საბარკლეთის კოშკის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბარკლეთის კოშკის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ საბარკლეთში. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფლიდან ჩრდილოეთით 4 კმ-ზე, შემორჩენილია ოთხკუთხა ნაგებობის ნანგრევი, რომელიც სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები.

შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთი კედელი 4 მეტრის სიმაღლეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას სწორი ფორმის სტელისმაგვარი ქვა. ნაგებობის ირგვლივ სასაფლაოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 155-156