შინაარსზე გადასვლა

საად ზაღლული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საად ზაღლული
არაბ. سعد زغلول
არაბ. سعد باشا بن إبراهيم زغلول[1]
დაბადების თარიღი ივლისი, 1858[2] [3] , 1 ივლისი, 1859(1859-07-01)[4] ან 1857[1]
დაბადების ადგილი Metoubes
გარდაცვალების თარიღი 23 აგვისტო, 1927(1927-08-23)[5] [6] ან 1927[1]
გარდაცვალების ადგილი კაირო
მოქალაქეობა  ეგვიპტე
განათლება ალ-აზჰარის უნივერსიტეტი, პარიზის უნივერსიტეტი და Iuris licentiatus
მეუღლე/ები Safiya Zaghloul

საად ზაღლული (არაბ. سعد زغلول; დ. 1 ივლისი 1859 – გ. 23 აგვისტო, 1927, კაირო) — ეგვიპტელი პოლიტიკოსი, პარტია ვაფდის დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე, ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი 1924 წელს.

დაამთავრა ალ-აზჰარის მუსლიმური უნივერსიტეტი. მონაწილეობდა 1879-1882 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1906-1912 წლებში ეკავა ჯერ განათლების, შემდეგ იუსტიციის მინისტრის პოსტები. 1913 წელს სათავეში ჩაუდგა ეგვიპტელების ბრძლას დამოუკიდებლობისთვის. 1914 წელს იყო საკანონმდებლო კრების პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 1918 წელს დააარსა ნაციონალისტური პარტია ვაფდი. ორჯერ იყო გადასახლებული, 1919 და 1919-1923 წლებში. მის პირველ დაპატიმრებას მოჰყვა ეგვიპტის აჯანყებები 1919, 1921. 1924 წლის იანვრიდან ნოემბრამდე იყო პრემიერ-მინისტრი. 1926-1927 წლებში იყო დეპუტატთა პალატის თავჯდომარე.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 490.
  • მაჰმუდ აბას ალ-აკად, საად ზაღლულ, კაირო, 1936

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 الزركلي خ. ا. الأعلام: قاموس تراجم لأشهر الرجال والنساء من العرب والمستعربين والمستشرقين — 15 — بيروت: دار العلم للملايين, 2002. — ტ. 3. — გვ. 83.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Agence bibliographique de l'enseignement supérieur (France) Système universitaire de documentationMontpellier: ABES, 2001.
  4. https://age-now.com/1227-%D8%B3%D8%B9%D8%AF-%D8%B2%D8%BA%D9%84%D9%88%D9%84.html
  5. Marlowe J. Encyclopædia Britannica
  6. AlKindi