შინაარსზე გადასვლა

რუფატ გასანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუფატ გასანოვი
დაბადების თარიღი 24 აპრილი, 1987(1987-04-24) (38 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო
საქმიანობა კინორეჟისორი და სცენარისტი
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
ალმა-მატერი Bates College
Magnum opus The Island Within
ჯილდოები Heart of Sarajevo[1]

რუფატ გასანოვი (აზერ. Rüfət Həsənov, დ. 24 აპრილი, 1987, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი კინორეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის წევრი.[2]

რუფატ გასანოვი დაიბადა 1987 წლის 24 აპრილს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.[3]

ორი წლის განმავლობაში გასანოვი სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა სხვა გზა აერჩია კარიერისთვის.[4] 2009 წელს დაამთავრა ბეიტსის კოლეჯი (ლიუისტონი, აშშ),[4] სადაც ისმენდა ლექციებს თეატრის ისტორიისა და რიტორიკის მიმართულებით, მათ შორის — ცნობილი არტისტის უილიამ პოუპ ელ-ის კურსს.[3] მოგვიანებით მუშაობდა ნიუ-იორკში, ინტერნეტ-ტელეარხ Vbs.tv-ში, სადაც იმ დროს კრეატიული დირექტორის პოზიციას იკავებდა სპაიკ ჯოუნზი.[5][6][7]

2010 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, რუფატ გასანოვმა მონაწილეობა მიიღო გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მეორე საერთაშორისო ზაფხულის კინოსკოლის მუშაობაში, რომლის ფარგლებშიც გადაიღო დოკუმენტური ფილმი „O, Sortie!“ — ცნობილი როსტოვის საზოგადოებრივი ტუალეტის ისტორიაზე.[8] აღნიშნულმა ფილმმა კინოსკოლის პროფესიული ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა.[8]

2012 წელს დაასრულა უმაღლესი კურსები სცენარისტებისა და რეჟისორებისთვის (ვლადიმირ ფოკინის სახელოსნო).[4] მუშაობდა ტელეკომპანია „Dozhd“-ზე როგორც პრომო-რეჟისორი.[7]

2013 წელს რუფატ გასანოვის სრულმეტრაჟიანი დებიუტი — მხატვრული ფილმი „ქამელეონი“, რომელიც გადაიღო ელვინ ადიგოზელთან თანამშრომლობით, შევიდა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის პარალელურ საკონკურსო სექციაში „თანამედროვე რეჟისორები“.[9][10][11][12]

მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის — „ჩრდილოეთით“ — განაცხადი მოხვდა იმ 18 პროექტს შორის, რომლებიც შეირჩა 150 განაცხადიდან მოსკოვის საერთაშორისო კოპროდუქციის ფორუმისთვის.[13][14][15]

2020 წლის აგვისტოში რუფატ გასანოვის სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „შიდა კუნძული“ (The Island Within) მოიპოვა პრიზი „სარაევოს გული“ საუკეთესო რეჟისურისთვის სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.[16][17] 2021 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირმა აღნიშნული ფილმი წარადგინა 94-ე დაჯილდოებაზე „ოსკარი“ ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“.[18]

2023 წლის ივლისში რუფატ გასანოვი დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კინოს სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად.[19]

2023 წლიდან გასანოვი მუშაობს ინოვაციურ ფორმატზე „Screenlife“ ჰოლივუდის სტუდია „Bazelevs“-ში, რომელიც დააარსა თემურ ბეკმამბეტოვმა. 2025 წელს მან მიიღო სტიპენდია ვაშინგტონში მდებარე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში (Central Asia–Caucasus Institute)[20] სწავლის გაგრძელების მიზნით.

რუფატ გასანოვი კინოსწავლებას 2008 წლიდან ეწევა. პროფესიული საქმიანობა დაიწყო, როგორც მოწვეულმა ინსტრუქტორმა რეინჯლი ლეიქსის რეგიონალურ სკოლაში (მაინი, აშშ). 2015 წელს ხელმძღვანელობდა სამუშაო შეხვედრებს ლიეტუვაში, „Summer Media Studio“-ს ფარგლებში. ასევე ასწავლის აზერბაიჯანის სახელმწიფო კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში და თანამედროვე ხელოვნების ცენტრში YARAT, ბაქოში.

