შინაარსზე გადასვლა

რძის პროდუქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რძის პროდუქტებირძისგან მიღებული საკვები პროდუქტების ჯგუფი. რძის პროდუქტები რძესთან შედარებით უფრო კარგად ინახება და კარგად ინარჩუნებს ძვირფას საკვებ ნივთიერებებს. რძისგან უძველესი დროიდან ამზადებენ ყველსა და კარაქს. ამასთან ერთად განვითარდა რძის კონსერვებისა და რძემჟავა პროდუქტების წარმოება. მრავალი სახის რძის პროდუქტი შეიცავს ადვილად შესათვისებელ ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს. ვითარდება ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტის (ხაჭო, რძემჟავა სასმელები და სხვ.) წარმოება. მრავალ რძის პროდუქტში წარმოქმნილი რძემჟავა ადამიანის საკვებმომნელებელ ტრაქტში არსებული ბაქტერიების განვითარებას აჩერებს.