საბა (მეუფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბა
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი
Mitropoliti saba.jpg
მეუფე საბა
პროვინცია იმერეთი
ეპარქია ხონისა და სამტრედიის ეპარქია
ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 1996

საერო სახელი ზაზა გიგიბერია
დაიბადა 28 სექტემბერი, 1966
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა
საცხოვრებელი ადგილი ხონი

მეუფე საბა (დ. 28 სექტემბერი, 1966, სენაკი, საქართველო) — ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი. რელიგიური ტურიზმის (სამომლოცველო) დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საბამ 1991 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1990 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1991 წლის 14 ივნისის კი, ბერად აღიკვეცა. დიაკვნად 1992 წლის 12 იანვარს აკურთხეს, ხოლო მღვდლად - 1992 წლის 4 ოქტომბერს. 1994 წლის 25 ივნისს იღუმენის ხარისხში აიყვანეს, ხოლო არქიმანდრიტობა 1994 წლის 26 ოქტომბერს ებოძა. 1996 წლის 3 ნოემბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 2003 წლის 14 სექტემბერს კი ხონის მთავარეპისკოპოსი გახდა. 1997-2004 წლებში საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური განყოფილების თავმჯდომარე იყო, ხოლო 2004 წლის მაისიდან საქართველოს საპატრიარქოს გამწვანებისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2008 წლის 24 აპრილს ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი.

კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში

ანგელოზის დღე — 5 დეკემბერი (18).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]