საბანკო საქმე აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Central Bank of Azerbaijan.png
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის შენობა. ბაქო

საბანკო საქმე აზერბაიჯანში — დღევანდელი ფორმით 1992 წლიდან არსებობს. ისტორიულად საბანკო საქმე აზერბაიჯანში სათავეს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს რომელიც საბჭოთა კავშირში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკად ყოფნის პერიოდშიც გრძელდებოდა. საბანკო სექტორი შედგება 1992 წლის 11 თებერვალს დაარსებული ცენტრალური ბანკით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი და სხვა კომერციული ბანკებისგან. კომერციული ბანკები აზერბაიჯანში სააქციო საზოგადოებებს წარმოადგენენ. ერთადერთი მოქმედი ვალუტა აზერბაიჯანში აზერბაიჯანული მანათია. მხოლოდ ცენტრალურ ბანკს შეუძლია გამოუშვას მანათი. 1990-იანებში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში, საბანკო სექტორი არ პასუხობდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. საბანკო საქმიიანობას ჯერ კიდევ საბჭოთა სამართალი არეგულირებდა. დღეისთვის 1996 წლის 10 ინვნისს მიღებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის მიხედვით ბაკებს აზეერბაიჯანში აქვთ სავალდებულო რეზერვები, ნორმები განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რეგულირდება კრედიტორებსა და მეანაბრეებს შორის ვალდებულებები და მოქმედებს დეპოზიტის დაზღვევა.

სამართლებრივი საფუძველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა 1991 წლის 18 ოქტომბერს აღადგინა. „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ კანონის გარდა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის მირებაც მოხდა 1992 წლის 7 აგვისტოს. აზერბაიჯანიე ეროვნული ვალუტა მანათი გამოუშვეს 15 აგვისტოს და ის რუბლთან ერთად იყო მიმოქცევაში. მანათი ქვეყნის ერთადერთ გადახდის საშუალებად 1994 წლის 1 იანვრიდან გამოცხადდა.[1][2] 1995 წლის 12 ნოემბრის რეფერენდუმზე მიღებულ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფულის მიმოქცევაში გაშვება ან მიმოქცევიდან ამოღების უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს.[3] კანონები „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკზე" და „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ" ხელახალი გამოცემით დამტკიცდა 1996 წლის 10 და 14 ივნისს. ახალი კანონმდებლობა ბანკებს აზერბაიჯანში აძლევდა შესაძლებლობას დაახლოვებოდნენ მსოფლიო საბანკო სისტემას და შეექმნათ საკრედიტო ინსტიტუტები. თანამედროვე პროცესებისთვის ფეხის ასაწყობად და შესაბამისი თეორიული თუ სამეცნიერო მიდგომების დანერგვისთვის 2004 წლის 10 დეკემბერს მოხდა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის მიღება. "ბანკების შესახებ" კანონი დამტკიცდა 2004 წლის 16 იანვარს და ძალაში იმავე წლის 10 მარტს შევიდა.[4] 2009 წლის 18 მარტს ჩატებული რეფერენდუმის „აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შესახებ“ შედეგად „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს“ შეეცვალა სახელი და „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი“ ეწოდა. დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმების შექმნის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2006 წლის 29 დეკემბერს „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონი იქნა მიღებული. აზერბაიჯანში კრიმინალური გზებით მიღებული ფულის ლეგალიზების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. 2009 წლის 25 თებერვალს „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრების ან სხვა ქონების ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ" კანონი შევიდა ძალაში.[5]

კომერციული ბანკების როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების ანალოგიურად აზერბაიჯანშიც კომერციული ბანკები წარმოადგენს აზერბაიჯანის ორ საფეხურიანი საბანკო სისტემის მეორე საფეხურს. თავიდან საბანკო სექტორში შექონა ოთხი კომერვციული ბანკი სადაც სახელმწიფო წილი იყო 51% და ასევე სახელმწიფო ახორციელებდა საქმიანობის კონტროლს, ესენი იტვნენ:

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის აგრარულ-სამრეწველო სააქციო კომერციული ბანკი [6]
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამრეწველო საინვესტიციო სააქციო კომერციული ბანკი
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომერციული სადეპოზიტო ბანკი
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო სააქციო კომერციული ბანკი

მონეტარული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად საბანკო სექტორში შემოღებულია დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა და მათი წარმომავლობის დადასტურების ვალდებულება განსაზღვრულია 1996 წლის 10 ინვნისს მიღებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი.[7][8]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 6 მარტს Fitch Ratings-მა გამოაქვეყნა აზერბაიჯანის საბანკო სექტორის შეფასება, როგორც "broadly stable", თუმცა ხაზი გაუსვა სტრუქტურულ საკითხებს, რომლებიც სექტორის გასაუმჯობესებლად უნდა გადაიჭრას. Fitch-მა აღნიშნა, რომ საცალო დაკრედიტების სეგმენტს უფრო მაღალი ზრდა აქვს ვიდრე კორპორატიულ დაკრედიტებას.[9] Fitch-მა ასევე აზერბაიჯანის ხუთი სხვადასხვა ბანკისთვის დადებითი რეიტინგი დაადასტურა.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azerbaijani national currency in independence’s years.
  2. „Azerbaijani manat: stable, expensive and other facts you need to know“. Trend.Az (ინგლისური). 2014-03-20. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  3. The Constitution of the Republic of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-26.
  4. The Law of the Republic of Azerbaijan on Banks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-30.
  5. Central Bank of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-27.
  6. Legal Status of "Aqrarkredit". ციტირების თარიღი: 2018-07-30
  7. The establishment of Azerbaijan's banking system and the role of commercial banks in the Azerbaijani economy az.
  8. THE EFFECT OF MACROECONOMIC FACTORS ON THE PERFORMANCE OF AZERBAIJAN BANKING SYSTEM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-30.
  9. Barnett, Ryan (12 March 2014). „Fitch: Azerbaijan banking sector "broadly stable". CISTRAN Finance. Chicago, IL, USA; Moscow, Russia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2015. ციტირების თარიღი: 20 March 2014.
  10. „RPT-Fitch Affirms Five Azerbaijan Privately-Owned Banks“. Reuters. 11 March 2014. ციტირების თარიღი: 20 March 2014.