რუსთავი (მწვერვალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „რუსთავი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ რუსთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
რუსთავი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3900 
ქედი შავანის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა

რუსთავიმწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავანის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3900 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. გზა ადის მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადის — ხდის სათავიდან. 1953 წელს ქალაქ რუსთავის მელითონეთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი გ. მელია) მოაწყო ზამთრის მასობრივი ასვლა და მწვერვალს ქალაქ რუსთავის სახელი უწოდეს. მის დალაშქვრაში მონაწილეობდა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ალპინისტი მარო ტყავაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]