რუსულ-ჩუქჩური ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსულ-ჩუქჩური ომები
თარიღი 1727 - 1763
მდებარეობა ჩუკოტკის ნახევარკუნძული
შედეგი ჩუქჩების გამარჯვება
მხარეები
რუსეთის იმპერია
იაკუტური და კორიაკული ტომები
ჩუქჩები

ამ სახელით ცნობილია რუსულ ჯარებსა და მათი მოკავშირე კორიაკული და იაკუტური ტომებსა და ჩუქჩებს შორის შეიარაღებული კონფლიქტები XVII- XVIII საუკუნეებში.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის მიერ შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთის კოლონიზაციისას, უკვე მოხდა კორიაკების და იაკუტების დამორჩილება. XVII საუკუნის შუა პერიოდში კი რუსი კოლონიზატორები და ჩუქჩები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მდინარე კალიმას და ანადირის მიდამოებში 1641 წელს. ჩუქჩების ტომებმა არა მარტო უარი განაცხადეს რუსული ქვეშერდომობის მიღებაზე და გადასახადების გადახდაზე, არამედ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს რუსებს.

ჩუკოტკაზე რუსები პირველად გამოჩნდნენ 1648 წელს, ესენი იყვნენ კაზაკები სიმონ დეჟნოვის მეთაურობით. მათი ბანაკის ადგილზე 1652 წელს ანადირის ფორტი დაარსდა.

აღსანიშნავია რომ რუსების გამოჩენამდე, ჩუქჩები ხშირ და წარმატებულ ომებს აწარმოებდნენ მეზობელ ტომებთან, რამაც განაპირობა მათ მიერ რუსეთის ბატონობის ცნობა. კორიაკებს, იტელმენებს და იუკაგირებს იმედი ჰქონდათ რომ რუსები შეძლებენ მათ დაცვას ჩუქჩების აგრესიისგან.

XVIII საუკუნის დასაწყისში ჩუქჩების რაოდენობა 8-9 ათასი იყო. მათი ძირითადი საქმიანობა იყო ირმების მწყემსვა და თევზის ჭერა, ისინი ჯერ არ იყვნენ თემური წყობიდან გამოსულები. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ჩუქჩების მიგრაცია მდინარე კალიმას სათავეებისკენ, საიდანაც ავიწროვებდნენ იუკაგირების ტომებს. 1720ან წლებამდე ჩუქჩების კოლონიზაციის პრობლემა მწვავედ ჯერ არ განიხილებოდა რუსების მიერ.

1725 წელს პეტერბურგში მოვიდა იაკუტიის კაზაკების მეთაურის აფანასი შესტაკოვის წერილი, რომელით სთავაზობდა მთავრობას, მოეწყო ექსპედიცია ახალი მიწების აღმოსაჩენად და დაუმორჩილებელი ერების დასაპყრობად. შემდეგ წელს შესტაკოვი თავად ჩამოვიდა პეტერბურგში და სენატის ობერ-მდივანის კირილოვის დახმარებით მოახერხა სენატის დარწმუნება. 1727 წლის 18 იანვარს სენატმა თავისი აზრი ასე გამოხატა: ყველას, ვინც ციმბირს გაღმა ცხოვრობს და არც ერთი სახელმწიფოს ქვეშერდომი არ არის, რუსეთის ქვეშერდომბა უნდა მიეღო და გადასახადები გადაეხადა. ამრიგად დამტკიცდა ექსპედიციის შექმნა, რომლის ბაზაც ანადირის ფორტი უნდა გამხდარიყო. შეიქმნა 400 კაციანი ექსპეციდია, რომელშიც ჯარისკაცები და კაზაკები შედიოდნენ, მეთაურად შესტაკოვი დაინიშნა, ხოლო სამხედრო მეთაურად დმიტრი პავლუცკი.

სენატმა ექსპედიციის საჭიროება შემდეგი მოსაზრებებით ჩამოაყალიბა: 1. რუსეთის მოსაზღვრე მიწების შემოერთება. 2. ამ მიწებზე არსებული ძვირფასტყავიან ცხოველებზე ნადირობით სახელმწიფოს შემოსავლის გაზრდა. 3. წყნარ ოკეანაზე გასვლა, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთთან, იაპონიასთან და კორეასთან ვაჭრობას. 4. აღკვეთონ მომავალში ამ მიწების სხვა სახელმწიფოების მიერ კოლონიზაცია.

