საბერძნეთის პოლიტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბერძნეთის პოლიტიკური წყობა წარმოადგენს საპარლამენტო წარმომადგენლობით დემოკრატიას, სადაც მთავრობის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრია. საკანონმდებლო ხელისუფლება მინიჭებული აქვთ როგორც მთავრობას, ასევე — პარლამენტს. დემოკრატიული სისიტემის აღდგენიდან მრავალპარტიულ სისტემაში ლიდერობენ ლიბერალ-კონსერვატიული ახალი დემოკრატია (ბერძ. Νέα Δημοκρατία) და სოციალ-დემოკრატიული სრულიად ბერძენთა სოციალური მოძრაობა (ბერძ. Πανελλήνιο Σοσιαλιστικό Κίνημα). სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია როგორც აღმასრულებელ ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებისგან.

1975 წლის კონსტიტუცია აღწერს საბერძნეთს "წარმომადგენლობით საპარლამენტო რესპუბლიკად" ის შეიცავს სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის გარანტიებს და ანაწილებს ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს შორის. საბერძნეთის მთავრობის სტრუქტურა არის დასავლური დემოკრატიის შესაბამისი და წარმოადგენს ფრანგული და გერმანული მოდელების ნაზავს. პოლიტიკურ პროცესში მთავარ როლს პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი თამაშობენ, პრეზიდენტს ცერემონიულ ვალდებულებებთან ერთად აქვს გარკვეული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ფუნქციებიც. ხმის მიცემა არის სავალდებულო, თუმცა არა ძალდატანებითი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]