რუსუდან აბდუშელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბდუშელიშვილი.

რუსუდან გრიგოლის ასული აბდუშელიშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1927, თბილისი — გ. 12 მარტი, 1992, იქვე) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1960-1964 წლებში განაგებდა აკადემიკოს გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტალური ლევკოზის ლაბორატორიას; 1965-1980 წლებში ამავე ინსტიტუტის ლევკოზის ციტომორფულოგიის და ციტოგენეტიკის ლაბორატორიას; ხოლო 1980-1984 წლებში ლევკოზისა და ლევკოზისწინარე მდგომარეობათა ციტოპათოლოგიურ და ეპიდემიოლოგიურ ლაბორატორიას; 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანლი; შეისწავლიდა ლევკოზისა (თეთრსისხლიანობის) და ლევკოზისწინარე მდგომარეობის ეტიოლოგიას, პათოგენეზსა და ეპიდემიოლოგიას; ლევკოზის განვითარების რისკ ფაქტორებს; აგრეთვე კლინიკურ–ციტომორფოლოგიური დიაგნოსტიკის, ადრეული გამოვლენისა და პროფილაქტიკის საკითხებს; ჰემატოლოგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970); პროფესორი (1985).

1987 წელს მიანიჭეს საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Цитоморфология клеток и патология митоза при остром лейкозе и предлейкозных состояниях (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1983. - 198გვ.
  • 4. Предлейкозные состояния и некоторые вопросы эпидемиологии лейкозов : (რედაქტორი). - თბილისი, 1982. - 173გვ.
  • Определение митотического режима клеток костного мозга в норме и при патологии кроветворной системы (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1977. - 15გვ.
  • Острый лейкоз и некоторые вопросы предлейкозных состояний (ავტორი). - თბილისი, 1977. - 199გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]