რუსლან ხაიროვი
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 იანვარი, 1976 (49 წლის) |
სიმაღლე | 175 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი და რუსეთი |
რუსლან საბირის ძე ხაიროვი (დ. 7 იანვარი, 1976) — წარმოშობით ლეზგი აზერბაიჯანელი მოყვარული მოკრივე. მსოფლიო ჩემპიონატის (2003) და ევროპის (2004) ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, აზერბაიჯანის ოლიმპიური ნაკრების წევრი 2000 და 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსლან ხაიროვი დაიბადა 1976 წლის 7 იანვარს, დაღესტნის ასსრ-ის ქალაქ კასპიისკში, სსრკ-ში.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წელს კასპიისკის მე-3 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ რუსლან ხაიროვი ჩაირიცხა დაღესტნის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში რომელიც დაამთავრა 2000 წელს.
სპორტული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა რუსეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრივში ასპარეზობა დაიწყო 1986 წლიდან. მისი პირველი მწვრთნელი იყო ა. მ. კაშკუროვი. 1997 წლიდან ვარჯიშობდა ნურიფაშა ტალიბოვთან. რუსეთის ჩემპიონი (1996). რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი - 1999 წ.[1] მსოფლიო საპოლიციო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (1999).
კარიერა აზერბაიჯანში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წლიდან მან აზერბაიჯანის ნაკრების რიგებში გამოსვლა გადაწყვიტა. ხაიროვი ამის შემდეგ გახდა აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი. 2000 წელს მონაწილეობა მიიღო სიდნეიში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. 4 წლის შემდეგ იასპარეზა ათენში გამართულ 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
2002 წლის ევროპის ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის ევროპის ჩემპიონატზე პერმში, პირველივე ბრძოლაში რუსლან ხაიროვი დამარცხდა ბულგარელ სპორტსმენ სტას განევთან, ანგარიშით 9:14[2].
2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან 4 ბრძოლა ჩაატარა. 1/16 ფინალში დაამარცხა ოსური წარმოშობის ქართველი მოკრივე რობერტ პლიევი ტექნიკური გამარჯვებით. მერვედფინალში დაამარცხა ახალზელანდიელი კახუკურ ბენზონი, ანგარიშით 22:6. 1/4 ფინალში დაამარცხა რუსი ანდრეი მიშინი, ანგარიშით 18:11. ნახევარფინალში ანგარიშით 6:29 დამარცხდა უზბეკ შერზოდ ხუსანოვთან და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.[3].
2004 წლის ევროპის ჩემპიონატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან ასევე ოთხი ბრძოლა გამართა. 1/16 ფინალში დაამარცხა პოლონელი მოკრივე მიროსლავ ნოვოსადასი, ანგარიშით 21:12. მერვედფინალში დაამარცხა ებრაელი ტაჰა საბია, ანგარიშით 5:0. მეოთხედფინალში დამაჯერებლად დაამარცხა იტალიელი ფილიპ ლოგრეკო. 1/2 ფინალში დამარცხდა რუს მოკრივე ოლეგ საიტოვთან, ანგარიშით 16:20.[4].
ხაიროვის რეიტინიგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის 12 აპრილს რუსლან ხაიროვი იყო მე-11 სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო რეიტინგში და პირველი სამოყვარულო კრივის ასოციაციის რეიტინგში 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში. რუსლან ხაიროვი ამჟამად ცხოვრობს რუსეთის ქალაქ კასპიისკში.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Руслан Хаиров — бокс. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-12. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
- ↑ 34.European Championships — Perm, Russia — July 12-21 2002
- ↑ 12.World Championships — Bangkok, Thailand — July 6-12 2003
- ↑ Results from 35th European championships Held in Pula (Croatia), 19-29 February 2004
- ↑ Руслан Хаиров - бокс. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-04. ციტირების თარიღი: 2021-10-31.