ჩუკოტკის კოლონიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანადირის ექსპედიცია დასაწყისიდანვე პრობლემური აღმოჩნდა. იაკუტსკში ჩასვლამდე შესტაკოვმა და პავლუცკიმ იჩხუბეს და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაიწყეს მოქმედება. პავლუცკი რაზმის დიდ ნაწილთან ერთად 1729 წლის 3 სექტემბერს ანადირის ფორტში ჩავიდა. აქედან მან 1730 და 1731 წლებში გაილაშქრა ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე. მიუხედავად ჩუქჩების დარბევისა, ამ ლაშქრობებს სასურველი შედეგი არ მოყვა, ჩუქჩებს უწინდებურად არ სურდათ რუსეთის ქვეშერდომები გამხდარიყვნენ. 1733 წელს კი ჩუქჩები თვითონ დაესხნნ ანადირს და გაიტაცეს ირმის ჯოგები.

შესტაკოვი კი 1729 წელს ოხოტსკისკენ წავიდა, იგი აპირებდა დაუმორჩილებელი კორიაკების დაპყრობას, რომლებიც ოხოტის ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე ბინადრობდნენ, და შემდეგ ანადირში ჩასვლას. 1730 წლის 14 მარტს, მდინარე ეგაჩზე, შესტაკოვის რაზმს, რომელიც 20 კაზაკისგან, 113 იაკუტისგან, ტუნგუსებისგან და კორიაკებისგან შედგებოდა, თავს 2000 კაცანი ჩუქჩების რაზმი დაესხა. ბრძოლაში შესტაკოვი ყელში დაიჭრა და დაიღუპა, მისი რაზმის უმეტესობა დაიღუპა, დანარჩეები კი გაიქცნენ.

შესტაკოვის დამარცხებამ რუსეთის პოზიციები ოხოტის ზღვის სანაპიროებზე და კამჩატკაზე დაასუსტა. იქაური ხალხები აჯანყდნენ რუსების წინააღმდეგ და 1730 წელს აიღეს იამის ფორტი, ხოლო 1731 ქვემო კამჩატკის ფორტი. ჩუქჩების წინააღმდეგ აქტიური საბრძოლო მოქმედებები დროებით შეწყდა.

პავლუცკიმ 1736 წელს ისევ გაილაშქრა ჩუქჩების წინააღმდეგ. კაზაკების გადმოცემის თანახმად, დაუმორჩილებელ ჩუქჩებს უმოწყალოდ ხოცავდნენ. ბევრი ჩუქჩური ოჯახ თვითმკვლელობას არჩევდა დამორჩილებას.

1740 წელს კაზაკი შიპიცინი თავისი რაზმით შეხვდა ჩუქჩების რაზმს. კაზაკმა ბრძოლას თავი აარიდა და ჩუქჩა უხუზესები ვითომა დამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეიტყუა თავის ბანაკში, სადაც ყველა მოკლა. ამავე წელს სენაატმა ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის ასეთი პოლიტიკა. ამ წლის ბრძანების თანახმად, ჩუქჩები ყველა ხერხის გამოყენებით უნდა იძულებულები გაეხადათ გამხდარიყვნენ რუსეთის ქვეშერდომები. ხოლო 1742 წელს ირკუტსკის ვიცეგუბერნატორის შეთავაზებით, სენატმა ბრძანა დაუმორჩილებლები სრულიად გაენადგურებინათ. დანარჩენები კი იაკუტიაში გადაესახლებინათ. ამ ბრძანების შესრულება პლავუცკის დაევალა.

1744 - 1746 წლებში მან 400-650 ჯარისკაცთან ერთად სამჯერ გაილაშქრა ჩუკოტკაზე. ლაშქრობები უშედეგოდ დასრულდა. ჩუქჩებმა უარი თქვეს რუსებთან ღია შეტაკებებზე და ტუნდრას აფარებდნენ თავს. 1747 წელს სენატმა ისევ მოითხოვა ჩუქჩების სამხედრო ძალით დამორჩილება. ჩუქჩები თავს დაესხნენ კორიაკებს, რომლებიც ანადირის გარნიზონის ირმებს მწყემსავდნენ და მთელი ჯოგი გაიტაცეს. პლავუცკი 97 კაციანი რაზმით დაედევნა მათ. 14 მარტს იგი დაეწია ჩუქჩებს და თავს დაესხა. ჩუქჩებმა პირველივე გასროლის შემდეგ, არ აცალეს კაზაკებს გადაეტენათ თოფები, შეეტკინნენ მათ და დაამარცხეს. პლავუცკი, 40 კაზაკი და 11 კორიაკი დაიღუპნენ ბრძოლაში. ჩუქჩებმა ხელში ჩაიგდეს იარაღი, ტყვია-წამალი, 1 ზარბაზანი და ალამი.

