სააფთიაქო კუნძულის ფერისცვალების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სააფთიაქო კუნძულის ფერისცვალების ტაძარი
სააფთიაქო კუნძულის ფერისცვალების ტაძარი — რუსეთი
სააფთიაქო კუნძულის ფერისცვალების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°58′24″ ჩ. გ. 30°19′31″ ა. გ. / 59.97333° ჩ. გ. 30.32528° ა. გ. / 59.97333; 30.32528
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810364000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1840-1845

სააფთიაქო კუნძულის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Храм Преображения Господня на Аптекарском острове) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1840-1845 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც გართულდა სააფთიაქო კუნძულის მრევლის გადასვლა სამპსონიევსკის საკათედრო ტაძარში, დიდ ნევკაზე არსებული ხიდის სხვა ადგილზე გადატანის გამო, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ერთ-ერთ სახლში 1808 წლის 6 აგვისტოს აკურთხეს ფერისცვალების ეკლესია. აღნიშნული ეკლესიისათვის ხატები მოხატა აკადემიკოსმა ს. ა. ბეზნოსოვმა. მას შემდეგ რაც მოსახლეობა გაიზარდა, აღნიშნული ეკლესია უკვე სამარისი არ იყო კუნძულის მრევლისათვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გრაფმა ა. გ. სტროგანოვმა მიმართა იმპერატორს ახალი ეკლესიის აგების თხოვნით.

1839 წლის 21 დეკემბერს ნიკოლოზ I-მა დაამტკიცა ერთსაკურთხევლიანი ქვის ეკლესიის პროექტი, რომელიც გათვლილი იყო 360 ადამიანზე, ხოლო აგებული ბიზანტიურ-ბერძნულ სტილში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა ოტხი წელი და დასრულვა 1845 წელს. ამავე წლის 16 სექტემბერს მოხდა ტაძრის კურთხევა უფლის ფერისცვალების სახელზე.

1905 წლისათვის ეკლესიასთან მოქმედებდა სამრევლო საძმო და ბავშვთა თავშესაფარი.

ეკლესია დახურეს 1923 წელს, ხოლო 1930 წლისათვის მასში განათავსეს სპორტკლუბი. 1930 წლის 15 აპრილს ეკლესია გადააკეთეს სანქტ-პეტერბურგის ელექტროტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროფიზიკური აკუსტიკის ლაბორატორიას. დიდი სამამულო ომის დროს მასში განათავსეს ბალტიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურთა შტაბი.

2006 წლის 31 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება ფერისცვალების ეკლესიის სანქტ-პეტერბურგის ეპარქიისათვის გადაცემის შესახებ. 2003 წლიდან ტაძარში რეგულარულად მიმდინარეობს ღვთისმსახურება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Аптекарский остров: Альманах. 2001. № 1. С. 106—108.

Орлов В. Поэт и город: Александр Блок и Петербург. Л.: Лениздат, 1980. С. 73.

  • Блок А. Дневник. М.: Сов. Россия, 1989. С. 418.
  • Блок А. А. Полн. собр. соч. и писем: В 20 т. Т. 1. М.: Наука, 1997. С. 461.
  • Прот. Иоанн Исполатов. Историко-статистические сведения о Санкт-Петербургской епархии. Вып. 6. СПб., 1878. С. 89.
  • Из истории 9-го корпуса СПбГЭТУ «ЛЭТИ» // Аптекарский остров: Альманах. 2000. № 1. с.75.
  • Аптекарский остров: Альманах. с.64-68