პრიზები და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://deadline.com/2020/08/sarajevo-film-festival-2020-winners-1203019594/
  2. Азербайджанские кинематографисты избраны членами Европейской киноакадемии (2022-05-09). ციტირების თარიღი: 2022-07-10
  3. 1 2 Собств. корр. Фильм «Хамелеон» участвует в кинофестивале в Швейцарии დაარქივებული 2020-06-05 საიტზე Wayback Machine. // news.day.az. — 2013. — 8 авг.
  4. 1 2 3 Мусаева Н. Руфат Гасанов про изобретение велосипедов დაარქივებული 2013-10-22 საიტზე Wayback Machine. // www.bakupost.az. — 2013. — 27 июля.
  5. Шакина О. Комедия с этнографией დაარქივებული 2020-06-05 საიტზე Wayback Machine. // www.gazeta.ru. — 2013. — 13 авг.
  6. Сазонов А. Путешествие по желудку Дракулы დაარქივებული 2016-03-13 საიტზე Wayback Machine. // lenta.ru. — 2013. — 19 авг.
  7. 1 2 Шакина О. "Снял фильм, прихожу на «Дождь»: «Привет, ребята! Как дела?» А они мне: «Возьми зарплату за месяц и уматывай» დაარქივებული 2013-09-27 საიტზე Wayback Machine. // www.afisha.ru. — 2013. — 21 авг.
  8. 1 2 Собств. корр. Закончила свою работу 2-я Международная летняя школа в городе Азов[მკვდარი ბმული] // www.vgik.info. — 2010. — 4 авг.
  9. Туула М. «Хамелеон» вошел в программу фестиваля в Локарно დაარქივებული 2013-12-02 საიტზე Wayback Machine. // www.kinometro.ru. — 2013. — 17 июля.
  10. Собств. корр. Азербайджанский фильм вошел в конкурсную программу кинофестиваля в Локарно დაარქივებული 2013-07-23 საიტზე Wayback Machine. // www.vesti.az. — 2013. — 18 июля.
  11. Собств. корр. Программа Международного кинофестиваля в Локарно’2013 დაარქივებული 2014-04-07 საიტზე Wayback Machine. // www.arthouse.ru. — 2013. — 31 июля.
  12. Собств. корр. Международный кинофестиваль открывается в Локарно в среду // РИА Новости. — 2013. — 7 авг.
  13. Сухагузов М. Спутник кинозрителя. Вып. 14 დაარქივებული 2013-08-06 საიტზე Wayback Machine. // Сеанс. — 2013. — 4 июля.
  14. Хмелевский П. Заявка Руфата Гасанова — в топе Московского форума копродукции დაარქივებული 2020-04-28 საიტზე Wayback Machine. // www.rostovnews.net. — 2013. — 18 июня.
  15. Собств. корр. Ру Хасанов держит путь На север დაარქივებული 2020-06-05 საიტზე Wayback Machine. // www.yaom.ru. — 2013. — 1 июля.
  16. 1 2 Вишневецкий Ф. Руфат Гасанов признан лучшим режиссером на кинофестивале в Сараево // 1news.az. — 2020. — 21 авг.
  17. Бабаева Д. «Сердце Сараево» для азербайджанца დაარქივებული 2022-04-11 საიტზე Wayback Machine. https://www.trend.az დაარქივებული 2021-12-18 საიტზე Wayback Machine. . — 2020. — 21 авг.
  18. Рустамов Э. Азербайджанский фильм «Внутренний остров» выдвинут на премию «Оскар» დაარქივებული 2021-12-30 საიტზე Wayback Machine. // 1news.az. — 2021. — 29 ноября.
  19. Вишневецкий Ф. Руфат Гасанов назначен ИО главы Агентства кино დაარქივებული 2024-05-17 საიტზე Wayback Machine. // 1news.az. — 2023. — 18 июля.
  20. Spring 2025 CAMCA Fellows Announcement (21 March 2025).