საბერძნეთის კონსტიტუცია
იერსახე
საბერძნეთის კონსტიტუცია (ბერძ. Σύνταγμα της Ελλάδας) — საბერძნეთის უზენაესი კანონი. კონსტიტუცია 1974 წელს, სამხედრო ხუნტის დამარცხების შემდეგ და საბერძნეთის მესამე რესპუბლიკის გარიჟრაჟზე საბერძნეთის პარლამენტმა შეიმუშავა.[1][2] კონსტიტუცია ძალაშია 1975 წლის 11 ივნისიდან. დამატებები შევიდა 1986, 2001, 2008 და 2019 წლებში.
საბერძნეთის კონსტიტუციონალიზმის ისორია საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლიდან (1821-1832) იწყება, რომლის დროსაც საბერძნეთის პირველი სამი კონსტიტუცია მიიღეს რევოლუციურმა ეროვნულმა ასამბლეებმა. ათენში მდებარე კონსტიტუციის მოედანს (Plateia Syntagmatos) სახელი პირველი კონსტიტუციის პატივსაცემად ეწოდა.
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბერძნეთის კონსტიტუცია 4 კარისა და 120 მუხლისგან შედგება.
- კარი I ― ზოგადი დებულებები, საბერძნეთს საპრეზიდენტო საპარლამენტო დემოკრატიად (ან რესპუბლიკად) აცხადებს და საბერძნეთში მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობას ადასტურებს.
- კარი II ― პირადი და სოციალური უფლებები, ასახავს პირად და სოციალურ უფლებებს. 2001 წლის ცვლილებების შემდეგ აღნიშნული კარი პირადი მონაცემების დაცვისა და კონკრეტული დამოუკიდებელი სააგენტოების კომმპეტენციების საკითხებს არეგულირებს.
- კარი III ― სახელმწიფოს მოწყობა და ფუნქციები, აღწერს სახელმწიფოს ორგანიზაციასა და ფუნქციებს. 28-ე მუხლი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო კონვენციების ბერძნულ სამართალში ინტეგრაციას ახდენს.
- კარი IV ― სპეციალური, დასკნითი და გარდამავალი დებულებები, მოიცავს სპეციალურ, დასკვნით და გარდამავალ დებულებებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გონაშვილი, ვ. (2008). საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები: ნაწილი II. კავშირი „იურისტები სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“. თბილისი. გვ. 472-552.
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Eleftheriadis, Pavlos (March 2005). „Constitutional Reform and the Rule of Law in Greece“. West European Politics. 28 (2): 317–334. doi:10.1080/01402380500059777. S2CID 154304533.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (in Greek) The official text of the Greek Constitution as of 27 May 2008, source: Hellenic Parliament.
- The official English language translation of the Greek Constitution as of 27 May 2008, source: Hellenic Parliament
- An English translation with a link to the Greek text (1986 version) დაარქივებული 2010-12-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Steven V. Roberts (2 August 1974). „Greece Restores 1952 Constitution with Civil Rights“. The New York Times.
- ↑ Steven V. Roberts (9 December 1974). „Greeks Reject Monarchy By Wide Margin of Votes“. The New York Times.