საბა მტბევარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საბა მტბევარი — ქართველი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს, ტბეთის ეპისკოპისი.

1028 წელს, როდესაც ბიზანტიელებმა მსხვილ საერო და სასულიერო ფეოდალთა ხელშეწყობით დაიკავეს ტაო-შავშეთის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები, საბა მტბევარმა იკისრა შავშეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, ააგო ციხე, სადაც გაამაგრა მოსახლეობა და ლაშქარი, განდევნა მტერი ქვეყნიდან. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საბა მტბევარის ღვაწლის გამო მიენიჭათ ბაგრატ IV-ის დროიდან ტბეთის ეპისკოპოსებს შავშეთის ერისთავის თანამდებობაც.

"შავშეთის ერისთავის" საპატიო ტიტულს ისინი XIV საუკუნეშიც ატარებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]