რუსუდან ჯავახაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსუდან ჯავახაძე
დაბადების თარიღი 27 ივნისი, 1949 (1949-06-27) (74 წლის)
ქუთაისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
საქმიანობა ექიმი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი (2004)

რუსუდან ჯავახაძე (დ. 27 ივნისი, 1949) — ქართველი ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერის კანდიდატი (1990). ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის.[1]

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1997 წელს დაიწყო მუშაობა ამავე ინსტიტუტის დირექტორად. ჯავახაძის მეცნიერული კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს შრომის ჰიგიენისა და პროფესიული პათოლოგიის აქტუალური პრობლემები. პირველად, პროფილაქტიკური მედიცინის დარგში, მის მიერ იქნა აღწერილი სამთამადნო წარმოების მუშათა შორის ვიბრაციული დაავადებების და მაგმანიზმის მიმდინარეობის კლინიკური თავისებურებანი.

ჯავახაძე არის იუნესკოს საერთაშორისო პროგრამის „ადამიანი და ბიოსფეროს“ საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი; საქართველოს ტოქსიკოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი 2004 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 928, თბ., 2002

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.370