საბა ფურცელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბა ფურცელაძე
ქვეყანა (სპორტი) საქართველოს დროშა საქართველო
საცხოვრებელი ადგილი თბილისი, საქართველო
დაიბადა 20 აგვისტო, 2001 (2001-08-20) (22 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 191 სმ
თამაში მემარჯვენე
ერთეულები
სხვა ტურნირები

საბა ფურცელაძე (დ. 20 აგვისტო, 2001) — პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი. ჩოგბურთის თამაში 8 წლის ასაკში, თბილისში დაიწყო.

პროფესიონალურ კარიერამდე ფურცელაძეს ITF Juniors-ის 4 ტიტული აქვს მოგებული, საიდანაც ერთი მე-4 კატეგორიის, ხოლო სამი მე-5 კატეგორიის გათამაშება იყო. მე-4 კატეგორიის ტიტული მან 2018 წელს, თბილისში მოიგო.

სხვადასხვა დროს ფურცელაძემ 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოს პირველობა მოიგო. მისი საუკეთესო პოზიცია ITF Juniors-ის რეიტინგში მსოფლიოს 264-ე ნომერია. საბამ პირველი ATP ქულა 2018 წლის აგვისტოში მოიპოვა.

ფურცელაძემ მნიშნელოვანი გამოცდილება შეიძინა 2022 წლის ATP CUP-ზე, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან, ალექსანდრე მეტრეველთან, ალექსანდრე ბაქშისა და ზურა ტყემალაძესთან ერთად იასპარეზა. ATP CUP-ზე წყვილთა თანრიგის მატჩი მან ზურა ტყემალაძესთან ერთად ითამაშა, სადაც უსწრაფესი ჩაწოდება 221 კმ/სთ-ით შეასრულა.

2022 წელს, კარიერაში პირველად ITF-ის მამაკაცთა ტურნირი მოიგო. 20 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართული ITF-M15 (საპრიზო ფონდი 15,000 აშშ დოლარი) ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში სამხრეთკორეელი ჩოგბურთელი იუსინგ პარკი ორ სეტში 6-4, 6-4 დაამარცხა.[1]

ამ ტურნირზე გამარჯვებით, საბა ფურცელაძე ATP რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და 1066-ე პოზიციიდან 753-ეზე გადაინაცვლა — ამჟამად, მის ანგარიშზე ATP რეიტინგში 26 სარეიტინგო ქულაა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]