საბოლოკე (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საბოლოკე (მრავალმნიშვნელოვანი).
საბოლოკე
კოორდინატები: 42°20′56″ ჩ. გ. 44°04′48″ ა. გ. / 42.348972° ჩ. გ. 44.080111° ა. გ. / 42.348972; 44.080111
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2119 
ქედი გუდისის ქედი
ამგებელი ქანები ქვიშაქვა, თიხაფიქალი და მერგელი
საბოლოკე (მთა) — საქართველო
საბოლოკე (მთა)
საბოლოკე (მთა) — შიდა ქართლი
საბოლოკე (მთა)

საბოლოკემთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების გუდისისწყლისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფ გუდისის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2119 . კონუსური ფორმისაა, მომიჯნავე ადგილები მოსწორებულია, აქედან მხოლოდ 80-100 მ-ზეა აზევებული. საბოლოკეს კალთებზე სათავე აქვს მდინარეების პატარა ლიახვისა და გუდისისწყლის შენაკადებს. აგებულია ქვედაცარცული ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და მერგელებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]