საბუის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბუეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია ნანგრევებადაა ქცეული და მთლიანად დაფარულია ეკალ-ბარდებით. ნანგრევებში იკვეთება აფსიდის რკალი, საკურთხევლის ორივე მხარეს არსებული სათავსების ნაშთები, სამხრეთ კედლის შუა ნაწილში - პილასტრითა და შესასვლელის წირთხლით და ჩრდილო დასავლეთის კუთხე. შენობა ნაგები ყოფილა სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]