საბუესო ესპანიოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საბუესო ესპანიოლი
წარმოშობის ქვეყანა ესპანეთი
თვისებები
წონა მამრი 23-25 კგ.
მდედრი 20-23 კგ.
სიმაღლე მამრი 50-56 სმ.
მდედრი 46-50 სმ.
ბეწვი თეთრი,თეთრი-შავით,ნაცრისფერი,მურა-ჟღალი,შავი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

საბუესო ესპანიოლი (ესპ. Sabueso español) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ესპანეთში შუა საუკუნეებში.

საბუესოს მსგავსება მასტიფთან ამ ჯიშის ძველ წარმოშობაზე მიგვითითებს. ის წარმოიშვა იმავე ჯიშებისგან, რომლებისგანაც წარმოიშვა ბლადჰაუნდი და შესაძლოა, გადაშენებული, ტალბოტის მეძებრის შთამომავალია. იბერიის ნახევარკუნძულზე იზოლირების გამო ამ ჯიშმა სისუფთავე შეინარჩუნა. უახლოეს დრომდე არსებობდა ამ ჯიშის ორი ნაირსახეობა, რომლებსაც ზომით არჩევდნენ. დღესდღეობით დარჩა მხოლოდ დიდი ზომის დე მონტი, შედარებით მცირე ლებრერო კი პრაქტიკულად გადაშენებულია. ჩვეულებრივ საბუესო მარტოხელა მონადირეა, რომელიც მხოლოდ საკუთარ პატრონთან ერთად მუშაობს. მას უყვარს რთული სამუშაოს შესრულება და დაუღალავად მიჰყვება კვალს დილიდან დაღამებამდე.

საბუესოს აქვს იმპულსური ხასიათი: ბავშვებს და უცხო ადამიანებს ფრთხილად უნდა გააცნოთ. ასევე შეიძლება ძნელად შეეგუოს სხვა ძაღლებს. საბუესო კარგი მოდარაჯეა. ადვილად იტანს სიცხეს, ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი-ჟღალით ან შავი-თეთრით. აქვს წაბლისფერი თვალები, ძალიან გრძელი ყურები, წინა თათები სწორი და ძლიერია, კისერი ძლიერი და დაკუნთულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: