შინაარსზე გადასვლა

რუსეთ-საქართველოს ომი (2008)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რუსეთ-საქართველოს ომი 2008)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რუსეთ-საქართველოს ომი (2008)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რუსეთ-საქართველოს ომი (2008) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-საქართველოს ომები.
რუსეთ-საქართველოს ომი
ქართულ-ოსური კონფლიქტის და
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ნაწილი
რუკა
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები 2008 წლის ომამდე.
თარიღი 1 აგვისტო - 16 აგვისტო
მდებარეობა საქართველო
შედეგი

რუსეთის/სეპარატისტი ოსებისა და აფხაზების გამარჯვება

მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის რესპუბლიკა
საქართველოს დროშა საქართველო
მეთაურები
რუსეთის დროშა დიმიტრი მედვედევი
რუსეთის დროშა ვლადიმერ პუტინი
რუსეთის დროშა ანტოლი სერდიუკოვი
რუსეთის დროშა ნიკოლაი მაკაროვი
რუსეთის დროშა ვალდიმერ ბოლდირევი
რუსეთის დროშა ანატოლი ხრულიოვი
რუსეთის დროშა ვიაჩესლავ ბორისოვი
რუსეთის დროშა მარატ კულახმეტოვი
რუსეთის დროშა ვლადიმირ შამანოვი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა ვასილი ლუნევი
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა ანატოლი ბრანკევიჩი
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა სერგეი ბაგაფში
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა მერაბ ქიშმარია
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა ანატოლი ზაიცევი
საქართველოს დროშა მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს დროშა ლადო გურგენიძე
საქართველოს დროშა დავით კეზერაშვილი
საქართველოს დროშა ზაზა გოგავა
საქართველოს დროშა მამუკა ყურაშვილი
საქართველოს დროშა ალექსანდრე ლომაია
საქართველოს დროშა დავით ნაირაშვილი
საქართველოს დროშა ვანო მერაბიშვილი
ძალები
საქართველოს შეაირაღებული ძალები
ცხინვალის რეგიონში:
10 000–11 000 სამხედრო (შსს-ის სპეციალური ძალების ჩათვლით)
გორში:
10 000 მობილიზებული რეზერვისტი[5]
ერაყში:
2 000 სამხედრო[11]
შინაგან საქმეთა სამინისტრო
დაახლ. 5 000 პოლიციელი[12]
აზერბაიჯანის დროშა მცირე რაოდენობით ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანელები, აზერბაიჯანული მედიის ცნობით.[13]
დანაკარგები
რუსეთის დროშა 64 ჯარისკაცი მოკლული, 283 დაჭრილი, 3 დაკარგული, 7 ტყვედ აყვანილი, 3 ტანკი, 18 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 8 თვითმფრინავი განადგურებული.[14][15]
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა 150 მოკლული (მოხალისეების ჩათვლით), 41 ტყვედ აყვანილი, 1 ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა განადგურებული.
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა 1 მოკლული, 2 დაჭრილი.
საქართველოს დროშა 170 ჯარისკაცი მოკლული, 1964 დაჭრილი, 9 დაკარგული, 42 ტყვედ აყვანილი; 14 პოლიციელი მოკლული, 22 დაკარგული, 27 ტანკი, 19 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 3 თვითმფრინავი განადგურებული.[16]
სამოქალაქო დანაკარგები:
სამხრეთ ოსეთი: 162 რუსეთის ცნობით, 365 სამხ. ოსეთის ცნობით.[17]
საქართველო: საქართველოს მთავრობის მტკიცებით 228 მოქალაქე მოკლულია ან დაკარგულია.[18]
ერთი უცხოელი მოქალაქე მოკლული და 3 დაჭრილი.[19]
ლტოლვილები და დევნილები:
სულ მცირე 158,000 მოქალაქე იძულებით გადასახლებული[20] (მათ შორის 30,000 ოსი, რომელიც ჩრდ. ოსეთში, რუსეთი, გადავიდა, 56,000 ქართველი გორიდან და 15,000 ქართველი სამხ. ოსეთიდან UNHCR-ის ცნობით), რომელიც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე გადავიდა.[21][22] საქართველოს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინატორის შეფასება: სულ მცირე 230,000.[23][24][25]
რუსეთ-საქართველოს ომი ვიკისაწყობში
2008 წლის აგვისტომდე ქართველების მიერ კონტროლირებული ნაწილი ცხინვალის რეგიონში.
სამხედრო მოქმედებების რუკა. ლურჯად მონიშნულია ქართული ჯარების მიმართულება, წითლად — რუსების.

რუსეთ-საქართველოს ომი (აგრეთვე ცნობილი როგორც აგვისტოს ომი და 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი) — შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ - საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ - რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად.

ომი რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებული ოსი სეპარატისტების მიერ ქართული სოფლების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვით დაიწყო,[26][27][28][29] რაც 1992 წლის სოჭის შეთანხმების დარღვევა იყო.[30][31] 7 აგვისტოსთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ნაწილმა დაარღვია საქართველოს სუვერენული საზღვარი და საქართველოში შემოიჭრა.[31][32][33][34][35][36][37][38] ქართულ სოფლებზე თავდასხმების შესაჩერებლად, 7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში საქართველოს საჯარისო დანაყოფები შევიდნენ და მალევე დაიკავეს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ქალაქი ცხინვალი.[39][40][41] რუსეთის ფედერაციამ ქართულ მხარეს წაუყენა ცრუ და პროპაგანდისტული ბრალდებები „გენოცდსა“[42] და „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში“,[39] და დაიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა საქართველოზე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების გამოყენებით.[43] ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართულ ჯარებს მოუწიათ ცხინვალის რეგიონიდან უკან დახევა. ამავე დროს, რუსული და აფხაზური ძალები თავს კოდორის ხეობას დაესხნენ. რუსეთის ფლოტმა ბლოკადაში მოაქცია საქართველოს საზღვაო აკვატორიის დიდი ნაწილი, ხოლო რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს სხვადასხვა ობიექტები კონფლიქტის ზონაში და მის მიღმა. სამხედრო ოპერაციებთან ერთად, აგვისტოს ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი ომი, როდესაც ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ იყო გამოყენებული კიბერსამხედრო ოპერაციები კონვენციურ სამხედრო ოპერაციებთან ერთად. რუსეთის მიერ დროებით იყო ოკუპირებული ქალაქები ფოთი, ზუგდიდი, სენაკი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება,[44] თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა.[45] შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა, თუმცა ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2023 წლის მდგომარეობით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მათ შორის - სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევით - იმ ტერიტორიების, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა.[46][47][48] რუსული მხარის მიერ რეგიონში გრძელდება „მცოცავი ოკუპაცია“, ადამიანების გატაცებები და მკვლელობები.

ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს ცხინვალის რეგიონში არსებული ქართული სოფლების უმრავლესობა და განახორციელეს ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა. რუსეთმა გამოაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რასაც მოყვა ქართული მხარის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. რუსეთის საერთაშიროსი ურთიერთობები ომის შედეგად მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. ომის შედეგად საცხოვრებლის დატოვება მოუწია 200 000-მდე (სხვადასხვა შეფასებით) ადამიანს, საიდანაც დაახლ. 20 000 შემდგომში უკან ვეღარ დაბრუნდა და დევნილად იქცა. 2021 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე.[49][50] 2022 წელს საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცა რუსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერი.[51]

წინაპირობები

ოსებმა შიდა ქართლში დასახლება XVII საუკუნეში დაიწყეს.[52] საბჭოთა პერიოდში ოსებს ავტონომია მიენიჭათ საქართველოს სსრ-ის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახით. საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1991-92 წლებში სამხრეთ ოსეთში ეთნიკური კონფლიქტი მოჰყვა, რაც ამ უკანასკნელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. კონფლიქტში დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა[53] მათი სურვილი ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება იყო.[52] სამხრეთ ოსეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, საერთაშორისო თანამეგობრობას არ უცვნია. რეგიონის მოსახლეობას ძირითადად ოსები შეადგენენ. მოსახლეობის დაახ. 20 % ქართველია (14,000. სულ 70,000).[54] ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ რეგიონში მხარეებს შორის სამშვიდობო შუამავლის როლს რუსი, ჩრდილოეთ ოსეთისა და ქართველი სამხედროები ასრულებდნენ (500 წარმომადგენელი ყოველი მხრიდან). ამავე პერიოდში რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ოსურ მოსახლეობას საშუალები მისცა მისი მოქალაქეობა მიეღო.

ბოლო წლების განმავლობაში არტილერიული სროლები მხარეებს შორის დროდადრო მწვავდებოდა, რასაც ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოსებს მშვიდობის სანაცვლოდ ფართო ავტონომია შესთავაზა, რაც ოსებმა უარყვეს, ვინაიდან მათი გაცხადებული სურვილი სრული დამოუკიდებლობა იყო.[55]

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს გავლენის ქვეშ მოქცევა სააკაშვილის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამასთან, 2002 წლიდან აშშ-ის არმია საქართველოს ინტენსიურ წვრთნებს უტარებდა და დახმარებას უწევდა.[56] საქართველოს სამხედრო ბიუჯეტმა 2008 წლისთვის თითქმის $0.99 მილიარდი შეადგინა,[57][58] რაც მშპ-ის 4,5 % და საქართველოს საზოგადოებრივი შემოსავლების მეოთხედზე მეტი.[59]

ამჟამად, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და რუსულ პასპორტს ფლობს: BBC-ს ცნობით, სამხრეთ ოსეთის 70.000 მოქალაქის ნახევარზე მეტმა მიიღო მოსკოვის შეთავაზება რუსული პასპორტის მიღებაზე.[52] დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა 90%-ს რუსული პასპორტი აქვს. რუსეთის მტკიცებით, ეს საკმარისი საბაბია რეგიონში რუსეთის ინტერვენციისთვის, მათი მოქალაქეების დასაცავად, სამშვიდობოების მისიის ფარგლებში.[60]

ქრონოლოგია

1 აგვისტო

1 აგვისტოს 08:05 და 08:12 საათებზე ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე აფეთქდა ორი მართვადი ნაღმი, მძიმედ დაშავდა ხუთი პოლიციელი.[61] მოსკოვიდან ვლადიკავკაზში რუსეთის სამთავრობო მედიების 15 ჟურნალისტი ჩავიდა.[61] ცხინვალში სნაიპერმა მოკლა 3 ადამიანი.[61] ცხინვალი ნაღმმტყორცნებით დაიბომბა ერგნეთიდან და ზემო ნიქოზიდან.[61] ღამით, 21:30-დან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმი თავს დაესხა ქართულ სოფლებს.[61] დაიბომბა ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ავნევი, ნული, ერედვი და ზემო ფრისი. დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და მხოლოდ 2 აგვისტოს გამთენიისას შეწყდა, დაიჭრა 6 სამოქალაქო პირი და 1 პოლიციელი.[61] გვიან 1 აგვისტოდან ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა სროლის დაწყებაში.

ვიკიციტატა
„ეს არის ჩვენი ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩათრევის მცდელობა. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს [...] აქამდე სამხრეთოსური მხარე თავს იკავებდა რეაგირებისგან, მაგრამ ამის გაკეთებას აღარ ვაპირებთ.[61]
(ედუარდ კოკოითი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი)

2 აგვისტო

2 აგვისტოს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან სროლის საპასუხოდ ცეცხლი იხსნება ქართული მხრიდან, თუმცა მალევე წყდება მიღებული ბრძანების შემდეგ, რათა თავიდან აეცილებინათ დაპირისპირების ესკალაცია.[62] შსს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა, განაცხადა: „წუხელ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ მოხდა მშვიდობიანი სოფლების მასიური დაბომბვა, რამაც არ შეიძლება არ გამოიწვიოს ჩვენი უკიდურესი აღშფოთება.“[62] სეპარატისტულმა რეჟიმმა გამოაცხადა მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც 6 აგვისტომდე გაგრძელდა. ადგილზე ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი, და შეხვდა შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს, მარატ კულახმეტოვს.[62]

თემურ იაკობაშვილმა განაცხადა: „ეუთოს დამკვირვებელთა რიცხვი უნდა გაიზარდოს და არა სამშვიდობოების რიცხვი. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ სეპარატისტები.“, ხოლო მარატ კულახმეტოვმა თქვა: „კონფლიქტში მონაწილეა ქართული მხარეც, ორივე მხარე კონფლიქტის მონაწილეა და, ამიტომ, თითს მხოლოდ ოსური მხარისკენ ნუ იშვერთ. საქართველოც თავის წილად დამნაშავეა.“[62]

პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლში, ლადო ვარძელაშვილმა, განაცხადა: „აქამდე სპეცრაზმელებს აფეთქებდნენ, პოლიციელებს აფეთქებდნენ, ეხლა უკვე გადავიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის აფეთქებაზე. ამას მოჰყვება სერიოზული რეაგირება და სერიოზული პასუხი.“ ხოლო მამუკა ყურაშვილმა გააკეთა განცხადება და თქვა: „ოსური ეგრეთ წოდებული ბატალიონი, ცალსახად შეიძლება ითქვას უკვე, უშუალო მონაწილეობას ღებულობდა, მძიმე ტექნიკა ჰყავდათ გამოყვანილი და ურტყამდა ქართულ საგუშაგოებს. ჩვენ ეს აღვნიშნეთ უკვე და, ანალოგიურად, მე ნაბიჯის დათმობას არ ვაპირებ არანაირად და გაიგოს ეს ყველამ. შევაკვდები მე ამ სიტუაციას. ყველა ჩვენი ჯარისკაცი და პოლიციელი ნაბიჯით აღარ დაიხევს უკან.“[62] დე ფაქტო ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 აგვისტოს 02:00 საათისთვის დაღუპული იყო 6 და დაჭრილი იყო 7 ადამიანი.[62] ეუთოს თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ სტუბმა განაცხადა: „საერთაშორისო თანამეგობრობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს მზარდი შეშფოთებით ადევნებს თვალს და იმედოვნებს, რომ მხარეები ყველაფერს გააკეთებენ დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.“[62] რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების სარდლობამ გამოთქვა რუსი „სამშვიდობოების“ მხარდაჭერის მზადყოფნა, მზადყოფნა გამოთქვა ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამაც.[62] „ჩრდილოეთი ოსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს და მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს სამხრეთელ ძმებს. შეშფოთებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომელმაც ნამდვილი ომი გააჩაღა ოსეთის წინააღმდეგ. მზად ვართ, ერთად მოვიგერიოთ აგრესია.“ — განაცხადა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერმა, თეიმურაზ მამსუროვმა.[62] მობილიზაციის გამოცხადებისა და ჩრდილოეთ კავკასიელების დახმარების მიღების მზადყოფნა გამოთქვა კიკოითმა.[62] ცხინვალში ჩავიდა რუსი ჟურნალისტების კიდევ ერთი ჯგუფი.[62]

3 აგვისტო

3 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებული ძალები განლაგდნენ ყორნისსა და ველებში და თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას დვანში. დაიწყო ევაკუაცია, ცხინვალის რეგიონი 500-ზე მეტი ადამიანმა დატოვა; მათ შორის, რეგიონიდან გაიყვანეს 400 ბავშვი. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ერმაკ ძანსოლოვი აცხადებდა, რომ ეს არ იყო ევაკუაცია. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს.[63] ღამით საქართველოს ტერიტორიაზე, როკის გვირაბით გავლით და ჯავის მიმართულებით, შემოვიდა რუსეთის 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი. რუსული ძალების პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცილს სწამებს საქართველოს რეგიონში სამხედრო ძალებისა და მძიმე ტექნიკის შეყვანის შესახებ.[64]

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ: „2 აგვისტოს საღამოს და 3 აგვისტოს ღამით საქართველომ ღია სამხედრო მანევრები განახორციელა ცხინვალის მისადგომებთან, რასაც თან ახლდა კონფლიქტის ზონაში ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანა. საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება“.[64] ამავე დღეს ვრცელდება ინფორმაცია ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეებისა და დაქირავებული მებრძოლების მობილიზაციის შესახებ.[64] ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა პროვოკაციულად განაცხადა, რომ საქართველოს ქმედებები იყო „ველური, ბარბაროსული გამოხტომები“ და ასევე დაამატა: საპასუხოდ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ველურებს, რომლებმაც საკუთარ თავს უფლება მისცეს, დაეცხრილათ მშვიდობიანი მოსახლეობა“.[64] ამ დროისათვის სეპარატისტებმა დაბომბეს 15 ქართული სოფელი და დაჭრეს 19 მშვიდობიანი მოქალაქე.[64]

დე ფაქტო ე.წ. თვითგამოცხადებულმა აფხაზეთის რესპუბლიკამ სექტემბრიდან გალის მუნიციპალიტეტის სკოლებში აკრძალა ქართული ენის სწავლება, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და დაკეტა ენგურის ხიდი.[64]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს მიმდინარე მოვლენების შესახებ.[64] საუბრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: „ის ყველაფერი რისი პროვოცირებაც კოკოითის რეჟიმმა სცადა ცხინვალის რეგიონში, იყო აბსოლუტური თვითშემოქმედება და რუსეთის ფედერაციაც კი არ იყო ამისთვის მზად. გასაგები არის რომ ამისთანა თვითშემოქმედებამ, შეიძლება ძალიან საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ რუსული მხარე სასწრაფოდ დამიკავშირდა და მთხოვა მოსკოვში ჩასვლა“.[64]

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა უარი განაცხადა 15 აგვისტოს ბერლინში გასამართ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე.[64] „აფსნიპრესის“ მიხედვით, ბაღაფშმა ასევე უბრძანა თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფი.[64]

4 აგვისტო

4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს იქნა დისლოცირებული, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს.[65] 4 აგვისტოს ღამით 10 ერთეული ჯავშანტექნიკა რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა და გაუნაწილდა დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს.[66] 2 ერთეული ჯავშანტექნიკა სოფელ დმენისში დისლოცირებულ სეპარატისტებს გადაეცათ.[66] ქართული სამშვიდობო ძალების სარდალმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა: „რაც უნდათ, ის ისროლონ კიდევ, ვერაფერს ვერ დაგვიშავებენ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ, დაანებონ ტერორისტულ საქმიანობას და პროვოკაციებს თავი; უფრო მეტი დრო გამონახონ, სამშვიდობო ინიციატივებს რომ გაეცნონ.“[66]

თემურ იაკობაშვილმა განაცხადა: „რუსეთი დირიჟორობს ქმედებებს „ომის ილუზიის“ შესაქმნელად, რაც მიზნად ისახავს სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მიმართული საერთაშორისო მცდელობების ჩაშლას“.[66] ნატოს წარმომადგენელმა, კარმენ რომერომ, მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა.[66] ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, რომ ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო მისია უნდა იკისრონ ქვეყნებმა, რომლებიც არ მონაწილეობენ კონფლიქტში „მშვიდობის შენარჩუნება ამ რეგიონებში იქნება შესაფერისი ამოცანა ევროკავშირისთვის. ჩვენ საერთაშორისო მცდელობები გვჭირდება სიტუაციის მოსაგვარებლად“. — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.[66] დაახლოებით 18:40 საათზე, ედუარდ კოკოითმა დონის კაზაკთა მეთურისა და დუმის დეპუტატ ვიქტორ ვოდოლაცკისგან მიიღო დეპეშა სამხედრო დახმარების დაპირებით.[66]

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე (კახა) ლომაიამ, განაცხადა: „ეს არის მათ მიერ დადგმული სპექტაკლი იმისათვის, რომ აჩვენონ იმ ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ რეჟიმს წლების განმავლობაში და ეს ადამიანები რუსეთის ფედერაციის მაღალ თანამდებობებზე არიან მოკალათებული, რომ საქმიანობის ილუზია შექმნან, რომ ზრუნავენ თავიანთ ხალხზე და ა.შ. არაფერი საერთო მათ განცხადებებს არ აქვთ რეალობასთან“.[66] მიმდინარე მოვლენები შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ გონსალო გალეგოსმა: „გვესმის, რომ ეუთო იძიებს ამ ინციდენტებს და ველით მათ მოხსენებას. ეს ინციდენტები ხაზს უსვამს სამხრეთ ოსეთში ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის დაუყოვნებლივ გაზრდის საჭიროებას, ასევე როკის გვირაბზე ერთობლივი ქართულ-რუსული მონიტორინგის განხორციელებას, რათა აღიკვეთოს იარაღის, საბრძოლო მასალებისა და შეიარაღებული ჯგუფების უკანონო გადაადგილება რეგიონში“.[66]

5 აგვისტო

5 აგვისტოს განახლდა ქართული სოფლების დაბომბვა.[67] 09:01 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო საუბრის მოსმენით შეიტყო სოფელ დვანის განადგურების ბრძანების შესახებ, რომელიც გასცა თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ მიხეილ მინძაევმა.[67] ეუთოს მეთვალყურეთა დასკვნაში, რომელსაც ხელი მოაწერა გენერალ მარატ კულახმეტოვმა, წერია, რომ 1 და 2 აგვისტოს ოსურმა მხარემ ქართულ სოფლებს აკრძალული იარაღით გაუხსნა ცეცხლი.[67] 15:10 საათზე რუსულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში 150 დაქირავებული ჩრდილოეთ კავკასიელის ჩასვლის შესახებ, დაქირავებული მებრძოლები ცხინვალის რეგიონში ჩადიოდნენ 10 აგვისტომდე.[67]

რუსეთის არმიის თვითმავალი არტილერიის 40 ერთეული და ბოტლიხის 33-ე მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონმა გადაკვეთა როკის კვირაბი და შუერთდა ჯავასთან განლაგებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას, ხოლო როკის გვირაბთან მობილიზდა 58-ე არმიის ნაწილები, მათ შორის, 135-ე, ცალკეული მოტომსროლელთა პოლკი პროხლადნიდან (ყაბარდო-ბალყარეთი) და 653-ე მოტომსროლელთა პოლკი ზარამაგიდან (ჩრდილოეთი ოსეთი).[67] ამავე დროს იმის საჩვენებლად, რომ საქართველო ომისათვის არ ემზადებოდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზაციით კონფლიქტის ზონაში ჩავიდნენ ჟურნალისტები და დიპლომატები, მათ შორის რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო.[67] ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ოსურ ვებგვერდებზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ.[67] „ევროკავშირს სურს, ისე როგორც არასდროს, ჩაერთოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში, მონაწილე მხარეებთან თანამშრომლობით და მოლაპარაკების არსებული ფორმატების მხარდაჭერით. ევროკავშირი კვლავ გამოდის ზომიერებისკენ და მოლაპარაკებების სწრაფი განახლებისკენ მოწოდებით“. — ევროკავშირის მიერ გავრცელებული განცხადება.[67]

6 აგვისტო

6 აგვისტოს საქართველოს განცხადებით ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, რის გამოც სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა.[68] ცხინვალის მცხოვრებლები გახიზვნას იწყებენ, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა.[69]

დაიბომბა ქართული სოფლები: ერედვი, ნული, დვანი, ფრისი და ავნევი.[70] ცხინვალში დაიკეტა მაღაზიები და სხვა დაწესებულებები, ცხინვალის რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსი და ადგილობრივი მომსახურეები გაათავისუფლეს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების ვალდებულებისგან.[70] რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ესაუბრა რუსული მხარის თანათავმჯდომარეს შერეულ საკონტროლო კომისიაში, იური პოპოვს, რომელმაც დაადასტურა, რომ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და სამხრეთოსურ მხარესთან შეხვედრაზე დასწრებას, „მე ვესაუბრე ბატონ პოპოვს 17 წუთის წინ და მან მითხრა, რომ იგი თბილისში 7 აგვისტოს დილით ჩამოვა და შემდეგ ერთად გავემგზავრებით ცხინვალში. მოლაპარაკებები გაიმართება შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში (ცხინვალში).“[70] სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითმა და ბორის ჩოჩიევმა უარი განაცხადეს 7 აგვისტოს დაგეგმილ შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე და ცხინვალში ჩავიდა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დენის კიფი.[70]

6 აგვისტოს შემდეგ შერეული სამშვიდობო ძალები წყვეტენ კონფლიქტის ზონის მონიტორინგს და პატრულირებას, ქართული ბატალიონის პროტესტი უგულველყვეს.[70]

7 აგვისტო

ქართული არმიის სუ-25.
რუსული არმიის კუთვნილი სუ-27, რომლის მსგავსი გამანადგურებლები რუსებმა ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცეზე კონტროლის აღსადგენად გამოიყენეს.

„კონფლიქტის ზონაში ამჟამად სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ და ამ მომენტში ინტენსიური სროლები მოდის არტილერიიდან, ტანკებიდან და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემებიდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურად იქნა შემოტანილი“ — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი დროით 19:10 საათზე პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში.[71] თუმცა დღის ბოლოსთვის პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა. სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში“ და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისტებისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია.[72]

03:25 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას როკის გვირაბის გავლით.[73] მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიების მიმართულებით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სოფლებიდან: დმენისი, უბიათი და ხეთაგუროვო.[73] გაზეთ „იუჟნაია ოსეტიას“ მიხედვით, კოკოითი ჯავაში გაემგზავრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად.[73] 09:30 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ლაპარაკობს ქართული სოფლებზე, ავნევსა და დვანზე დაგეგმილი შეტევის შესახებ.[73]

მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ და რუსეთის ნაბიჯს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.[73] იური პოპოვმა განაცხადა: „მე აქ ჩამოვედი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ რამდენადაც ვიცი, სამხრეთ ოსეთის მხარე, ბოლოს განვითარებული მოლენებიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ აყენებს მოლაპარაკებების საჭიროებას და თუ ეს მართლაც ასეა, უკვე ტრადიციად მექცა, რომ მაქოსებური დიპლომატია უნდა შევასრულო“.[73]

სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან აფრენილმა, სავარაუდოდ, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, სოფელ შავშვებთან, საქართველოს სამხედრო რადარიდან 300-500 მეტრის მოშორებით, რამდენიმე ბომბი ჩამოყარა.[73] 12:00 საათზე სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა გასცა შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანა, ოსი სეპარატისტების მხარდასაჭერად.[73] 14:00 საათზე დაიბომბა ავნევის ქართული საგუშაგო მსხვილკალიბრიანი არტილერიით დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებულ სოფელ ხეთაგუროვოდან. დაიღუპა 2 და დაიჭრა 5 ქართველი ჯარისკაცი და განადგურდა 1 ჯავშანმანქანა. სოფლის დაბომბვა 16:00 საათამდე გაგრძელდა.[73] დაიბომბა სოფლები: ნული, ქურთა, თამარაშენი, ზემო ფრისი და შავშვები, რუსული ტანკები გამოჩნდა სოფელ მეღვრეკისში.[73]

14:30 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა მობილიზაცია.[73]

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, რუსმა ოფიცერმა, ანატოლი ბარანკევიჩმა, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან, როკის გვირაბის გავლით საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოსული შეიარაღებული ჯგუფები სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში უერთდებიან.[73]

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებული არიან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო მზადებით.[73] 16:00 საათისათვის განახლდა ნულის და ავნევის დაბომბვა. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებმა ქვეითთა საბრძოლო მანქანა ააფეთქეს, დაიჭრა სამი ქართველი ჯარისკაცი.[73]

ვიკიციტატა
„გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს პრეზიდენტმა სროლის შედეგად დაჭრილი ორი ქართველი ჯარისკაცი მოინახულა და განაცხადა:2 აგვისტოს საღამოს და 3 აგვისტოს ღამით საქართველომ ღია სამხედრო მანევრები განახორციელა ცხინვალის მისადგომებთან, რასაც თან ახლდა კონფლიქტის ზონაში ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანა. საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება.მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის ფედერაციის დიპლომატებთან, გრძელდება ყოველდღიური თავდასხმები ქართველ პოლიციელებზე, ქართველ სამშვიდობოებზე და მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებზე. მე მინდა პირდაპირ ვთქვა და დარწმუნებული ვარ, რომ კონფრონტაციის გაღრმავება არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში და, რა თქმა უნდა, არ შედის საქართველოს ინტერესებში.[73]
(მიხეილ სააკაშვილი)

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა, თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება რეგიონიდან არ გაიყვანს შეიარაღებულ ჯარებს, მათგან „ტერიტორიის გაწმენდა“ დაიწყება.[73]

15:00–17:00 საათებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი, გაემგზავრა ცხინვალში, სადაც დაგეგმილი იყო ოსურ მხარესთან მოლაპარაკება. შეხვედრაზე არ გამოცხადდა არც რუსეთის წარმომადგენელი იური პოპოვი, არც სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი. იაკობაშვილს შეხვდა სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი, რომელმაც სახელმწიფო მინისტრს უთხრა, რომ ვერ ახერხებდა ედუარდ კოკოითთან დაკავშირებას და შექმნილ ვითარებაში რუს მშვიდობისმყოფელებს აღარ შეეძლოთ ვითარების კონტროლი. კულახმეტოვმა ურჩია საქართველოს მთავრობას ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა.[73] პოპოვმა შეხვედრაზე არ მისვლის მიზეზად მანქანის დაშვებული საბურავი დაასახელა.[73]

17:00 საათზე მარატ კულახმეტოვმა უარს თქვა ცხინვალის შტაბში მომუშავე ქართველი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რის შედეგადაც ქართული სამშვიდობო ძალების სარდალმა, მამუკა ყურაშვილმა, გასცა ბრძანება ქართველი ოფიცრების მიერ ცხინვალის შტაბის დატოვების შესახებ.[73]

17:10 საათზე, მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა და ქართული სოფლების უწყვეტი დაბომბვისა, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა და სამშვიდობოებმა ცალმხრივად შეწყვიტეს ცეცხლი, სიტუაციის დეესკალაციისთვის, რის შესახებაც თემურ იაკობაშვილმა მარატ კულახმეტოვს წინასწარ აცნობა.[73]

მედიაში გავრცელდა ცხინვალში დაშავებული მოსახლეობის ვიდეოები.[73]

დაახლოებით 19:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას დაადასტურა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთისა და დე ფაქტო რეჟიმების მეთაურებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა თქვა: „რამდენიმე საათის წინ გავეცი ბრძანება, ძალიან მტკივნეული ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა, არც ერთმა ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნას ინტენსიური ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად“.[73]

ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე სააკაშვილის წინადადების შემდეგ თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო.[74][75] სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა, ხოლო სანაკოევის ადმინისტრაციის შენობა - ქურთას პოლიციის სადგური, არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. 7 აგვისტოს საღამოს 22:00 საათზე ოსები სოფელ ავნევის აღებას ზეიმობდნენ.

23:00 საათისთვის საქართველოს მთავრობამ მიიღო ინფორმაცია, რომ როკის გვირაბი გადმოკვეთა რუსეთის ჯავშანტექნიკის კოლონამ, რომელიც 100-ზე მეტი ერთეულისგან შედგებოდა. საქართველოს მთავრობა დაუკავშირდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელ მეთიუ ბრაიზას და შეატყობინა მას, რომ შექმნილ ვითარებაში თავდაცვის ერთადერთი გზა, როკის გვირაბიდან გამომავალი რუსეთის სამხედრო ტექნიკის შეკავება იყო.[73]

დაახლოებით 23:35 საათზე რუსეთის ჯარის შემოჭრის და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი სოფლების უწყვეტი დაბომბვის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს სამი ბრძანება მისცა[73]:

  1. დაიცვან ცხინვალის რეგიონში სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება.
  2. გაანეიტრალონ სეპარატისტების საცეცხლე პოზიციები, საიდანაც სამოქალაქო მოსახლეობას, ქართველ მშვიდობისმყოფელებს და მოსახლეობას უხსნიდნენ ცეცხლს.
  3. შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოძრაობა როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში.

დაახლოებით 23:50 საათზე ცეცხლი გახსნა ქართულმა არტილერიამ და გვიან ღამით ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ოსური მხრიდან სროლის განახლების გამო მიღებულია გადაწყვეტილება ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ. მოგვიანებით ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ გენერალი ყურაშვილი არ იყო უფლებამოსილი, გაეკეთებინა განცხადება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ.[73]

7 აგვისტოს საღამოს 11:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო.[76] 11:45 საათზე ეუთოს მონიტორების განცხადებით ჭურვები ცხინვალზე ყოველი 15-20 წამის ინტერვალით ეცემოდა.[76] ედუარდ კოკოითის განცხადებით, მისი ძალები ქართველებს ცხინვალის მისადგომებთან ებრძოდნენ. ქართული დაზვერვის ცნობით[77] და რამდენიმე რუსულ წყაროზე დაყრდნობით, 58-ე რუსული არმია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა როკის გვირაბით, სანამ ქართული მხარე იერიშს დაიწყებდა.[78][79][80][81][82][83] თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართულმა მხარემ უტყუარი მტკიცებულება იმაზე, რომ რუსეთი ქვეყანაში შემოიჭრა მანამ, სანამ ქართველები ოპერაციას დაიწყებდნენ, ან ის, რომ სიტუაცია ქართველებისთვის ოსურ ზონაში იმდენად მძიმე იყო, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი იყო, ვერ შეძლო.

7 აგვისტოსთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ათი ჯარისკაცი დაიღუპა.[84][85]

დღის განმავლობაში, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ქალაქში სულ მცირე 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

8 აგვისტო

8 აგვისტოს, 00:23 საათზე, მარატ კულახმეტოვმა მამუკა ყურაშვილთან სატელეფონო საუბარში აღიარა, რომ რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთის რეჟიმის შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქართული შეიარაღებული ძალების პოზიციების კოორდინატებს აძლევდნენ.[86]

02:37 საათზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრეგორი კარასინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძესთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციას იწყებენ. ოპერაციის დაწყების მიზეზად რუსეთის სამშვიდობო ძალებში მსხვერპლი დასახელდა. პირველი კავშირი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და რუს სამშვიდობოებს შორის ამ საუბრიდან 3 საათის შემდეგ, დილის 6 საათზე დამყარდა.[86] შუაღამისას საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწეს სამხედრო ოპერაცია, როკის გვირაბიდან ცხინვალისაკენ მიმავალი გზის გასანადგურებლად, რომელიც წარმატებულად დასრულდა.[86]

04:10 საათზე რუსეთის ელჩი საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძეს და შეატყობინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს ჩამოშორდა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციების შესახებ ყველა გადაწყვეტილებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი იღებს.[86]

4:45 საათზე საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოაცხადა, რომ ცხინვალი თითქმის აღებული იყო და რომ ქართული ძალები რეგიონის ორ-მესამედს აკონტროლებდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თაიმურაზ მამსუროვის განცხადებით, საქართველოს შეიარაღების რამდენიმე სუხოი სუ-25 თვითმფრინავი დაესხა თავს, როგორც თავად იძახის, ვლადიკავკაზიდან წამოსულ ჰუმანიტარულ ტვირთს. თვით მამსუროვი, რომელიც ამ კოლონას მოყვებოდა, უვნებელი გადარჩა. მისივე განცხადებით, ასობით შეიარაღებული მოხალისე დაიძრა ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაგაფშის განცხადებით, მოხალისეები აფხაზეთიდანაც გაემართნენ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სასწრაფო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში, გამოხატა რა „სერიოზული შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის გამო“. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით ჩრდილოეთ ოსეთში 1100 ლტოლვილი გადავიდა კონფლიქტის ზონიდან.[86]

05:00 საათისთვის საქართველოს შეაირაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს 9 სოფელზე: წინაგარი, ორჭოსანი, ღრომი, არცევი, მუგუთი, დმენისი, დიდმუხა, ოქონა.[86]

რუსული სამხედრო კოლონა ჯავასთან.

05:20 საათზე რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა დატოვეს დაბა ჯავა, გადაკვეთეს გუფთის ხიდი და დაადგნენ ძარის შემოვლით გზას.[86]

06:00 საათზე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შეიარაღებული ძალები სოფელ ზემო ნიქოზიდან შევიდნენ ცხინვალში, რათა გაენეიტრალებინათ საცეცხლე წერტილები, რომლებიც ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ე.წ. შანხაის ნაწილში მდებარეობდა. გადაადგილებისას ქართულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს რუსი სამშვიდობოების შტაბიდან, „ვერხნი გოროდოკიდან“, სავარაუდოდ რუსმა სამშვიდობოებმა. ქართული ძალები საპასუხო ცეცხლს ხსნიან და მოითხოვენ დამატებით მძიმე ტექნიკას. „ვერხნი გოროდოკის“ მთავარი შენობის სახურავი გამოიყენებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე მიმართული საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის, რაც მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის მედიამაც დაადასტურა.[86]

06:35 საათზე საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა და არტილერიამ დაბომბა გუფთის ხიდი, შედეგად შეფერხდა რუსული კოლონის მოძრაობა და მათ მოუწიათ ახალი გზის პოვნა.[86]

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.[86]

09:00 საათზე საქართველოს შეიარაღებული ძალები კონტროლს ამყარებენ სოფლებზე: ზნაური, ხეთაგუროვო და კოხათი, ასევე ინარჩუნებენ გამთენიისას დაბრუნებულ სოფლებს.[86]

8 აგვისტოს დილას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები“ და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად.

ნახევარ საათში, საქართველოს წყაროების ცნობით, სამი რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში იჭრება და ორ ბომბს აგდებს ქარელის პოლიციის სადგურთან. ამავე წყაროს ცნობით რამდენიმე ბომბი გორის სიახლოვესაც ჩამოვარდა, თუმცა მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს, თუმცა ფაქტები დაადასტურა ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფი“. ასევე დაიბომბა სოფელი შავშები, ფოთი-თბილისი დამაკავშირებელი მაგისტრალი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები და ვაზიანის, მარნეულისა და ბოლნისის სამხედრო ბაზები.[86]

ოფიციალუირმა თბილისმა გამოაცხადა რეზერვისტების მობილიზაცია.[86]

დიმიტრი მედვედევი რუსეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბრალს სდებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმაში.[86]

11:00 საათზე ზემო ნიქოზის მიმართულებიდან ცხინვალში შესულ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებს სეპარატისტები ცეცხლს უხსნიან სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საცხოვრებელი და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობებიდან, რომლებსაც დე ფაქტო რეჟიმის ძალების გამაგრებულ პოზიციებად ჩასაფრებებისთვის გამოიყენებდნენ.[86]

ასევე 11:00 საათზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული სუ-25, რომელიც ცხინვალს ბომბავდა. სავარაუდოდ, რუსული თვითმფრინავი სეპარატისტულ ძალებს ქართული ეგონათ. ქართულმა სამხედრო ავიაციამ ცხინვალის თავზე ერთი ფრენა განახორციელა, 06:25 საათზე და არც ერთი თვითმფრინავი დაუკარგავს.[86]

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა: „მდგომარეობა უარესდება ყოველ საათში, როგორც უყურებთ ტელევიზორებში, ქართული მხარე იყენებს მძიმე ტექნიკას და აღჭურვილობას და აგრესიულ ქმედებაზე გადავიდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ.“[86]

ვიკიციტატა
„ყველამ უნდა შეიკავოს თავი იმგვარი ქმედებებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ და უპირობოდ. ამას უნდა მოჰყვეს პირდაპირი მოლაპარაკებები, რათა მოიძებნოს მშვიდობიანი და პერმანენტული მოგვარების გზა.[86]
(ევროპის საბჭოს განცხადება)

11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით მობილიზდა ქართული სარეზერვო ჯარები რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან თავდაცვისთვის და მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა „ქართული ქალაქების დაბომბვა“. სამხრეთ ოსეთში რუსეთის გარნიზონის მეთაურის განცხადებით ქართული ნაღმები ცხინვალში პირდაპირ მათ ყაზარმებს მოხვდა, რის შედეგადაც 12 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.[86]

14:15 საათზე საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, რათა მშვიდობიან მოსახლეობას დაეტოვებინა ცხინვალი და სეპარატისტებს ჩაბარბისა და დანებების შემთხვევაში მიეცემოდათ ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდებოდნენ ამნისტიით,[86] თუმცა ეს განცხადება უარყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა ცხინვალში, მარატ კულახმეტოვმა.

ამავე დროს ცხინვალი თითქმის მთლიანად ქართული სამხედროების კონტროლის ქვეშ იყო, წინააღმდეგობას მხოლოდ რამდენიმე დაჯგუფება წევდა.[86]

რუსეთმა დაბომბა ქართული სამხედრო ბაზები კონფლიქტური ზონის გარეთ.[86]

18:44 საათზე რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები ძარის შემოვლითი გზის გავლით მიუახლოვდნენ ცხინვალს და გახსნეს ინტენსიური ცეცხლი ცხინვალსა და მეზობელ მაღლობებზე განლაგებული ქართული ძალების მიმართულებით.[86] რუსეთის 58-ე არმიის ტანკების კოლონამ დაიწყო ცხინვალისკენ მოძრაობა, რეგიონში რუსული ძალების მისაშველებლად. ქართული მედიის ცნობით, რუსული კოლონა 150 ტანკისგან, ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა დანადგარებისგან შედგებოდა. 8 აგვისტოს პრესის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს კონფლიქტის ზონისკენ მომავალი ტ-72 ტანკები, BMP-2 ქვეითთა საბრძოლო მანქანები და 152 მმ 2C3 Akatsia თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე რეაქტიურლი არტილერიის დანაყოფები.

20:30 საათზე სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქართული ჯარები ტოვებენ ცხინვალის ცენტრს და მაგრდებიან ქალაქის სამხრეთში, ცხინვალში აღმოსავლეთიდან შევიდა რუსული ტანკების კოლონა.[86] რუსული მედიის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან უკან იხევენ და რუსული სუ-24 და სუ-27 თვითმფრინავები სრულიად აკონტროლებდნენ ცხინვალის საჰაერო სივრცეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოუწოდა, საქართველოდან გაეყვანა თავისი ძალები.[86]

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა, ტერი დევისმა, განაცხადა, რომ საქართველო სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე იდგა, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება რეგიონის მოსახლეობისთვის.[86]

რუსეთი მაშინ პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა და თქვა: „სამწუხაროა, რომ ოლიმპიური თამაშების დაწყების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ აგრესიული ქმედებები განაახლა სამხრეთ ოსეთში“.[86]

ვიკიციტატა
„ისტორიულად რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება კავკასიელი ხალხის უსაფრთხოების გარანტიად.[87]
(დიმიტრი მედვედევი პრესკონფერენციაზე)

კულახმეტოვის განცხადებით მძიმე არტილერიის გამო ცხინვალი თითქმის სრულიად დანგრეული იყო. ფრანს პრესის ცნობით, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, თუ ცნობები რუსული ტანკების შესახებ ცხინვალის რეგიონში დადასტურდებოდა, საქართველო რუსეთს ომს გამოუცხადებდა. რუსეთის ტანკების ცხინვალში შესვლა მცირე ხანში დაადასტურა CNN-მა. იმავე ღამეს რუსული და ოსური ძალები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. რუსეთის ავიამოიერიშეებმა გორის დაბომბვა დაიწყეს.[88]

რუსული ბომბი ფოთში
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით რუსულმა ბომბდამშენებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. რუსულმა თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს სამხედრო აეროდრომი მარნეულში, რამაც ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთაგან სამი ქართველი ჯარისკაცი იყო.
  • დაახლოებით 23:45 წუთზე, რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ფოთზე, კერძოდ კი — პორტზე. ასევე 58-ე არმიის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს ე.წ. ტოჩკა-უ-თი (რომლებიც ოჩამჩირეში იყო განთავსებული) გაშვებულ იქნა ორი რაკეტა, რომელიც ფოთის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.[86]

სააკაშვილის განცხადებით საქართველომ უკან გამოიწვია ერაყში მყოფ პირველი ბრიგადის 2000 ჯარისკაცი.[86]

დღის ბოლოს სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომელშიც თქვა, რომ ქართული ძალები მთლიანად აკონტროლებდნენ ცხინვალის რეგიონს, ჯავას გარდა, და ასევე თქვა, რომ რუსეთის საჰაერო იერიშებს შეეწირა 30-ზე მეტი ადამიანი.[86]

დღის განმავლობაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცე 22-ჯერ დაარღვიეს.[86]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცხინვალზე თავდასხმის შედეგად დაღუპულ სამოქალაქო პირთა რიცხვი 2000-ს აღწევდა. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსეთის გენერალური პროკურორის მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებისგან. რუსული გამოძიების თანახმად დაღუპულთა რიცხვმა 133 შეადგინა.[86]

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსებისა და სეპარატისტების შეტევის საპასუხოდ, ქართულმა ძალებმა გახსნეს ცეცხლი.[86]

რუსული ჯავშანტექნიკა გამოჩნდა სოფელ მეღვრეკისში.[86]

9 აგვისტო

რუსული მოიერიშეები გორის საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავენ. ფოტო: როიტერი

ღამის განმავლობაში ქართული შენაერთები ინარჩუნებდნენ კონტროლს ცხინვალის სამხრეთ ნაწილზე და ცხინვალის რეგიონში გადაისროლეს დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული ქართული შეიარაღებული ძალები.[89]

ვლადიმერ პუტინი ვლადიკავკაზში ჩავიდა რუსული შეიარაღებული ძალების სამართავად.[89] მისი სპიკერის რწმუნებით, ამ ვიზიტს სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა და დილით პუტინი გორკიში გაემგზავრა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან შესახვედრად.[90]

პუტინის თქმით მთავრობა მზად იყო 10.1 მილიარდი რუსული რუბლი (დაახ. 425 მილიონი აშშ-ის დოლარი) გამოეყო რეგიონის დასახმარებლად.[91]

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოში გაეროს მისიას წაუყენა მოთხოვნა, დატოვონ კოდორის ხეობა და მათ შეატყობინა სამხედრო ოპერაციის შესახებ, რომელსაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად წამოიწყებდნენ. გაეროს მისია დაემორჩილა მოთხოვნას და დაუყოვნებლივ დატოვა ზემო აფხაზეთი.[89]

გორი რუსული დაბომბვის შემდეგ.

რუსული მედიის განცხადებით სროლები რუსულსა და ქართულ მხარეებს შორის ღამით ისევ განახლდა. ალექსანდრე ლომაიამ როიტერს განუცხადა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებდა. ლომაიას განცხადებით რუსებმა ასევე დაბომბეს ფოთის პორტი და აგრძელებდნენ სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვას. დილით ადრე, ასევე დაიბომბა ვაზიანის აერდრომის ასაფრენი ბილიკი. საქართველომ აკრძალა რუსული ტელეარხების ტრანსლაცია ქვეყანაში, რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ომის წარმოების გამო. ამასობაში, რუსეთმა გაწყვიტა საჰაერო კავშირი საქართველოსთან. ამ დროისთვის გაერომ ვერ შეძლო კონსენსუსი მიეღწია განცხადებისთვის შესაფერისი ფორმულირების შერჩევისთვის.

გამთენიისას რუსეთის ბომბდამშენებმა დაბომბეს სენაკის სამხედრო ბაზა. დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა.[89]

9:27 საათზე როიტერის ცნობით, ორმა რუსულმა მოიერიშემ ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა გორთან. ხუთი ადამიანი დაიღუპა, როდესაც სულ მცირე ერთი ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა ქალაქ გორში.[88]

დაახლოებით 10:20 საათზე ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებმა ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი, რომლის 2 პილოტიც ტყვედ ჩავარდნენ.[89]

10:30 საათზე რუსულმა გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მათი ორი მოიერიშეს ჩამოგდება (სუ-25 და ტუპოლევ ტუ-22მ). ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. ოსების განცხადებით მათ ორი ქართული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

დაიბომბა სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები, გაჩიანისა და კოპიტნარის აეროპორტები, ფოთის პორტი და გორი.[89]

11:40 საათზე ცხინვალში შევიდნენ საჰაერო-სადესანტო შენაერთები ჩრდილო-დასავლეთიდან და სოფელ ტბეთის მიმართულებიდან.[89]

12:00 საათიდან 13:00 საათამდე ცხინვალში შევიდნენ ქართული დამხმარე ძალები და შეხვდნენ რუსი „სამშვიდობოების“ ჯავშანტექნიკის დიდ წინააღმდეგობას.[89]

12:30 საათზე სამხრეთ ოსეთში რუსებმა დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს.

რუსების მიერ გორის დაბომბვის შედეგად დაღუპული და დაჭრილი მოქალაქეები.

13:41 საათზე მედიის ცნობით რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ჩხალთა, კოდორის ხეობაში.[89] ეს ცნობა დაადასტურა რაულ ქირიამ, აფხაზეთის დევნილი მთავრობის მედია ცენტრის ხელმძღვანელმა. თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ეს იყო აფხაზური ავიაცია და არა რუსული.

14:30 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა სრული მობილიზაცია და 15 დღიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, პარლამენტმა ბრძანებულება დაამტკიცა 90 ხმით 0-ის წინააღმდეგ.[89]

საქართველოს მთავრობამ განაცხადა საბრძოლო მოქმედებებში 55 ადამიანის დაღუპვის შესახებ.[89]

საქართველოს მთავრობის წყაროზე დაყრდნობით, როკის გვირაბი, რომელსაც რუსები იყენებდნენ მძიმე ტექნიკის შემოსაყვანად, განადგურდა. ეს ფაქტი შემდგომში არ დადასტურდა.

აშშ-ის საელჩომ საქართველოს საკუთარი შტატის ევაკუაცია მოახდინა ერევანში. ასევე მოუწოდა ყველა ამერიკის მოქალაქეს ქვეყნის დატოვება.

რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწე ვლადიმირ ივანოვმა განაცხადა, რომ ბრძოლები მიმდინარეობდა სოფელ ნიქოზთან.

აზერბაიჯანის მედიის ცნობით, რამდენიმე ეროვნებით ქართველი კახისა და ზაქათალის რეგიონებიდან საქართველოში გადავიდა ქართულ ჯარებთან შესაერთებლად.

აფეთქებული ქართული ტანკი ცხინვალში.

რუსეთის ელჩმა ნატოში, დიმიტრი როგოზინმა, განაცხადა: „ამ დროისთვის ჩვენმა მშვიდობისმყოფელებმა აღადგინეს კონტროლი ქალაქ ცხინვალზე და გვინდა მხოლოდ ერთი რამ, რომ ქართველები დაბრუნდნენ იქ, დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე, სადაც იყვნენ კონფლიქტამდე“.[89]

საქართველოს ხელისუფლებამ ერაყიდან ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად დაახლოებით 2000 სამხედრო გამოიწვია.[89]

დღის განმავლობაში მთლიანი რუსეთის 58-ე არმია შევიდა ცხინვალის რეგიონში.[89]

ცხინვალის რეგიონში გადმოსხეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გვარდიის 76-ე საჰაერო-მოიერიშე დივიზია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ცხინვალის ბრძოლაში.[92]

დაახლოებით 16:00 საათზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შევიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.[89]

რუსეთის სამხედრო ხომალდებმა ფოთის პორტში არ შეუშვეს მოლდოვის სატვირთო გემი „ლოტუს 1“, რომელიც ფქვილით იყო დატვირთული.[89]

ქართულმა ძალებმა ცხინვალთან ჩასაფრების შედეგად გაანადგურეს რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა და დაჭრეს რუსი გენერალი ანატოლი ხრულიოვი, რომელიც 58-ე არმიას ხელმძღვანელობდა.[89]

ქართული ძალები ეტაპობრივად ტოვებენ ცხინვალს და იკავებენ ცხინვალის სამხრეთით მდებარე სიმაღლეებს.[89]

ვიკიციტატა
„საფრთხეები სამხრეთ ოსეთში იმაზე ნაკლები არ არის, რაც პოსტსაბჭოთა იმპერიალიზმის გამოვლინების ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.[89]

9-დან 10 აგვისტომდე თითქმის არცერთი ოფიციალური უწყების ქართული დომეინი არ მოქმედებდა. პრეზიდენტის ვებსაიტის გარდა კიდევ 38 მნიშვნელოვან ქართულ ვებგვერდზე მოხდა თავდასხმა. მათ შორის: საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების და, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციისა და ახალი ამბების სააგენტოების ვებგვერდები.[89]

შსს-ის განცხადებით ქართულმა ძალებმა გაანადგურეს 40 რუსული ტანკი.[89]

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავიდა დაჭრილთა მოსანახულებლად.[89]

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გორის რეგიონში ჩავიდა. ბატონი ვაიტეკუნასის განცხადებით ნგრევისა და მსხვერპლის რაოდენობა შოკის მომგვრელია, მან დახმარება აღუთქვა რეგიონს.[89]

ეუთოს დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ცხინვალში ჭურვები 15-20 წამის ინტერვალებით ეცემოდა.[89]

ვიკიციტატა
„ეს დიდი ხნის წინ მომზადებული და დაგეგმილი ოპერაციაა. ბოლო რამდენიმე თვე ჩვენს საზღვრებთან ხდებოდა რუსების ძალების კონცენტრაცია, ყველანაირი საბაბის პოვნა და პროვოკაციების მოწყობა, რათა მომხდარიყო ამ ძალების შემოსვლა. ეს არის ძალიან მკრთალად შენიღბული საერთაშორისო უკანონო აგრესია და ქვეყნის დანგრევის მცდელობა.[89]
ვიკიციტატა
„მე დიდად მაშფოთებს საქართველოში განვითარებული სიტუაცია. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს საქმე ძალიან სერიოზულია. თავდასხმები მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური ზონიდან ძალიან შორს. ეს ნიშნავს კრიზისის საშიშ ესკალაციას. ძალადობა საფრთხეში აგდებს რეგიონის მშვიდობას. მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და სხვები საფრთხეში არიან.[93]
ვიკიციტატა
„ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა დაიწყოს საერთაშორისო შუამავლობა. სიტუაცია შეიძლება მოგვარდეს მშვიდობიანად. ჩვენ ვეკონტაქტებით ლიდერებს მთავრობის ყველა დონეზე, როგორც საქართველოში, ისევე რუსეთში. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს პატივცემული. ჩვენ მოვითხოვეთ დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა და სამხედროების შეჩერება. ჩვენ ვითხოვთ ყველა რუსული დაბომბვის შეჩერებას და 6 აგვისტოს სტატუს კვოს დაბრუნებას.[93]

ნიუ-იორკში გაიმართა საქართველოს მხარდაჭერი აქცია.[94]

10 აგვისტო

ჩეხური RM-70 ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი. მსგავსი მანქანები გამოიყენა ქართულმა მხარემ ცხინვალის ბრძოლაში.
სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“.

