შინაარსზე გადასვლა

რუსული მი-24 ტიპის შვეულმფრენის კატასტროფა (2020)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსული მილ მი-24 ტიპის შვეულმფრენის ჩამოგდება

დაღუპულთა მემორიალი
ზოგადი მონაცემები
თარიღი 9 ნოემბერი, 2020
მიზეზი ჩამოგდებული
ადგილი ერასხი, სომხეთი
ეკიპაჟი 3
დაშავებული 1
დაღუპული 2
თვითმფრინავის ტიპი შვეულმფრენი
თვითმფრინავის სახელი მი-24
ავიაკომპანია რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები
დანიშნულება გიუმრი

რუსული მილ მი-24 ტიპის შვეულმფრენის კატასტროფა2020 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ყარაბაღის მეორე ომის დროს ჩამოგდებული რუსული მი-24 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი. კატასტროფა მოხდა სომხეთში, სოფელ ერასხის მახლობლად, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. შვეულმფრენი მიწიდან გასროლილი გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოაგდეს.[1] კატასტროფის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, რა დროსაც მესამე წევრი დაშავდა.[2][3][4] აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მალევე გამოაქვეყნა საბოდიშო განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სროლა შვეულმფრენის მიმართულებით შეცდომით მოხდა და შემოთავაზებულია კომპენსაცია.[5]

შვეულმფრენი მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მიმდინარე მეორე ომის ომის დროს ჩამოაგდეს, რეგიონს, რომელსაც დე-ფაქტო თვითგამოცხადებული სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აკონტროლებდა და რომელსაც მხარს უჭერდა მისი მოკავშირე სომხეთი, მაგრამ დე-იურე რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილი იყო.[6] 2020 წლის 8 ნოემბერს, ოთხდღიანი ბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ შუშაზე.[7][8]

შვეულმფრენი 2020 წლის 9 ნოემბერს, სომხეთში, სოფელ ერასხის მახლობლად, აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან რამდენიმე კილომეტრში და მთიანი ყარაბაღის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში, მიწიდან გასროლილი გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოაგდეს.[9][10] შვეულმფრენი გიუმრიში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზისკენ მიმავალ კოლონას ახლდა.[11] აზერბაიჯანმა მალევე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვეულმფრენი შემთხვევით ჩამოაგდეს, ბოდიში მოუხადა რუსეთს და მზადყოფნა გამოთქვა კომპენსაციის გადასახდელად.[12] აზერბაიჯანის განცხადებით, რუსული ვერტმფრენი სიბნელეში, დაბალ სიმაღლეზე და აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის რადარების ხილვადობის ზონის გარეთ დაფრინავდა. ასევე, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვერტმფრენი კონფლიქტის დროს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს დაფრინავდა და რომ რუსული ვერტმფრენები ადრე ჩვეულ ამ ტერიტორიაზე არ შეუმჩვნევიათ.[13]

სომხეთში არსებულმა რუსეთის სამხედრო ბაზამ და აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.[4][14] 2021 წლის 4 იანვარს სამხედრო გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ისინი შვეულმფრენის ჩამოგდებას „განზრახ მკვლელობად“ მიიჩნევენ და არა უკვე არსებულ „დაუდევრობით გამოწვეულ სიკვდილს“.[15]

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინციდენტი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დღეს მოხდა. ნიუ-იორკ ტაიმზის ჟურნალისტების ანტონ ტროიანოვსკის და კარლოტა გალის მიხედვით, ამ ფაქტმა პოტენციურად რუსეთს ომში ჩარევის მიზეზი მისცა. თუმცა, გაურკვეველია, თუ რა როლი ითამაშა „მი-24“-ის ჩამოგდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში.[16] არსებული მოსაზრებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ულტიმატუმი წაუყენა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ტროიანოვსკის და გალის თქმით, ამ ულტიმატუმში რუსეთმა განაცხადა, რომ თუ აზერბაიჯანი არ შეწყვეტს ოპერაციებს შუშაზე კონტროლის დამყარების შემდგომ, ის ჩაერევა ომის მსვლელობაში. იმავე ღამეს, აზერბაიჯანული წყაროების მიხედვით, უცნობმა რაკეტამ ბაქოს მახლობლად, ხირდალანში ღია ტერიტორიაში ჩამოვარდა და არ გამოუწვევია რაიმე სახის დაზიანება.[17] ასევე, იმავე დღეს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ისვრიან სომხური ძალები რუსული წარმოების „ისკანდერის“ ტიპის რაკეტას აზერბაიჯანის მიმართულებით.[18] სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონტროლის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მოვსეს ჰაკობიანმა, 2020 წლის 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგომამდე, დაადასტურა სომხეთის მიერ აზერბაიჯანზე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით თავდასხმის ფაქტი.[19]

