შინაარსზე გადასვლა

საბრძოლო თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბრძოლო თამაში, აგრეთვე ფაითინგი (ინგლ. fighting — ბრძოლა, ჩხუბი, ორთაბრძოლა) — ვიდეო თამაშების ჟანრი, რომელშიც ასახულია პერსონაჟების ხელჩართული ბრძოლა შეზღუდულ სივრცეში, რომელსაც არენა ეწოდება (თამაშის სამყაროს ნაწილი, რომელსაც მოთამაშე არ აკონტროლებს და სადაც თამაშის ძირითადი მოქმედებები მიმდინარეობს).

საბრძოლო თამაშებში ხშირად გვხვდება ისეთი მექანიკები, როგორიცაა ბლოკირება, გრეპლინგი, კონტრშეტევა და ა.შ. პერსონაჟები, როგორც წესი, ხელჩართულ ბრძოლაში ერთვებიან, ხშირად საბრძოლო ხელოვნების გამოყენებით, თუმცა ზოგჯერ იარაღის გამოყნებითაც კი.[1] ბრძოლები, როგორც წესი, ფიქსირებული ზომის ორ განზომილებიან არენაზე მიმდინარეობს, სადაც პერსონაჟები ჰორიზონტალურად (სიარულით ან სირბილით) და ვერტიკალურად (ხტუნვით) გადაადგილდებიან. ზოგიერთი თამაში იძლევა შეზღუდული მოძრაობის საშუალებას 3D სივრცეში, მაგალითად, „Tekken“ და „Soulblade“, ხოლო ზოგიერთი მთლიანად სამგანზომილებიან გარემოშია განლაგებული პერსონაჟების მოძრაობის შეზღუდვის გარეშე, მაგალითად, „Power Stone“ და „Naruto: Ultimate Ninja Storm“, რომლებსაც ზოგჯერ „3D არენის“ საბრძოლო თამაშებსაც უწოდებენ.

საბრძოლო თამაშების ჟანრი მჭიდროდ არის დაკავშირებული beat 'em up ჟანრთან, რომელიც მოთამაშე ან მოთამაშეები უპირისპირდებიან კომპიუტერის მიერ კონტროლირებად მრავალ მტერს. საბრძოლო თამაშებს ვიდეო თამაშების ჟურნალებში 1990-იანი წლების ბოლომდე „beat 'em up“ თამაშებად მოიხსენიებდნენ.[2] პირველი ვიდეო თამაში, რომელშიც მუშტი-კვრივს მოიცავდა იყო „Heavyweight Champ“ (1976).[3] 1984 წელს გამოსულმა თამაშმა „Karate Champ“ საფუძველი ჩაუყარა ერთი-ერთზე საბრძოლო თამაშების ჟანრს,[4] რის გამოც იგი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თამაშად ითვლება.[4] იმავე წელს, გამოვიდა „Yie Ar Kung-Fu“, რომელმაც წარმოადგინა მრავალფეროვანი საბრძოლო სტილები და ჯანმრთელობის ინდიკატორები,[5] ხოლო „The Way of the Exploding Fist“-მა (1985) კი ჟანრის პოპულარობა სახლის სათამაშო სისტემებზე კიდევ უფრო გაზარდა. 1987 წელს „Capcom“-ის „Street Fighter“-მა შემოიტანა უნიკალური საბრძოლო ილეთები, ხოლო 1991 წელს მისმა გაგრძელებამ „Street Fighter II“-მა დახვეწა და გაავრცელა ჟანრის მრავალი ელემენტი, მათ შორის კომბოები. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის პირველი საბრძოლო თამაში, სწორედ მან დააწესა საბრძოლო ჟანრის სტანდარტები.[6] საბრძოლო თამაშები იქცა ვიდეო თამაშების წამყვან ჟანრად 1990-იანი წლების დასაწყისსა და შუა პერიოდში, განსაკუთრებით არკადებში. ამ პერიოდმა წარმოშვა ათობით სხვა პოპულარული საბრძოლო თამაში, მათ შორის ისეთი ფრანჩაიზები, როგორებიცაა „Street Fighter“, „Mortal Kombat“, „Super Smash Bros, „Tekken“ და „Soulcalibur“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Treit, Ryan. Novice Guides: Fighting. Xbox.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 15, 2009. ციტირების თარიღი: January 15, 2009
  2. „Play Test: Soul Blade“. Official UK PlayStation Magazine (Platinum Special): 82–5. 1999.
  3. Ashcraft, Brian (2008). Arcade Mania! The Turbo-Charged World of Japan's Game Centers. Kodansha International, გვ. 90. 
  4. 1 2 Daemon Hatfield. IGN's Top 10 Most Influential Games (December 10, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 14, 2012. ციტირების თარიღი: April 14, 2009
  5. Carroll, Martyn (May 16, 2019). „The History Of: Yie Ar Kung-fu“. Retro Gamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 10, 2021. ციტირების თარიღი: April 10, 2021.
  6. The History of Street Fighter. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 4, 2009. ციტირების თარიღი: October 11, 2008