჭრიანად წოდებულ ადგილზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (8.1 x 4.8 მეტრია) ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების უმეტესი ნაწილი, ჩაქცეულია კამარა, კონქი. ინტერიერი ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარს გადახურვა ჩამოშლილი აქვს. აღმოსავლეთით ღრმა, კარგად გამოყვანილი, ნალისებრი აფსიდია. აფსიდის შუაში გაჭრილია ვიწრო სარკმელი. რომლის ჩრდილოეთით და სამხრეთით მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]