პლაცუცკის რაზმის დამარცხებამ სენატს უბიძგა ანადირში დამატებითი ძალები გადაესროლა. რუსები უკვე ისე ენერგიულად აღარ ებრძოდნენ ჩუქჩებს. 1748 - 1755 წლებში სამჯერ მოხდა გალაშქრება მდინარე ანადირის სანაპირიოებზე, ნახევარკუნძულზე კი უკვე აღარ გადასულან. ჩუქჩები ერიდებოდნენ დიდ რუსულ რაზმებთან დაპირისპირებას. ისინი თავს ესხმობდნენ რუსების მოკავშირე იუკაგირებს და კორიაგებს, ასევე რუსების მცირე რაზმებს. 1754 წელს ისინი ანადირამდეც მივიდნენ, მაგრამ ბრძოლას თავი აარიდეს.

1750ანი წლების შუაში რუსებმა გააცობიერეს ჩუქჩებთან ომის უპერსპექტივობა. ანადირის ახალი მეთაური ივან შმალევი უკვე აღარ ცდილობდა ჩუქჩების სამხედრო ძალით დამორჩილებას. 1755 წელს მან დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, რამაც მომავალ წელს ის შედეგი გამოიღო, რომ, 1756 წელს ანადირში ჩუქჩების ერთ-ერთი კლანის მეთაური ჩამოვიდა და დათანხვდა ქვეშერდომობის მიღებაზე.

1760 წელს ანადირის მეთაურად დაინიშნა პოლკოვნიკი ფრიდრიხ პლენისნერი. მან სენატისადმი მიმართვაში ოფიციალურად განაცხადა რომ ჩუქჩების მოქცევაში არა მხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ მოლაპარაკებები და წაქეზებები უნდა იყოს გამოყენებული. 1763 წელს იგი ანადირში ჩავიდა და ვითარების გაცნობის შემდეგ, მან შესთავაზა ფორტის ლიკვიდია. მისი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ამ ფორტის მოქმედებისთვის დახარჯულია 1 381 007 რუბლი და 49 კაპიკი, ხოლო ამდენი წლის მანძილზე, არანაირი შედეგი მიღწეული არაა. სენატი დაეთანხმა ამას. 1764 წელს კი რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე IIმ ბრძანება გასცა დაეტოვებინათ ანადირი. ჯარების და მოსახლეობის გაყვანა ანადირიდან 1771 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ კი ფორტი დაინგრა. ანადირის ფორტის ლიკვიდაციით არა მხოლოდ შეწყდა ჩუქჩების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები, არამედ ნიშნავდა რუსეთის დამარცხებას.

ჩუკოტკის მშვიდობიანი ფორმალური დამორჩილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთმა ჩუკოტკა სამხედრო მეთოდებით ვერ დაიმორჩილა, მაგრამ საბოლოოდ უარი არ უთქვია. 1778 წელს გიჟიგინის ციხესიმაგრის მეთაურმა ტიმოთე შმალევმა და მონათლულმა ჩუქჩამ ნიკოლოზ დაურკინმა ერთ-ერთ ჩუქჩა უხუცესთან დადეს ხელშეკრულება ჩუქჩების მიერ რუსეთის ქვეშერდომობის მიღებაზე. ამ მოლაპარაკებას არანაირი ძალა არ ჰქონდა, ვინაიდან ვრცელდებოდა მხოლოდ იმ ტომებზე ვინც ამ უხუცესის ავტორიტეტს აღიარებდნენ და იქამდე სანამ აღიარებდნენ. რეალურად კი XIX საუკუნეშიც ჩუქჩები ითვლებოდნენ დაუმორჩილებელ ერად, რომლებიც გადასახადს ისე და იმდენს იხდიდნენ როგორც მოისურვებდნენ და თუ მოისურვედნენ. XIX საუკუნის მიწურულს კი რუსი ეთნოგრაფი ვლადიმერ ბოგორაზი, წერდა რომ ჩუკოტკაზე არანაირი რუსული გავლენა არ შეინიშნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Тан-Богораз В. Г. Чукчи. Авторизованный перевод с английского. Часть I. Л., 1934 (XXX+192 cтр.)
  2. Тан-Богораз В. Г. Чукчи. Религия. Авторизованный перевод с английского. Часть II. Л. 1939 (XI + 195 стр., 4 табл.)
  3. Нефёдкин А. К. Военное дело чукчей (середина XVII — начало XX в.) СПб., 2003. 352 с ISBN 5-85803-244-3 (ანოტაცია, რეცენზია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]