რუსული ცისფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსული ცისფერი

რუსული ცისფერი — კატის ჯიში. მისი ბეწვის შეფერილობა იცვლება ღია ვერცხლისფერიდან მუქ ნაცრისფერამდე. მოკლე და ხშირი ბეწვი საუკუნეზე მეტია რუსული ჯიშის გამორჩეულ ნიშნად ითვლება.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული ცისფერი ბუნებრივად ჩამოყალიბებული ჯიშია, რომლის შესაძლო წარმოშობის ადგილად რუსეთის ქალაქ არხანგელსკის პორტი ითვლება.[1] მათ ზოგჯერ „ლურჯ მთავარანგელოზსაც“ უწოდებენ (სიტყვა „Архангельск“-ის მიხედვით).[2] ითვლება, რომ მეზღვაურებმა 1860-იან წლებში მთავარანგელოზის კუნძულებიდან რუსული ცისფერი ჯიში ჩაიყვანეს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ევროპაში.[1] რუსეთის ფარგლებს გარეთ ამ ჯიშის კატა პირველად გამოჩნდა 1875 წელს ინგლისში, ბროლის სასახლეში, „მთავარანგელოზის კატის“ სახელით.

ფიზიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსულ ცისფერს აქვს ღია მწვანე თვალები, მოვარდისფერო-ლავანდისფერი ან მოვარდისფრო-იისფერი თათის გულები, მოკლე, სქელი, მოცისფრო-მონაცრისფერო-მოშავო ბეწვი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Russian Blue. Breed Profiles. The Cat Fanciers' Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-15. ციტატა: „Many believe the Russian Blue is a natural breed originating from the Archangel Isles in northern Russia, where the long winters developed a cat with a dense, plush coat. Rumors also abound that the Russian Blue breed descended from the cats kept by the Russian Czars, which was rumoured to hunt the brown bear. Assuming the Russian Blue did migrate from northern Russia, it was likely via ship to Great Britain and northern Europe in the mid 1860s“ ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2013.
  2. Cats (Eyewitness Handbook). Dorling Kindersley. 
  3. Columbia Electronic Encyclopedia (2011). „Cats“: 1–2. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)