შვეულმფრენის ჩამოგდებიდან მალევე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაქირ ჰასანოვმა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს.[20] ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი დადებითად აფასებენ აზერბაიჯანის მიერ ინციდენტზე პასუხისმგებლობის დაუყოვნებლივ აღებას.[21] მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ვერტმფრენში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მამაცობის ორდენით დააჯილდოვა.[22]

9 ნოემბერს, კუხოს, რომლის წევრიც რუსეთია, განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა ფაქტის გამო.[23] 18 ნოემბერს, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, ხელი მოაწერა ბრძანებას რუსი პილოტებისთვის სამხედრო დამსახურებისთვის მედლით დაჯილდოებას. 12 დეკემბერს, სომხეთის მთავრობამ ერასხში დროებითი მემორიალური დაფა გახსნა ფაქტის შედეგად დაღუპული რუსი პილოტების ხსოვნის პატივსაცემად და შემდეგ ამ ტერიტორიაზე ლოცვა აღევლინა.[24]

  1. Two killed as Russian military helicopter downed in Armenia en. BBC News (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  2. Two soldiers die after Russian helicopter shot down in Armenia en. Euronews (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  3. Russian Military Helicopter Shot Down in Armenia, 2 Dead en. The Moscow Times (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  4. 4.0 4.1 Russia says one of its helicopters has been shot down over Armenia en. Reuters (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  5. Azerbaijan apologizes for shooting down a Russian military helicopter in Armenia en. Meduza (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  6. Armenia and Azerbaijan fight over disputed Nagorno-Karabakh en. BBC (27 September 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  7. Azerbaijan says it has taken Karabakh's second-largest city, Armenia denies it en. Reuters (8 November 2020). ციტირების თარიღი: 8 November 2020
  8. Key Town In Nagorno-Karabakh Falls As Azerbaijan Presses Forward in Breakaway Region en. Radio Free Europe/Radio Liberty (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  9. Nagorno-Karabakh: Russian helicopter 'shot down' over Armenia en. Deutsche Welle (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  10. Russia says military helicopter shot down in Armenia, 2 killed en. Al Jazeera (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  11. ОДКБ прокомментировала инцидент со сбитым в Армении российским вертолетом ru. RIA Novosti (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  12. Azerbaijan says it downed Russian helicopter by accident, apologises en. Reuters (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  13. Азербайджанские военные сбили российский вертолет над Арменией en. BBC Russian Service (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  14. Baş Prokurorluq Rusiyaya məxsus hərbi helikopterin vurulması ilə bağlı bəyanat yayıb az. Trend News Agency (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  15. „Russia now probing case of helicopter downed by Azerbaijan as murder -Interfax“. Reuters (ინგლისური). 2021-01-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2021. ციტირების თარიღი: 2021-01-05.
  16. Armenia and Azerbaijan agree on peace deal | DW News, https://www.youtube.com/watch?v=c1eWSMCv26Q. წაკითხვის თარიღი: 2021-04-17
  17. In Nagorno-Karabakh Peace Deal, Putin Applied a Deft New Touch en. The New York Times (1 December 2020). ციტირების თარიღი: 2 January 2021
  18. Trevithick, Joseph. (9 November 2020) Video Indicates Armenia Has Fired Its Russian-Made Iskander Ballistic Missiles At Azerbaijan en. The War Zone. The Drive. ციტირების თარიღი: 2 January 2021
  19. Khojoyan, Sara. (19 November 2020) Armenia Fired Iskander Missiles in Azeri War, Ex-Army Chief Says en. Bloomberg News. ციტირების თარიღი: 2 January 2021
  20. Министр обороны Азербайджана направил Шойгу письмо с соболезнованиями ru. RIA Novosti (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  21. МИД позитивно оценил признание Баку вины в инциденте с российским Ми-24 ru. RIA Novosti (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  22. Executive Order on awarding Russian Federation state decorations en (14 November 2020). ციტირების თარიღი: 2020-11-21
  23. ОДКБ выражает серьезную озабоченность в связи с тем, что был сбит российский вертолет ru. 1News (9 November 2020). ციტირების თარიღი: 9 November 2020
  24. На месте гибели сбитых Азербайджаном российских летчиков в Армении открыли временную мемориальную доску ru. Armenian Report (12 December 2020). ციტირების თარიღი: 12 December 2020