10 აგვისტოს ღამეს როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა 300 რუსული ტანკი და 10 000 რუსი ჯარისკაცი.[95]

00:12 საათზე რუსეთის საბრძოლო გემები გაემართნენ ფოთის პორტისკენ. რუსული მედია რუსეთის სამხედრო ფლოტის პრესმდივან, იგორ დიგალოზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის სამხედრო გემებმა საქართველოს სანაპიროსთან გამართული ხანმოკლე ბრძოლის შედეგად ჩაძირეს ქართული სამხედრო ხომალდი.[95] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ქართული მოიერიშე საარტილერიო გემი ჩაძირა.[96] რუსეთის გემები ასევე აფერხებდნენ ფოთის პორტისკენ მიმავალი სხვა ქვეყნების გემების მოძრაობას. რუსებმა ასევე ჩაძირეს საქართველოს სანაპირო დაცვის ფოთში დისლოცირებულ გემები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით რუსეთმა 6000 ჯარისკაცი შემოიყვანა სამხრეთ ოსეთში ხმელეთით და 4000 ჯარისკაცი აფხაზეთში ზღვით, რომლებიც გამთენიისას შეტევისთვის იყვნენ მზად.[97][98]

დაახლოებით 07:23 საათზე იტყობინებოდნენ რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელობის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ რამდენიმე რუსული სამხედრო გემი საქართველოს სანაპიროს მიუახლოვდა, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, საესკორტო გემი სმეტლივი, სამი ვრცელი აერობილიკიანი ჯავშნოსანი და რამდენიმე დამხმარე გემი. ოპერაციის გაცხადებული მიზანი ლტოლვილთათვის დახმარების გაწევა იყო, თუმცა სხვა წყარომ ასევე რუსული ფლოტის მმართველობიდან განაცხადა, რომ კოლონას მიზანი საქართველოში ზღვით სამხედრო მოწყობილობის მიწოდების შეზღუდვა იყო.[99] საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ რუსული გემები აფხაზეთის პორტ ოჩამჩირეში შევიდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს არ ადასტურებს.[99]

ქართული მხრიდან სამხედრო აქციების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია. ქართული მხარის განცხადებით, მათი ჯარები გამოდიოდნენ სამხრეთ ოსეთიდან, ხოლო საქართველოს საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივ ცეცხლის შეწყვეტას აცხადებდა. თუმცა რუსეთის მხარემ ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა, ვინაიდან მათი მტკიცებით ქართული ჯარები უკან დახევის ნაცვლად პოზიციებს იცვლიდნენ.[100] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერ შოთა უტიაშვილის განცხადებით, „ქართულმა ჯარებმა სრულიად დატოვეს სამხრეთ ოსეთი“, მაშინ როცა საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან გამოვიდნენ.[101]

რუსეთმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჯარები გაჰყავდა, სამშვიდობოების ძალების დაზვერვის ცნობაზე დაყრდნობით.[102]

სერგეი ბაგაფშმა განაცხადა, რომ მან 1000 ჯარისკაცი გაგზავნა კოდორის ხეობაში და მობილიზაცია გამოაცხადა. მან ასევე გააფრთხილა, რომ აფხაზეთი მზად იყო „კანონის დასამყარებლად“ და უფრო მეტზე წავიდოდა, თუ ქართველები წინააღმდეგობას გაწევდნენ.[103]

10 აგვისტოს 06:20 საათზე საქართველომ ცეცხლის შეტყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა. რუსეთმა დაადასტურა შემოთავაზების მიღება, თუმცა განაცხადა, რომ „ქართველებს არ შეუწყვეტიათ სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში და დაბომბვას აგრძელებენ.“ [104]

ღამის 4 საათისთვის რუსებმა დაიკავეს დიდი ლიახვის ხეობა.[95]

05:40 საათზე დაიბომბა ვაზიანის ბაზა, ბაქო-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენი და კოდორის ხეობა. აფხაზეთში დაიწყო რუსული ტანკების გადაადგილება.[95]

07:00 საათზე ქართულმა ძალებმა სრულიად დატოვეს ცხინვალი.[95]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა, დაურეკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და შეატყობინა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია და მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა. ლავროვმა უარი განაცხადა ქართული მხარის წინადადებაზე. [95]

10:00 საათზე ქართულმა ძალებმა დატოვეს ფრონეს ხეობა, რომელიც მალევე დაიკავეს რუსებმა.[95]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთში გადასროლილი ჯარისკაცების რიცხვი 6000-მდე გაიზარდა.[95]

11:00 საათზე ქართული პოლიცია კოდორის ხეობიდან იწყებს მოსახლეობის ევაკუაციას.[95]

12:00-15:15 საათებში კოდორის ხეობას ინტენსიურად ბომბავს რუსული ავიაცია. მოგვიანებით დაიბომბა გორი და ანაკლია.[95]

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ედმონდ მიულემ მოახსენა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში თვალს ადევნებს კოდორის ხეობაში მდებარე ქართული სოფლების უწყვეტ საჰაერო დაბომბვებს. მათ ასევე შეამჩნიეს აფხაზური მხარის მძიმე ტექნიკისა და სამხედრო მოსამსახურეთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოძრაობა კოდორის ხეობისკენ. მიულეს მოხსენებაში ხაზგასმულია, რუს მშვიდობისმყოფელთა უმოქმედობა აფხაზ სეპარატისტთა ქმედებების მიმართ, რაც წარმოადგენს მათი მანდატის მნიშვნელოვან დარღვევას. აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მუქარის შედეგად გაეროს მისიის 15 მეთვალყურე ტოვებს კოდორის ხეობას.[95]

აფხაზეთში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო კონტინგენტის მეთაური, რუსი გენერალი სერგეი ჩაბანი ქართველ ოფიციალურ პირებს განიარაღებასა და ზუგდიდის დატოვებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმუქრება 9 000-მდე ჯარისკაცის და 350 ტანკის გამოყენებით, რომლებიც რუსეთმა აფხაზეთში შეიყვანა.[95]

17:40 საათზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, სერგეი ბაგაფშმა გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია.[95]

ვიკიციტატა
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე და ჩვენ ამ ვალდებულებებს ვასრულებთ. შეიძლება მოსკოვის რაღაც შეთანხმებების დარღვევით, თუმცა ჩვენ არ ვიყავით პირველები, ვინც ეს შეთანხმება დაარღვია, მაგრამ ჩვენი მიზნის მისაღწევად, ჩვენ ამაზე წავედით.[95]

საქართველოს მთავრობამ განაცხადა 45 ჯარისკაცისა და 47 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ, დევნილთა რაოდენობა 2500-ს აღწევდა.[95]

ვიკიციტატა
„ჩვენ ვმუშაობთ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაგრამ მინდა პირდაპირ გითხრათ, ჯერ-ჯერობით მათგან ვიღებთ მხოლოდ ბევრ სიტყვას, დაპირებას, მორალურ მხარდაჭერას, ჰუმანიტარულ ტვირთს, მაგრამ ჩვენ გვინდა ბევრად მეტი, ვიდრე ეს. შეაჩერონ, აბსოლუტურად თავაშვებული, თავზეხელაღებული, გაბრუებული, ბარბაროსი აგრესორი, რომელიც შემოსულია საქართველოს მიწა-წყალზე.[95]

რუსეთის სამხედრო ძალებმა გადაკვეთეს მდინარე ენგურზე არსებულ ადმინისტრაციული საზღვარი და შევიდნენ სამეგრელოში, საიდანაც საქართველოს სამხედრო შენაერთები ცხინვალის რეგიონში იყო გადასროლილი.[95]

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ლომაიამ, განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს, რათა მან იკისროს შუამავლის როლი ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისის რუსეთთან დარეგულირების საკითხში.[95]

დაახლოებით 19:00 საათზე საქართველოს მთავრობამ განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რუსული თვითმფრინავების მიერ დაბომბვის შესახებ.[105]

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, რომელიც 2008 წლის ივლისიდან ევროკავშირის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, ევროკავშირის სამშვიდობო გეგმის შედგენის მიზნით ინტენსიურ სატელეფონო მოლაპარაკებებს აწარმოებდა მიხეილ სააკაშვილთან, დიმიტრი მედვედევთან, ანგელა მერკელთან და ჯორჯ უოკერ ბუშთან.[95]

თბილისში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე, ალექსანდრე სტუბი, ჩამოვიდნენ. მათ მოლაპარაკებები გამართეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. საქართველოდან ისინი მოსკოვში გაემართებიან მოლაპარაკებებისთვის. ალექსანდრე სტუბმა განაცხადა: „ამ მომენტში რუსეთი არის კონფლიქტის მხარე, არა - შუამავალი, და ეს უნდა აისახოს, როდესაც დაიწყება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე“, ხოლო ბერნარდ კუშნერმა თქვა: „დეესკალაციის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კონტროლირებადი ცეცხლის შეწყვეტა. მეორე ეტაპი უნდა იყოს დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და ამისათვის ცეცხლის შეწყვეტა გჭირდებათ, მესამე – ორივე მხარეს ძალების გამოყვანა, კონტროლირებადი გამოყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები (გამოყვანის პროცესის); მეოთხე – პოლიტიკურ პროცესთან დაბრუნება“.[95]

11 აგვისტო

რუსეთის შეტევებისა და დაბომბვების რუკა 11 აგვისტოს მდგომარეობით

11 აგვისტოს შუაღამისას რუსეთის ძალები მიუახლოვდნენ ზუგდიდსა და სენაკს.[106]

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ ბლოკავს სხვა ქვეყნის გემებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლისას.[106]

01:00 საათისთვის რუსებმა დაიკავეს სოფლები: ხეითი, ერგნეთი და ნიქოზი.[106]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაზამ განაცხადა: „ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარები შევიდნენ აფხაზეთში ჰუმანიტარული მისიით. ახლა ვიცით სიმართლე, რატომ არიან იქ. ეს იყო სარკინიგზო გზის აღსადგენად, რაც შემდეგ რუსეთის სამხედროებს დაეხმარებოდათ შემოჭრაში“.[106]

დილით ცხინვალს იკავებენ რუსული ძალები [107]

დიმიტრი როგოზინმა განაცხადა: „დღეს დილით ნატოში რუსეთის მისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს ნატოს ლიდერებს, რომ დაუყოვნებლივ ჩაინიშნოს ნატო-რუსეთის რიგგარეშე საგანგებო სესია. ჩვენ მოვითხოვთ ნატოსგან, სანამ რაიმე სახის განცხადებებს გააკეთებენ, ვალდებული არიან, იმუშაონ ჩვენთან, გადაამოწმონ ფაქტები. ისე, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიღებული იყოს ჩვენი არგუმენტების გაცნობის შემდეგ, ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების მოთხოვნებით იქნებიან ინფორმირებულნი. სწორედ ამაში მდგომარეობს ნატო-რუსეთის პარტნიორობის მნიშვნელობა“.[106]

11:00 საათზე რუსეთის ძალებმა დაიკავეს პატარა ლიახვის ხეობა.[106]

11:30 საათზე რუსებმა დაიკავეს სოფლები: ვარიანი, ხვითი, ბროწლეთი, ტირძნისი.[106]

12:00 საათისთვის დასრულდა მოსახლეობის ევაკუაცია კოდორის ხეობიდან.[106]

17:00 საათზე რუსეთის ჯარები შევიდნენ ქალაქ ზუგდიდში, დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და ადგილობრივ პოლიციას განიარაღების ულტიმატუმით მიმართეს.[106]

გაიმართა შინდის ბრძოლა, რომელშიც სოფელ შინდისში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული ებრძოდა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. 18:10-ზე რუსებმა აიღეს სოფელი. ბრძოლაში დაიღუპნენ შინდისის გმირები.[106][108][109]

19:30 საათზე რუსებმა აიღეს ქალაქი სენაკი და გაანადგურეს სენაკის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა.[106]

20:00 70 ერთეული მძიმე ტექნიკისგან და 600 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ავტოკოლონა ზუგდიდის გავლით მიემართება ჯვარი-ხაიშის მიმართულებით. შეიქმნა კოდორის ხეობის ალყაში მოქცევის საფრთხე. ქართული პოლიცია იწყებს კოდორის ხეობის დატოვებას.[106]

ასევე 20:00 საათზე ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარები გადავიდნენ სამხრეთით, გორის მიმართულებით, და მიუახლოვდნენ სოფელ ტყვიავს.[106]

20:25 საათზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო ხომალდებმა სატვირთო გემები „ასტორი“ და „აშა“ ფოთის პორტში არ შეუშვეს.[106]

22:00 საათზე რუსეთის ჯარებისგან თავდასხმის მოლოდინში ქართული ძალები იწყებენ თბილისის შემოგარენის გამაგრებას.[106]

ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, საქართველოს საელჩოებთან, ეწყობა საქართველოს მხარდამჭერი აქციები.[106]

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოამზადეს საფრანგეთის, ფინეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა. საფრანგეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს შეთანხმება მოსკოვში წაიღეს, რათა პრეზიდენტი მედვედევი დაეთანხმებინათ ხელმოწერაზე.[106]

რუსულმა ძალებმა კიდევ დაბომბეს გორი და საჰაერო იერიშის შემდეგ დაიკავეს ქალაქი, მათ ასევე გადაკეტეს საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი.[106]

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიაზე აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს დიპლომატიურ სატელეფონო საუბარში ახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უნდა წავიდეს“. რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა პროტესტი გამოთქვა, ვინაიდან ეს საუბარი კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო.[110]

ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიუბიუნის ცნობით დიდი რაოდენობით რუსეთის სახმელეთო ძალები ცხინვალის რეგიონიდან გორის რაიონის ტერიტორიაზე გადავიდნენ და ქალაქ გორისკენ მიემართებოდნენ. დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა კვლავ გამოთქვეს შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის დამხობას აპირებდა. რუსეთმა უარყო საქართველოს ოკუპაციის მცდელობა: „ჩვენ საკმარისი ტერიტორია გვაქვს და საქართველო არ გვჭირდება“ — განაცხადა კრემლის სპიკერმა ალექსეი რაგოზინმა.[111] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჰაერო დაბომბვის შემდეგ რუსეთმა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო გორში. ქართულმა მხარემ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის მხარეს ეს ცნობა არც დაუდასტურებია და არც უარყვია.

მოსკოვის დროით ადრე დილას, რუსეთმა განაცხადა, რომ მზად იყო საქართველოსთან მშვიდობისთვის. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველო მზად იყო რუსეთთან მოლაპარაკებები დაეწყო სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რუსეთი „მზად იყო ომისთვის ბოლოს მოსაღებად“, მაგრამ ასევე გაეროს გენერალური მდივნის ოფისს საქართველოს მხარდაჭერა დააბრალა. მათი თანხმობა დაადასტურა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ საქმეებში, ლინ პასკომ, უშიშროების საბჭოს ბრიფინგზე.[112]

მცირე ხანში საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ულტიმატუმი მიიღო აფხაზეთთა არსებული ძალების განიარაღებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული ჯარები საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ. ულტიმატუმი საქართველოს მთავრობას რეგიონში გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა გადასცეს.[113]

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. იგივე ცნობა დაადასტურა ასოშეიტედ პრესმა მოსკოვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა, რომ ზუგდიდის პოლიციის სადგურები რუსების ხელში იყო.[114]

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ცნობით ქალაქი გორი რუსეთის ჯარების ხელში იყო.[115] რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.[116]. რუსეთის ვერსია დაადასტურეს როიტერსის ჟურნალისტებმა კეიმზ კილნერმა და მარგარიტა ანთაძემ, რომელთა თქმით ქალაქი გორი სრულიად უკაცრიელი იყო და აქ სამხედრო მანქანების ჭაჭანება არ ჩანდა.[117] UK Telegraph ასევე ადასტურებს მოვლენათა ქართულ ვერსიას, იუწყება რა, რომ ის თვითმხილველი იყო ქართული ჯარების სრულმასშტაბიანი არაორგანიზებული და პანიკური დახევისა გორიდან".[118]

რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური ალექსანდრე ნოვიცკის განცხადებით ავიარეიდის დროს რუსეთის საჰაერო ძალებმა სენაკის ბაზასთან მდგარი ორი ქართული შვეულმფრენი მიწაზე გაანადგურა. შვეულმფრენები მი-8 და მი-24 საქართველოს საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა.[119]

საქართველოს განცხადებით, ვინაიდან გორი საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიაზე მდებარეობს, ქვეყანა ორად არის გაყოფილი. საქართველოს ჯარები ამჟამად უკან იხევენ დედაქალაქის დასაცავად. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით ქართულ არმიას ნაბრძანები აქვს ქალაქ მცხეთასთან გამაგრება.[120] აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის ცნობით CNN-ისთვის, რუსეთის მიერ საქართველოს სარადარო და საკომუნიკაციო სისტემების განადგურებამ ქვეყნის საკომანდო და საკონტროლო სისტემა სრულ ქაოსში ჩააგდო და საქართველოს ხელმძღვანელობას არ აქვს სრული ინფორმაცია იმაზე, თუ რა სიტუაცია არის ადგილზე.[121]

ისრაელის გაზეთი მაარივის ცნობით აშშ-მა საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება დაიწყო. გაზეთის ინფორმაციით აშშ-მა რუსული წარმოების სატვირთო თვითმფრინავები დაიქირავა კომპანიისგან UTI Worldwide Inc. საქართველოში სამხედრო ტექნიკისა და ამუნიციის გადასაზიდად. გაზეთი ასევე აცხადებს, რომ პენტაგონი ერაყისთვის განკუთვნილ იარაღს თბილისს აწვდიდა.[122]

ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას თბილისზე თავდასხმა გეგმაში არ აქვს, ინტერფაქსის ცნობით. რუსეთის ჯარებმა დატოვეს სენაკის სამხედრო ბაზა, რომელიც მათ ამავე დღეს დილას აიღეს. [123] [124][125][126]

12 აგვისტო

12 აგვისტოს გრძელდება სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა, სოფლების დაკავება, ქარხნების, სამხედრო ბაზების, ხიდების, სახლების და სხვა ეკონომიკური, სოციალური თუ სტატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტების მიზანმიმართული განადგურება.[127]

დაახლოებით ადგილობრივი დროით 11:30-12:00 საათზე ბაქო-სუსფის ნავსადენი დაიბომბა ისკანდერ მ/სს 26 სარაკეტო ცეცხლის სისტემებით.[127] ამავე დროს, RKB-250 ტიპის რაკეტები ეცემა გორის სტადიონსა და ცენტრალურ მოედანზე, რასაც მოჰყვა 8 პირის გარდაცვალება და 15 პირის დაჭრა.[127]

ვიკიციტატა
„რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოს და ემუქრება ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას. ასეთი ქმედება მიუღებელია XXI საუკუნეში.[127]
(ჯორჯ ბუში)

დაახლოებით 12:40 საათზე დიმიტრი მედვედევი დაუკავშირდა ევროკავშირის ლიდერებს და მათ აცნობა, რომ მიაღწია მიზნებს და მზად იყო სამშვიდობო ხელშეკრუილებაზე მოსალაპარაკებლად. მან თავდაცვის მინისტრთან და გენშტაბთან შეხვედრისას განაცხადა: „თქვენს მიერ მომზადებული მოხსენების თანახმად, მე გავეცი ბრძანება საქართველოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შეჩერების შესახებ. რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. აგრესორი დაისაჯა და განიცადა ძალიან მძიმე დანაკარგი.“ თუმცა იმავე დღეს ამ ბრძანების ურთიერთსაწინააღმდეგოდ, მან გამოსცა ახალი განკარგულება, რომლის მეშვეობითან გენერლებს მოუწიდა სამხედრო მოქმედებების გაგრძელებისაკენ.[127]

რუსული არმიის ნაწილები ქალაქ ფოთის შესასვლელში
2008 წლის აგვისტოს ბოლოს გადაღებულ ამ სატელიტურ ფოტოზე კეხვში, ქართული სოფელი ცხინვალიდან ჩრდილოეთით 9 კმ-ში, განადგურებული სახლებია აღბეჭდილი. ყუმბარების ცეცხლის ან ბომბების დაცემით გამოწვეული კრატერების არარსებობა მოწმობს იმაზე, რომ განადგურების მიზეზი განზრახ გაჩენილი ხანძრებია, ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით. ეს სურათი ერთ-ერთია იმათთაგან, რომლებიც ამ ორგანიზაციამ რუსეთ-საქართველოს ომით დაზარალებული რაიონების კვლევის შედეგად გამოაქვეყნა.

დაახლოებით 15:00 საათზე რუსეთმა გაანადგურა საქართველოს შავი ზღვის ფლოტის გემები[127] და ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერის შესაქმნელად.[128] საქართველო ასევე ადანაშაულებს რუსეთს ფოთში დამატებით ჯარების გაგზავნაში, თუმცა რუსეთი ამ ინფორმაციას უარყოფს. რუსეთის თქმით, მათ სადაზვერვო რეიდი მოაწყვეს რეგიონში და უკანვე დაბრუნდნენ.[129]

ნახევარი საათის შემდეგ დაიკავეს გორისა და ქარელის რაიონის სოფლები და ოს სეპარატისტებს აძლევდნენ ეთნიკური წმენდისა და ძარცვების ჩადენის უფლებას.[127]

ვიკიციტატა
„ევროპა ვერ დარჩება პასიურ როლში, მან უნდა გამოხატოს თავისი პოლიტიკური პოზიცია, ევროკავშირი ხდება რეგიონში სამშვიდობო პროცესის დაწყების გარანტი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსკოვში მნიშვნელოვანი თანამოსაუბრეები მყავდა, ჩვენ გვინდა შუამავლის როლის განხორციელება.[127]
(ნიკოლა სარკოზი)

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი აცხადებს, რომ იტალია მზადაა საკუთარი ძალები გაგზავნოს სამხრეთ ოსეთში, თუ ევროკავშირი გადაწყვეს ორშაბათს კონფლიქტში ჩარევას. მისი თქმით, ის დაელოდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერის რეკომენდაციას ევროკავშირის ჩარევაზე, მისი თბილისში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, ფრატინიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალია ვერ დაუჭერდა მხარს ევროპის ანტირუსული კოალიციის შექმნას კონფლიქტის გამო. მან ასევე განუცხადა ANSA-ს, რომ ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონი საუბრის შემდეგ პოზიტიური რეზოლუციის შესაძლებლობაზე.[130]

ვიტალი ჩურკინი, რუსეთის წარმომადგენელი გარეოში, ჟურნალისტებს უცხადებს, რომ ის არ მიიღებს საფრანგეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას სამხრეთ ოსეთის შესახებ. დაუდგენელია, თუ როდის გააკეთა ეს განცხადება ჩურკინმა, მოლაპარაკებებამდე, თუ მის შემდეგ. საქართველოს ელჩის, ირაკლი ალასანიას თქმით, შემოთავაზებული რეზოლუცია მისაღებია ქართული მხარისათვის.[127]

რუსული ვერტმფრენი თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა ავტომაგისტრალზე მიმავალ Ford Transit მიკროავტობუსს, ნომრებით TBS 442, რასაც 9 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.[127]

დაახლოებით 16:00 საათზე რუსულმა ჯარებმა დაიკავეს გორი და გადაკეტეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი. გორში რუსი სამხედროები შეიჭრნენ სატელევიზიო გადამცემი სადგურის ტერიტორიაზე, მოკლეს 1 და დაჭრეს 3 თანამშრომელი, გაანადგურეს სადგურის აღჭურვილობა, რის შედეგადაც ქალაქში შეწყდა სატელევიზიო მაუწყებლობა.[127]

ინტერფაქსის ცნობით აფხაზეთის თავდაცვის შტაბის განცხადებით აფხაზეთის ძალები რუსი პარაშუტისტების დახმარებით სამხედრო ოპერაციას იწყებენ ქართული ჯარების კოდორის ხეობიდან განსადევნად.[131] ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით, აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბამ განაცხადა, რომ რეგიონში 2500 ქართველი ჯარისკანი იმყოფებოდა, ხოლო 1000 მშვიდობიანმა მოსახლემ არემარე დატოვა ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით, რომელიც ჯარისკაცებმა ლტოლვილებს გაუხსნეს, სანამ „ქართველი მეომრების განადგურების ოპერაცია“ დაიწყებოდა.[132]

დამწვარი სახლი კეხვში.

საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიტანეთში განუცხადა სკაი-ნიუზს, რომ რუსული თვითმფრინავები კვლავაც აგრძელებდნენ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას მოსკოვის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის განცხადების მიუხედავად.[133] სერგეი ბაღაფშის განცხადებით აფხაზურმა ძალებმა აიღეს სოფლები აშარა და ჩხალთა და საქართველოს საზღვრისკენ მიემართებოდნენ. მისი თქმით აფხაზეთი კოდორის ხეობის დიდ ნაწილს აკონტროლებდა.[134] ასევე იუწყებიან, რომ აფხაზთა 250-კაციანი ჯგუფი ქართულ ძალებს ეომებოდა აფხაზეთის საზღვართან ხეობაში.[135] აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ანატოლი ზაიცევმა, განაცხადა, რომ აფხაზეთის ძალებმა ქართველებს ალყა შემოარტყეს კოდორის ხეობაში. მისი თქმით 250 აფხაზ ჯარისკაცს სოფელ ჩხალთასთან ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ზურგს მალე გაუმაგრებდა მეორე აფხაზური ჯგუფი.[136] ხოლო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზზებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ქართველების სამხედრო ობიექტებზე კოდორის ზემო წელში.[137]

ამავე დღეს თბილისში ჩავიდნენ პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტები (ლეხ კაჩინსკი, ვალდას ადამკუსი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი და ვიქტორ იუშჩენკო) და ლატვიის პრემიერ მინისტრი (ივარს გოდმანისი), რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე.[127] პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა.[138] საქართველო ასევე სარჩელს აღძრავდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის მიერ 2008 და 1993 წლებში ეთნიკური წმენდის გამო.[139] რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, კონფლიქტის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბორის მალახოვმა, მათი ცნობა ნაადრევად ჩათვალა, ვინაიდან კრიზისი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო.[140]

იაპ დე ჰოოპ სხეფერი, ნატოს გენერალუი მდივანი, აცხადებს, რომ საქართველო რჩება ნატოს კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად კონფლიქტისა.[141]

მოსკოვში ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პირად საუბარში პუტინმა განუცხადა, რომ ის „სააკაშვილის „კვერცხებით“ ჩამოკიდებას“ აპირებდა.[142] გაზეთის ტაიმზის ცნობით, გაოგნებულ სარკოზის პუტინმა უპასუხა „რატომაც არა, ამერიკელებმა ხომ ჩამოკიდეს სადამ ჰუსეინი.“ ბატონი სარკოზი, რომელსაც რუსეთის ლიდერთან შედარებით გულთბილ დამოკიდებულებას აბრალებენ, ბუშს აკრიტიკებს რუსეთის მიმართ უნიათო დამოკიდებულების გამო. მისი განცხადებით, ბუშმა მას დაურეკა 12 აგვისტოს და მრავალჯერ მოუწოდა არ წასულიყო მოსკოვში ზავის მოსალაპარაკებლად.[142]

12 აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ვიკიციტატა
„ეს იყო რუსეთის შურისძიება, რომელმაც ევროპის სისუსტეები გამოავლინა.[127]
(LE MONDE)

კიბერშეტევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე ჰაკერების თავდასხმა.

9 აგვისტოსთვის თითქმის ყველა ქართული ინტერნეტდომენი ძიებადი აღარ იყო. რამდენიმე სამინისტროს, საქართველოს ბანკის და პარლამენტის ვეგვერდი ჰაკერების მსხვერპლი გახდა.[143] საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტის შინაარსი შეცვალა ჰიტლერისა და სააკაშვილის სურათებმა. 10 აგვისტოს ზოგიერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს საიტი უკვე ფუნქციონირებდა, ხოლო 11 აგვისტოსთვის უმრავლესობა, მათ შორის სივილ ჯორჯიას ვებსაიტი აღდგა, თუმცა დროდადრო ხარვეზებით.

ფინანსური ბაზრების რეაქცია

ომის გავლენა რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე პირველად შესამჩნევი გახდა რუსეთის სავაჭრო სისტემის კომპოზიტური ინდექსის ბირჟაზე, რომლის მაჩვენებელი 2008 წლის 8 აგვისტოს 15:45 საათზე თბილისის დროით 6%-ით დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2007 წლის მაისის შემდეგ. რუსი ანალიტიკოსები აქციების შემდგომ ვარდნას ვარაუდობენ, თუმცა მათი თქმით ეს ვარდნა მოგვიანებით გაბათილდება.[144] რუსული რუბლი ასევე დაეცა სხვა ვალუტებთან მიმართებაში 1%-ით.[145]

ქართული ფინანსური ბაზრებიც დანაკლისს განიცდის, რადგან Fitch Ratings აქვეითებს საქართველოს ვალის რეიტინგის BB- -დან B+ -მდე, საქართველოს დამოუკიდებელი კრედიტუნარიონობის გაუარესების გამო. Standard and Poor's ასევე აქვეითებს საქართველოს საკრედიტო რეიტინგს.[146]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკუთარი მნიშვნელოვანი ნავთობისა და გაზის მარაგი არ გააჩნია, ის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციას ასრულებს დასავლეთისთვის და ამგვარად ომის გამო საშიშროება გაჩნდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი დაზიანდეს. ნავთობსადენში წილის 30% British petroleum-ს უჭირავს.[147] ნავთობსადენი კონფლიქტამდე გამოირთო და ომმა ნავთობსადენის კომპანიას დამატებითი პრობლემები გაუჩინა.[148] Georgia claims Russia is targeting the pipeline.[149] 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალებმა ფოთი დაბომბეს და სუფსის ნავთობტერმინალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.[150] ამ მოვლენებს ნავთობის ფასზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. 8 აგვისტოს ვაჭრობაზე ნავთობის ფასი ნიუ-იორკის მერკანტილურ ბირჟაზე $4,82 დოლარით ვარდება და $115.20 ნიშნულზე ფიქსირდება.[151]

ომის დაწყების მტკიცებულება

15 სექტემბერს ნიუ-იორკ ტაიმზმა გამოაქვეყნა მტკიცებულების დეტალები, რომელიც საქართველომ აშშ-ს და ევროპის სადაზვერვო სამსახურებს გადასცა იმის დასადასტურებლად, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში შევიდა იმაზე ერთი დღით ადრე, ვიდრე საქართველო 7 აგვისტოს გვიან ღამით ცხინვალზე შეტევას განახორციელებდა.[152] მტკიცებულება შეიცავს სატელეფონო ჩანაწერს ორ ოს სამხედრო მოსამსახურეს შორის. საუბარი ოსურად მიმდინარეობს. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, არის მესაზღვრე, რომელიც როკის გვირაბთან იმყოფებოდა, ხოლო მეორე — მისი მეთაური ცხინვალში. ამ სატელეფონო საუბრების ჩაწერა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ორივე პიროვნება ქართული მობილური ოპერატორის ქსელით სარგებლობდა.

პირველ საუბარში, რომელიც 7 აგვისტოს დილის 3:41 საათზეა ჩაწერილი, ოსი მესაზღვრე როკის გვირაბთან, გვარად გასიევი, ეუბნება მის ზემდგომს ცხინვალში, რომ რუსმა პოლკოვნიკმა სთხოვა ოს მესაზღვრეებს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარონ სამხედრო ტექნიკას, რომელმაც გვირაბი „გადაჭედეს“. „БМП-ები და სხვა მანქანები გამოუშვეს და გადაჭედეს აქაურობა. ბიჭებიც გარშემო დგანან,“ - ამბობს მესაზღვრე როკის გვირაბთან, ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ შედგა საუბარი ამ ორ პიროვნებას შორის. მეორე საუბარი ჩაწერილია 3:52 საათზე. ზემდგომი ცხინვალიდან ეკითხება იმავე გასიევს: „ჯავშანტექნიკა ჩამოვიდა თუ რა ხდება?“ „ჯავშანტექნიკაც და ხალხიც,“ - პასუხობს მესაზღვრე. კითხვაზე გამოიარეს თუ არა მათ როკის გვირაბი, იგი პასუხობს: „კი, 20 წუთის წინ; მე როცა დაგირეკე, ისინი უკვე ჩამოსულები იყვნენ“.

ნიუ-იორკ ტაიმზი სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ ჩანაწერებში არ არის მკაფიოდ საუბარი შეიარაღების რაოდენობაზე და არც იმაზე კეთდება მინიშნება, რომ რუსული ძალები იმ დროს ბრძოლაში მონაწილეობდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილის ცნობით ჩანაწერები ერთი თვით გვიან გამოქვეყნდა, ვინაიდან ისინი ომის დროს დაიკარგა, დაზვერვითი ოპერაციების განმხორციელებელი ჯგუფის თბილისიდან გორში გადასვლის პერიოდში.

ოფიციალური რუსეთი სატელეფონო საუბრების ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა რუსეთის ოფიციალური პირები მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ აღნიშნულ მტკიცებულებას. რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი უვაროვმა, რომელიც ომის დროს თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იყო, ნიუ-იორკ ტაიმზს განუცხადა, რომ ჯარების გადაადგილება სამხრეთ ოსეთისკენ ომის დაწყებამდე იყო ჩვეულებრივი მოვლენა, რაც მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაციას და შევსებას.

თუმცა, ნიუ-იორკ ტაიმზი ამასთან აღნიშნავს, რომ „როგორც მინიმუმ, სატელეფონო საუბრები, რომლებიც აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეისწავლეს და მიიჩნიეს უტყუარად თუ არა, სანდოდ მაინც, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსულ სამხედრო გადაადგილებებს საქართველოს ტერიტორიაზე, იყო ეს რუტინული თუ მტრული განზრახვით, მანამდე ჰქონდა ადგილი, ვიდრე ამას ხმამაღლა აღიარებდნენ, რის შემდეგაც მოხდა დაძაბულობის გადაზრდა საომარ მოქმედებებში“.

ომის შეფასება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ. თბილისი, აგვისტო 2008
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, და ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა. სამიტი ნიცაში, ნოემბერი 2008

აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული მხარის მტკიცებულების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის თანახმადაც, თბილისი თავს იცავდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, 6 ნოემბერს გამოქვეყნდა „დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების მიერ მოწოდებული ახალი შეფასებები“, რომელიც, ეჭვქვეშ აყენებს თბილისის განცხადებებს.[153]

ინფორმაცია ეყრდნობა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მოხსენებებს. ეუთოს მისია დამკვირვებლების მეშვეობით კონფლიქტის ზონაში რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებდა 8 აგვისტომდე, რის შემდეგაც ისინი იძულებულები გახდნენ ცხინვალი დაეტოვებინათ.

ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით, ეს მოხსენებები „არც ყოვლის მომცველია და არც საკმარისად ამომწურავი იმისათვის, რომ წერტილი დაესვას ხანგრძლივ დავას იმის თაობაზე, თუ ვინ არის დამნაშავე ომის დაწყებაში... თუმცა, ისინი [დამკვირვებლების მოხსენებები] გარკვეულ კითხვებს ბადებს ქართული მხარის დაჟინებული განცხადების სიზუსტესა და პატიოსნებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის დაბომბვა ზუსტი ოპერაცია იყო“.

ქართველების აქცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრიუსელში,ბელგია

გაზეთის ცნობით, ეუთო-ს რამდენიმე დამკვირვებლის, რომელთა შორის არიან ფინელი მაიორი; სადესანტო ჯარების ბელორუსიელი კაპიტანი და პოლონელი სამოქალაქო პირი, დაკვირვებები გახდა საგანი იმ ორი კონფიდენციალური ბრიფინგისა, რომლებიც თბილისში უცხოელი დიპლომატებისთვის გაიმართა - ერთი აგვისტოში და ერთიც ოქტომბერში. შეხვედრის შინაარსის დეტალები დაადასტურა სამმა დასავლელმა და ერთმა რუსმა დიპლომატმა და არ უარყო ეუთოს მისიამ თბილისში.

ამ მოხსენებების თანახმად, კონფლიქტის ზონაში განთავსებულმა ეუთოს დამკვირვებლებმა დიდი რაოდენობით ქართული საარტილერიო და სარაკეტო სისტემები იხილეს, რომლებიც 7 აგვისტოს 15:00 საათზე გორის ჩრდილოეთით მდებარე გზებზე იყო თავმოყრილი.

7 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 19:00 სთ-ზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება; თუმცა, რამდენიმე საათში სროლები კვლავ განახლდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ოსმა სეპარატისტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს. ზაზა გოგავამ, რომელიც მაშინ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა:

ვიკიციტატა
„2008 წლის 7 აგვისტოს 23:35 საათზე დახურული სპეცკავშირის ტელეფონზე უმაღლესი მთავარსარდლისგან [პრეზიდენტ სააკაშვილისგან] ირეკება და ვიღებ ბრძანებას: 1. შეაჩერეთ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ყველანაირი ძალები; 2. ჩაახშვეთ ის საცეცხლე წერტილები, რომლებიც ესვრიან ქართულ პოსტებს და 3. აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დროს დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა.“
(ზაზა გოგავა, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი)
„დამოუკიდებლობის ფასი“, გრაფიტი გორის ცენტრში ომის დროს რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსზე.

თუმცა ეუთო-ს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მათ არ გაუგიათ ქართული სოფლების დაბომბვის ხმა მანამ, სანამ ქართული მხარე დაიწყებდა დაბომბვას.

ვიკიციტატა
„იმ ოთხი სოფლიდან, რომლებზეც ქართული მხარე ამბობს, რომ დაიბომბა, სულ ცოტა ორი მდებარეობს ცხინვალში [ეუთო-ს] დამკვირვებელთა ოფისის მახლობლად და დამკვირვებლები იქ, სავარაუდოდ, გაიგებდნენ საარტილერიო ცეცხლის ხმას ახლომდებარე ტერიტორიიდან.“
(ნიუ-იორკ ტაიმზი ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებებზე დაყრდნობით)

დამკვირვებლებმა დაითვალეს, რომ მას შემდეგ რაც 7 აგვისტოს 23:35 საათზე ქართულმა მხარემ დაბომბვა დაიწყო, ჭურვები ცხინვალში ფეთქდებოდა 15-დან 20-წამამდე ინტერვალით. ხოლო 00:35 საათზე დამკვირვებლებმა დაითვალეს სულ ცოტა 100 ჭურვის აფეთქება ცხინვალში, მათ შორის 48 ეუთოს ოფისთან ახლოს აფეთქდა, რომელიც ცხინვალში დასახლებულ უბანში იყო განთავსებული და რომელიც დაზიანდა, წერს გაზეთი, დამკვირვებლების მოხსენებებზე დაყრდნობით.

ზაზა გოგავამ, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ალექსანდრე ლომაიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, განუცხადეს პარლამენტის დროებით კომისიას, რომ ქართულმა მხარემ „გრადის“ ტიპის რაკეტები მხოლოდ ოსური საცეცხლე პოზიციების გასანეიტრალებლად გამოიყენა ცხინვალის ე.წ. ვერხნი გოროდოკში, რომელიც, მათი თქმით, დასახლებულ პუნქტს არ წარმოადგენს.

მათივე თქმით, ცხინვალის ცენტრში საცეცხლე პოზიციების ჩასახშობად გამოყენებულ იქნა თანამედროვე, ზუსტი დამიზნების, DANA-ს ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემები. ქართველმა მაღალჩინოსნებმა ასევე განაცხადეს, რომ სეპარატისტული ძალები იყენებდნენ სამოქალაქო ობიექტებს არტილერიის დასამალად, საიდანაც შემდეგ ქართულ სოფლებს უხსნიდნენ ცეცხლს.

ქართული მხარის ჩვენებები ეჭვის ქვეშ დააყენა ბრიტანეთის არმიის ყოფილმა კაპიტანმა რაიან გრისტმა, რომელსაც ომის დაწყებისას საქართველოში ეუთოს მისიაში მაღალი თანამდებობა ეკავა. გრისტის თქმით, მას მუდმივი კონტაქტები ჰქონდა იმ ღამეს ყველა მხარესთან, ცხინვალის ოფისთან და გადამდგარ ბრიტანელ სამხედრო ოფიცერთან სტივენ იანგთან, რომელიც მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ვიკიციტატა
„ჩემთვის ნათელი იყო, რომ თავდასხმა იყო აბსოლუტურად განურჩეველი და არაპროპორციული ნებისმიერი პროვოკაციის მიმართ, თუ ასეთი [პროვოკაცია] საერთოდ არსებობდა... ჩემი აზრით, თავდასხმა აშკარად იყო განურჩეველი თავდასხმა ქალაქზე.“
(რაიან გრისტი, ბრიტანეთის არმიის ყოფილი კაპიტანი)

აგვისტოში გრისტმა ევროკავშირის დიპლომატებისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, რომელიც ეფუძნებოდა დამკვირვებელთა მოხსენებებს და მის საკუთარ შეფასებებს. შემდეგ მან გაურკვეველ ვითარებებში თანამდებობა დატოვა.

