საბა იშხნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბა იშხნელიქართველი საეკლესიო მოღვაწე IX საუკუნეში, იშხნის ეპისკოპოსი (ტაო-კლარჯეთი), გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და თანამოღვაწე, მასთან ერთად ცხოვრობდა ჯერ ოპიზის, შემდეგ — ხანძთა მონასტერში.

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ხანძთელთან ერთად იმოგზაურა კონსტანტინოპოლსა და ბიზანტიის სხვა საეკლესიო ცენტრებში იქაური სამონასტრო წესდებების გასაცნობად და საქართველოში გადმოსანერგად. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გადავიდა იშხანში, სადაც 30-იან წლებში ბაგრატ I-ის დახმარებით ხელახლა ააშენა იშხნის გაუქმებული საეპისკოპოსო საყდარი; გახდა მისი პირველი ეპისკოპოსი. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხში იცავდა სახელმწიფოზე ეკლესიის ბატონობის (იეროკრატიულ) იდეას. გამოთქმულია ვარაუდი, რომ საბა იშხნელი ეწეოდა ლიტერატურულ-მთარგმნელობით მუშაობასაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • ლომინაძე ბ., სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა VIII-XII საუკუნეების საქართველოში, კრ., საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;