რუსული ენა აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსული ენა აზერბაიჯანში — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენაა. რომელზეც საუბრობენ როგორც ეთნიკური რუსები, ასევე აზერბაიჯანელები, უკრაინელები, ებრაელები და სხვა უმცირესობები. 1994 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანელთა 38% თავისუფლად საუბრობდა რუსულად, რომელსაც ჰქონდა მეორე ენის სტატუსი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გაეცნო მოსახლეობას მისი კოლონიზაციის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ყაჯარები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ტერიტორიები კავკასიაში, რასაც მოიცავდა გულისტანის ხელშეკრულება, ხოლო ამავე ზავის თანახმად ეს ტერიტორიები რუსეთმა დაიკავა[2] 1830 წლისთვის სკოლები ჩვეულებრივ იყო რუსულენოვანი, რუსულ ენაზე სწავლება არაპოპულარული იყო ეთნიკურ აზერბაიჯანელთა შორის 1887 წლამდე, მანამ, სანამ პირველი პირველი რუსულ-აზერბაიჯანული სკოლა არ დაარსდა დედაქალაქ ბაქოში. ამ სკოლის პროგრამები შეიქმნა იმისთვის, რომ ყველაფერი ყოფილიყო ისლამური მოსახლეობის კულტურული ფასეულობებისა და ტრადიციების შესაბამისი.[3] საბოლოოდ, 240 ასეთი სკოლა შეიქმნა, როგორც ვაჟებისთვის, ასევე გოგონებისთვის, მათ შორის 1901 წელს დაასრსდა ქალთა კოლეჯი, (კოლეჯი შეიქმნა სამხრეთ კავკასიის „გასაბჭოებამდე“). [4] პირველი რუსეთ-აზერბაიჯანული საცნობარო ბიბლიოთეკა გაიხსნა 1894 წელს.[5] 1918 წელს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში, მთავრობამ აზერბაიჯანული ოფიციალურ ენად გამოაცხადა, მაგრამ სამთავრობო დოკუმენტებში რუსული ენის გამოყენება ნებადართული იყო, სანამ ყველა საჯარო მოხელე დაეუფლებოდა ოფიციალურ ენას.[6]

საბჭოთა პერიოდში ბაქოში, რუსულ ენაზე სწავლებამ და პერსპექტივებმა, გაზარდა რუსულ ლიტერატურაზე წვდომა და სხვა ფაქტორებმა ხელი შეუწყო ბაქოს მოსახლეობის ინტენსიურ რუსიფიკაციას. რუსული ენის ფართო გამოყენებამ გამოიწვია „რუსულენოვანი აზერბაიჯანელების“ ფენომენი, ე.ი. ეთნიკური აზერბაიჯანელების ქალაქური საზოგადოების ჩამოყალიბება, რომლებიც რუსულს მშობლიურ ენად თვლიდნენ.[7] 1970 წელს 57 500 აზერბაიჯანელმა (1.3%-მა) რუსული მშობლიურ ენად მიიჩნია.[8]

რუსული ენა ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან აზერბაიჯანული ხალხური და პოპური სიმღერები რუსულ ენაზე იწერებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგადაც კი, აზერბაიჯანელმა მომღერლებმა, განაგრძეს სიმღერების წერა და შესრულება რუსულ ენაზე. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, „Azerbaijanfilm“-მა გადაიღო ათობით მხატვრული და დოკუმენტური ფილმი რუსულ ენაზე, მათ შორის ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა „ტელეფონი“, „არ ინერვიულო“, „მე შენთან ვარ“, „ასიფი“, „ვასიფი“ და „გამოცდა“. რუსულ ფილმების გადაღება ხდება აზერბაიჯანში პოსტსაბჭოთა პერიოდშიც.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Suny, Ronald and others, "Armenia, Azerbaijan and Georgia." DIANE Publishing, 1996; with. 103
  2. Dowling, Timothy C. (2014-12-02) Russia at War: From the Mongol Conquest to Afghanistan, Chechnya, and Beyond .... ISBN 9781598849486. ციტირების თარიღი: 23 April 2015. 
  3. Humbatov, Tamara. Baku and the Germans: 1885 - 1887 years დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine. .
  4. Mamedov, N. education system in Azerbaijan დაარქივებული 2017-02-05 საიტზე Wayback Machine. .
  5. Azerbaijan in the second half of the nineteenth century დაარქივებული 2012-05-29 საიტზე Wayback Machine. .
  6. Aryeh Wasserman. «A Year of Rule by the Popular Front of Azerbaijan». Yaacov Ro'i (ed.). Muslim Eurasia: Conflicting Legaies. Routledge, 1995; p. 153
  7. Yunusov, Arif. Ethnic and migration processes in the post-Soviet Azerbaijan.
  8. Alexandre Bennigsen, S. Enders Wimbush. Muslims of the Soviet Empire. C. Hurst & Co. Publishers, 1985; with. 138
  9. "National Bomb" caused a sensation in Moscow დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine. . "Echo". July 5, 2004.