საბინა ალიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბინა ალიევა
დაბ. თარიღი 7 მაისი, 1980(1980-05-07) (43 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
საქმიანობა იურისტი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე Siyavush Novruzov
მამა Q12847916?
დედა Rena Aliyeva
ჯილდოები Medal "For Distinction in Public Service"

საბინა იაშარ-ყიზი ალიევა (აზერ. Səbinə Yaşar qızı Əliyeva; დ. 7 მაისი, 1980, ბაქო) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი (ომბუდსმენი),[1] მე-3 კლასის სახელმწიფო მრჩეველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბინა ალიევა დაიბადა 1980 წლის 7 მაისს, ექიმის (შემდოგში მილი მეჯლისის დეპუტატის და დიპლომატის) იაშარ ალიევის ოჯახში.[2] 1996 წელს ბაქოში წარჩინებით დაამთავრა №8 საშუალო სკოლა. 1996–2000 წლებში სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. 2002 წელს წარჩინებით დაასრულა ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა მაგისტრის ხარისხით სახელმწიფო სამართლის სფეროში. 2009–2012 წლებში მიიღო უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფოს მართვის აკადემიაში.

2016 წელს „საერთაშორისო სამართლის; ადამიანის უფლებების დაცვის“ სპეციალობით დაიცვა დისერტაცია და მიიღო უფლებათა დაცვის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.[3] 2000 წლიდან დაკავებული ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციურ სასამართლოში. 2015 წელს სახელმწიფო აპარატის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. მონაწილეობა აქვს მიღებული მთელ რიგ საერთაშორისო კონფერენციებში, ჩინეთში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში და საბერძნეთში ჩატარებული სიმპოზიუმების ჩათვლით. დაამთავრა სნგ-ს პარლამენტთაშორისი ასამბლეის სპეციალური კურსები. თურქეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ შეკრებებზე მონაწილეობას ღებულობდა აზიური ასოციაციის საკონსტიტუციო სასამართლოების საზაფხულო სკოლაში და ეკვივალენტურ დაწესებულებებში „სიტყვისა და შეკრების თავისუფლების“ თემაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2016 წლის 21 ივნისის განკარგულებით, მიენიჭა სახელმწიფო მრჩეველის მე-3 კლასის საკვალიფიკაციო ხარისხი. 2019 წლის 29 ნოემბერს, პრეზიდენტის მიერ წამოყენებული სამი კანდიდატიდან მილი მეჯლისის მიერ საბინა ალიევა იქნა არჩეული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადამიანთა უფლებათა დაცვის უფლებამოსილ თანამდებობაზე (ომბუდსმენად).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]