შინაარსზე გადასვლა

რწევანასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რწევანასებრნი

უილსონის რწევანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hydrobatidae (Mathews, 1912)

რწევანასებრნი (ლათ. Hydrobatidae) — ფრინველთა ოჯახი ქარიშხალასნაირთა რიგისა. მოიცავს 7 ან 8 გვარის 24 ან 25 სახეობას.[1] არც ისე დიდი, ზღვის ფრინველები არიან. მათი სხეულის სიგრძეა 13-25 სმ, ფრთის შლილი 40 სმ-მდე. სწრაფად და მანევრულად ფრენენ, ჩვეულებრივ ზღვის ზედაპირთან ახლოს. ფერად შავი, თეთრი, ნაცრისფერი და ყავისფერნი არიან. ბუდობენ კოლონიებად. დებენ 1 კვერცხს. ინკუბაცია 40-50 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები ფრენას 70 დღის შემდეგ სწავლობენ. იკვებებიან პლანქტონებით, თევზითა და კიბოსნაირებით.

  • Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России. — М.: ABF, 1996. — 432 с.