რქანისკარტასებრნი
იერსახე
რქანისკარტასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Psarisomus dalhousiae | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Eurylaimidae | ||||||||||||
|
რქანისკარტასებრნი (ლათ. Eurylaimidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს 8 გვარის 14 სახეობას, რომელთაგან 2 გვარის 4 სახეობა გავრცელებულია აფრიკაში, ხოლო 6 გვარის 10 სახეობა — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტიპური ტყის ფრინველებია, ცხოვრობენ ხის კენწეროზე; ქსოვენ ჩანთისებურ ბუდეს თავისი „შესასვლელით“. ბუდე წვრილ ტოტზე კიდია. დედალი 2-6 კვერცხს დებს, რომელთა ზომა 13-27 სმ, მასა 20-150 გ აღწევს. რქანისკარტასებრნი იკვებებიან მწერებით, ხილით, მსხვილი ფორმები — ბაყაყებით, ხვლიკებით. რქანისკარტასებრნი გარდამავალი რგოლია ბეღურასნაირთა და ყაპყაპისნაირთა შორის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 520.