სააქციო საზოგადოება ეგრისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სააქციო საზოგადოება “ეგრისი” არის საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირისა და მონაცემთა გადაცემის ქსელის ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კავშირს მთელს მსოფლიოსთან. სს “ეგრისი”-ს საკომუნიკაციო ქსელი აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და უზრუნველყოფა, კავშირგაბმულობის საშუალებათა პროექტირება, დანერგვა და ექსპლუატაცია.

  • საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის, IPTV-ისა და მონაცემთა გადაცემისათვის თანამგზავრული არხების ექსპლუატაცია და უზრუნველყოფა.
  • სატელეფონო კავშირის, სატელევიზიო მაუწყებლობისა და მონაცემთა გადაცემისათვის საქალაქთაშორისო, რეგიონალური და ლოკალური კაბელის, საქალაქთაშორისო ოპტიკურ-ბოჭკოვანი და რადიო-სარელეო ქსელების ექსპლუატაცია და უზრუნველყოფა.
  • არსებული საკომუნიკაციო ქსელების გაფართოება და უზრუნველყოფა

სააქციო საზოგადოება “ეგრისს” გააჩნია ლიცენზია შემდეგი სახის საკომუნიკაციო ქსელებზე:

  • საკომუნიკაციო მომსახურებების უზრუნველყოფა
  • საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ექსპლუატაცია
  • საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირისა და მონაცემთა გადაცემის სისტემის ექსპლუატაცია და უზრუნველყოფა თანამგზავრული ციფრული TV-ის, IPTV-ისა და FM რადიო მაუწყებლობის ექსპლუატაცია და უზრუნველყოფა

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავშირგაბმულობის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლენინგრადის სამეცნიერო-სამრეწველო საწარმო “კრასნაია ზარიას” ფილიალი, დაარსდა 1974 წელს, საქართველოში. 1990 წელს ინსტიტუტი გამოვიდა საწარმოს წევრობიდან და შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი “ეგრისი” დამოუკიდებელი საწარმოს სახით. 1995 წელს სამეცნიერო-სამრეწველო საწარმო “ეგრისი”-ს ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზოგადოება “ეგრისი”.