რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან რუქნადინი)
რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი | |
---|---|
رکن الدین سلیمان شاه | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1196 |
მმართ. დასასრული: | 1204 |
წინამორბედი: | ქეი-ხოსროვ I |
მემკვიდრე: | ქილიჩ-არსლან III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | — ? |
გარდ. თარიღი: | 1204 |
მამა: | ქილიჩ-არსლან II |
სულეიმან II, აგრეთვე ცნობილი როგორც რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი (სპარს. رکن الدین سلیمان شاه) — რუმის სულთანი 1196-1204 წლებში[1].
რუქნ ად-დინმა დაამხო საკუთარი ძმის — ქეი-ხოსროვ I-ის (1192–1196) მმართველობა და 1196 წელს რუმის სულთანი გახდა. იგი მეზობელი მმართველების წინააღმდეგ იბრძოდა და სასულთნოს ტერიტორიებს აფართოებდა. 1201 წელს, მან დაიპყრო ერზურუმი. რუქნ ად-დინმა ბიზანტიის წინააღმდეგ წარმატებულად იბრძოლა, მაგრამ 1203 წელს, ბასიანის ბრძოლაში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისას დამარცხდა.
რუქნ ად-დინის მემკვიდრე ქილიჩ-არსლან III (1204-1205) იყო, რომლის მმართველობის შემდეგაც ქეი-ხოსროვ I მეორედ ავიდა ტახტზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Charles Cawley. (2006-07)West Asia & North Africa, Chapter 2. Asia Minor. Seljukid Sultans of Rum. Foundation for Medieval Genealogy.
წინამორბედი: ქეი-ხოსროვ I |
რუმის სულთანი 1196–1204 |
შემდეგი: ქილიჩ-არსლან III |
|