რუსუდან ჯავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რუსუდან ჯავრიშვილი
Rusudanjavriasvilismemorialuridafa.jpg
რუსუდან ჯავრიაშვილის მემორიალური დაფა თბილისში
დაიბადა 1918
დაბადების ადგილი ერთაწმინდა, შიდა ქართლი
გარდაიცვალა 1999
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი

რუსუდან ჯავრიშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1918, თბილისი[1], სხვა ვერსიით ერთაწმინდა[2] — გ. 1999, თბილისი) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1940 წელს. მხატვრის ძირითადი ინტერესის სფერო ფერწერის თითქმის ყველა ჟანრი გახლდათ: პეიზაჟი, თემატური კომპოზიციები, ნატურმორტი და ნაწილობრივ პორტრეტები. განსაკუთრებით ერთგულება პეიზაჟისადმი ხელოვანს ბოლომდე გაჰყვა.

რუსუდან ჯავრიშვილმა თავდაპირველად მხატვარ-დეკორატორად დაიწყო მუშაობა, ჯერ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, შემდეგ კი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში ცნობილი რეჟისორის ბორის გამრეკელის უშუალო ხელმძღვანელობით. 1941-1944 წლებში იყო ამავე თეატრის მთავარი მხატვარი.

1960 წელს ელენე ახვლედიანის თაოსნობით შეიქმნა მხატვარ-პეიზაჟისტთა ერთი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო მშობლიური ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნების შრომისმოყვარე ხალხის ახლოს გაცნობა. აღსანიშნავია რომ ელენე ახვლედიანთან შემოქმედებით სიახლოვეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუსუდან ჯავრიშვილის ხელწერის ჩამოყალიბებისათვის.

რუსუდან ჯავრიშვილი გარდაიცვალა 1999 წელს, თბილისში.

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.

  • 1966 — „რუსთაველის ნაკვალევზე“, თბილისის სამხატვრო სალონი, საქართველო.
  • 1997 — ელენე ახვლედიანის ჯგუფის მხატვარი ქალების გამოფენა, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]