შინაარსზე გადასვლა

რუსუდან ჭანტურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსუდან ჭანტურიძე
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1958 (1958-09-25) (66 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა იურისტი

რუსუდან ჭანტურიძე (დ. 25 სექტემბერი, 1958) — ქართველი იურისტი.

დაიბადა 1958 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1983-1992 წლებში იყო საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის მეთოდისტი. საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი 1993-1999 წლებში. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე 1999-2005 წლებში.

2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2015 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მთავარი კონსულტანტი.

  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 559, თბ., 2006.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]