მეორე ბრიფინგს, რომელიც ოქტომბერში საქართველოში სტუმრად მყოფი სამხედრო ატაშეებისთვის გაიმართა, უკვე სტივენ იანგი უძღვებოდა. იანგმა გაიმეორა დამკვირვებელთა შეფასებები, რომლის თანახმადაც 7 აგვისტოს ღამით ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა არ განხორციელებულა.

ვიკიციტატა
„რომ ყოფილიყო რაიმე ინტენსიური დაბომბვა იმ რაიონებში, რომლებიც ქართული მხარის მტკიცებით დაიბომბა, ჩვენი დამკვირვებლები გაიგებდნენ ამას, თუმცა მათ ეს არ გაუგიათ. მათ მხოლოდ მცირეკალიბრიანი იარაღიდან აქა-იქ სროლების ხმა გაიგეს.“
(სტივენ იანგი, ბრიტანეთის სამხედრო ოფიცერი)

ნიუ-იორკ ტაიმზი ამ მიმოხილვაში წერს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი: რა შეიცვალა საქართველოსთვის 7 აგვისტოს 19:00 სთ-სა და იმავე ღამის, 11:30 სთ-ს შორის — ანუ იმ პერიოდში, როდესაც ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და შემდეგ უკვე როდესაც, პრეზიდეტმა სააკშვილმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს შეფასებები უარყვეს.

ვიკიციტატა
„ეს ინფორმაცია, მე არ ვიცი ეს რა არის და როგორ დასტურდება... არსებობს იმდენი მტკიცებულება ქართულ სოფლებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ და იმდენი მტკიცებულება რუსული სამხედრო კონტინგენტის ზრდის თაობაზე, რომ საერთო ჯამში ეს არ ცვლის მოვლენების ზოგად სურათს.“
(გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნიუ-იორკ ტაიმზისთვის მიცემულ ინტერვიუში.)

12 ნოემბერს საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების საპასუხოდ პრესკონფერენციაზე საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიისთვის დაფინანსების შესახებ განაცხადა.[154] რამდენიმე დღით ადრე პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით უცხოური მედიის მონიტორინგის ჯგუფი ჩამოაყალიბა.

2011 წლის 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ვლადიკავკაზში სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: „რომ არ ყოფილიყო ომი საქართველოსთან, რუსეთის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ნატო-ში რამდენიმე ქვეყანას ერთად მიიღებდნენ“. მისი თქმით, რომ არა 2008 წლის ომი, ახლა სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და რუსეთის პოზიციის გაუთვალისწინებლად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რამდენიმე ქვეყანას ნატო-ში ხელოვნურად შეათრევდა.[155]

ოკუპირებული სოფლების სია

2008 წელს ოსი სეპარატისტებისა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში დაკავებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი[156]:

ყოფილი ზნაურის რაიონი

1. ავნევი 2. ნული 3. ალიბარი 4. თიღვა 5. შინდარა 6. ნაბაკევი.

ყოფილი ცხინვალის რაიონი

1. ქემერტი 2. კეხვი 3. ძარწემი 4. ქურთა 5. ზემო აჩაბეთი 6. ქვემო აჩაბეთი 7. მამითა 8. ხეითი 9. თამარაშენი 10. ფრისი 11.არგვიცი 12.ბერულა 13.ერედვი 14.ქსუისი 15.ვანათი 16.ჯორჯიანი 17.საცხენეთი 18.ბელოთი 19.დისევი.

ახალგორის მუნიციპალიტეტი

1. დაბა ახალგორი. (ადმინისტრაც. ცენტრი) 2. დოლიანი 3. იკოთი 4.მოსაბრუნი 5.ბაზუანი 6. ახალდაბა 7.ახალსოფელი 8. ახმაჯი 9. ბეჟანაანთკარი 10.გარუბანი 11.ერედა 12.ვაშლოვანი 13.ზემო ბოლი 14.მორბედაანი 15.ქვემო ბოლი 16.ყანჩავეთი 17.გდუ 18.ბოსელთა 19.ზემო ღრუ 20.ციხისოფელი 21.ჭანდარი 22.დორეთკარი 23.გავაზი 24.დოგუზაანი 25.ველისა 26.კარა 27.კუცხოვეთი 28.საბარკლეთი 29.ჩკუნეთი 30.ძანგათი 31.ქვემო ზახორი 32.არმაზი 33.ველურა 34.ზემო ზახორი 35.ზემო ცხილონი 36.ზემო წირი 37.ზემო წოლდა 38.ზემო წუბენი 39.იკეთი 40.ნადაბური 41.უკანწირი 42.ქვემო ცხილონი 43.ქვემო წირი 44.ქვემო წოლდა 45.ქვემო წუბენი 46.ქვითკირი 47.ქულოთი 48.შუა ზახორი 49.შუა წირი 50.შუა წუბენი 51.ჭაჭამური 52.გეზევრეთი 53.კორინთა 54.გუდაწვერი 55.ნახიდი 56.საძეგური პირველი 57.ქვემო ალევი 58.ქურთა 59.ყოჩიანი 60.შუა ალევი 61.წირქოლი 62.ხარკელანი 63.ლარგვისი 64.გარეუთი 65.დაბაკნეთი 66.დადიანეთი 67.ზოდეხი 68.თოხთა 69.მარტიანი 70.მახიარეთი 71.მუჯუხი 72.შველიეთი 73.უკანამხარი 74.უკანუბანი 75.ყველდაბა 76.ჩიტიანი 77.ცხავათი 78.ხარბალი 79.ხრამისწყალი 80.სალბიერი 81.დელკანი 82.ნაგომევი 83.ჩორჩანი 84.ძეგლევი 85.ჯვარისუბანი 86.ბალაანი 87.ელოიანი 88.თინიკაანი 89.მიდელაანი 90.ნავიხევი 91.ოხირი 92.პავლიანი 93.ქარელთკარი 94.ქენქაანი 95.ჩიგოიანი 96.წიფთაური 97.ჭორჭოხი 98.ხოზუეთი 99.გუდითა 100.ზემო ბაგები 101.ზემო ყურე 102.კიტრიული 103.მონასტერი 104.მსხლები 105.ქედიგორა 106.ქვემო ბაგები 107.ცოტაგური 108.კოდიჯვარი 109.მამულაანი 110.ქვემო ღრუ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • რასმუსი რონალდ დ. „მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“, თბილისი, 2010 ISBN 978-9941-9126-6-5
  • ჯოჯუა დ. „რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში“, თბილისი, „უნივერსალი“ 2010
  • ყარყარაშვილი, გ., „ეს ჩვენი სამშობლო იწვის“, თბილისი, 2009 ISBN 9941019606.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევის განცხადება. რუსეთის პრეზიდენტის ვებსაიტი (2008-08-26). ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  2. ძარცვა და 'ეთნიკური წმენდა' სამხრეთ ოსეთში ჯარისკაცების მოწოლასთან ერთად. Theage.com.au (2008-08-16). ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  3. „რუსეთისგან მხარმომაგრებული არაფორმალური შეიარაღებული ბანდები 'ეთნიკურ წმენდას ატარებენ სოფლებში'. Times Online. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  4. 00:49. RIA Novosti — World — სამხრეთ ოსეთი აცხადებს, რომ ქართველი ლტოლვილები რეგიონში ვერ დაბრუნდებიან. En.rian.ru. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  5. 5.0 5.1 Liklikadze, Koba. (26 September 2008) Lessons and losses of Georgia's five-day war with Russia. The Jamestown Foundation.
  6. Barabanov, Mikhail (2009). „The August War between Russia and Georgia“. Moscow Defence Brief. Centre for Analysis of Strategies and Technologies. 3 (13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2009.
  7. Sarah Johnstone. Russia's rapid reaction. International Institute for Strategic Studies (September 2008).
  8. 8.0 8.1 Tom Parfitt (9 August 2008). „Armed Cossacks pour in to fight Georgians“. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 November 2020.
  9. Krasnogir, Sergey (8 August 2008). Расстановка сил. Lenta.ru (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 August 2008.
  10. Luke Harding. (11 August 2008) Abkhazia: Moscow sends troops into second enclave. The Guardian. ციტირების თარიღი: 26 April 2019
  11. Misha Dzhindzhikhashvili (9 August 2008). „Full scale war: Georgia fighting continues over South Ossetia“. Die Welt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2017. ციტირების თარიღი: 26 April 2019.
  12. Human Rights Watch – Appendix. Human Rights Watch. ციტირების თარიღი: 26 April 2019
  13. „Azerbaijani Georgians not to keep out of war with Ossetians“. Today.az. 2008-08-09. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  14. [1] bbc.co.uk 9 აგვისტო 2008 ბმული წაკითხულია 09/08/08
  15. news.yahoo.com/s/ap/20080809/ap_on_re_eu/georgia_south_ossetia.
  16. http://rustavi2.com/news/video.php?fr=video&id_news=27865&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0.
  17. პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის დასკვნა #1476, 3 ივლისი 2009
  18. http://uk.reuters.com/article/gc07/idUKTRE51K1B820090221
  19. August 13, 2008. (2008-08-13) სააკაშვილი: რუსების შემოსევა. YouTube. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  20. რუსეთი მის რაკეტებს ცდის თბილისზე, AFP, 19 აგვისტო 2008
  21. UNHCR secures safe passage for Georgians fearing further fighting, UNHCR, 15 აგვისტო 2008
  22. (პოლონური) 100 tys. przemieszczonych z powodu konfliktu w Gruzji, Polska Agencja Prasowa, 12.08.2008
  23. Despair among Georgia's displaced, BBC News, 20 აგვისტო 2008
  24. "Human Rights Watch Counts South Ossetian Casualties, Displaced“. Deutsche Welle. 11 აგვისტო 2008. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  25. Roots of Georgia-Russia clash run deep, The Christian Science Monitor, 12 აგვისტო 2008
  26. Brian Whitmore. (12 September 2008) Is The Clock Ticking For Saakashvili?'. Radio Free Europe/Radio Liberty. ციტირების თარიღი: 27 February 2014
  27. Andrew Osborn. Smoldering Feud, Then War. The Wall Street Journal (16 August 2008).
  28. Luke Harding. (19 November 2008) Georgia calls on EU for independent inquiry into war. The Guardian. ციტირების თარიღი: 26 April 2019
  29. Jean-Rodrigue Paré. (13 February 2009) The Conflict Between Russia and Georgia. Parliament of Canada. ციტირების თარიღი: 19 September 2014
  30. Brian Whitmore. Eyewitness Accounts Confirm Shelling Of Georgian Villages. Radio Free Europe / Radio Liberty (14 November 2008). ციტირების თარიღი: 26 April 2019
  31. 31.0 31.1 Håkan Karlsson. (12 September 2016) Competing Powers: U.S.-Russian Relations, 2006–2016. Swedish Defence University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო 2023.
  32. Nikolaus von Twickel. (17 November 2008) Moscow Claims Media War Win. Moscow Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო 2009.
  33. Chifu 2009, pp. 53–54.
  34. Dunlop 2012, pp. 94, 96, 101.
  35. Ramūnas Bogdanas. (28 July 2015) Opinion: Spark of hope that Russia's aggression will not pass this time. Delfi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 December 2015. ციტირების თარიღი: 25 December 2021
  36. Gustav Gressel. (6 August 2015) In the shadow of Ukraine: seven years on from Russian-Georgian war. European Council on Foreign Relations.
  37. Laaneots 2016, pp. 56–57.
  38. "Little Green Men": A Primer on Modern Russian Unconventional Warfare, Ukraine 2013–2014. The United States Army Special Operations Command (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 7 August 2018
  39. 39.0 39.1 Peter Roudik. Russian Federation: Legal Aspects of War in Georgia. Library of Congress. ციტირების თარიღი: 26 April 2019
  40. Vladimir Socor. (8 August 2008) THE GOALS BEHIND MOSCOW'S PROXY OFFENSIVE IN SOUTH OSSETIA. The Jamestown Foundation. ციტირების თარიღი: 26 April 2019
  41. Bay Fang. Georgian conflict puts U.S. in middle. Chicago Tribune (9 August 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 12 October 2014
  42. Jeanne Whalen. Evidence in Georgia Belies Russia's Claims of 'Genocide'. The Wall Street Journal (15 August 2008). ციტირების თარიღი: 26 April 2019
  43. Roy Allison (2008). „Russia resurgent? Moscow's campaign to 'coerce Georgia to peace' (PDF). International Affairs. 84 (6): 1145–1171. doi:10.1111/j.1468-2346.2008.00762.x. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 29 January 2011.
  44. Russian President Orders Halt To Military Operations In Georgia. GlobalSecurity.org (2008-08-12). ციტირების თარიღი: 2008-10-06.
  45. ქართული სოფლები იწვის და იძარცვება რუსების შემოსვლასთან ერთად", The Guardian, 14 აგვისტო 2008
  46. " რუსეთი ეუბნება აშშ-ს, რომ ის დატოვებს ჯარებს სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში" დაარქივებული 2010-09-19 საიტზე Wayback Machine. სივილ ჯორჯია, 12 სექტემბერი 2008.
  47. http://www.publications.parliament.uk/pa/ld200809/ldselect/ldeucom/26/26.pdf
  48. „რუსეთმა დაასრულა სამხრეთ ოსეთის ბუფერული ზონიდან ჯარების გაყვანა“. მოსკოვი: RIA ნოვოსტი. 8 October 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-09. ციტირების თარიღი: 2008-10-10.
  49. Strasbourg court rules Russia has ‘direct control’ over Abkhazia, South Ossetia, Euractiv, 21 January 2021
  50. Russia guilty of violations during 2008 war with Georgia, says Europe's top court, Euronews, 26 January 2021
  51. Situation in Georgia: ICC Pre-Trial Chamber delivers three arrest warrants, International Criminal Court, 30 June 2022
  52. 52.0 52.1 52.2 „Q&A: Violence in South Ossetia“. BBC News. 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  53. „ჩვენ ვებრძვით რუსეთს, აცხაცებს საქართველოს ლიდერი“. The Independent. 2008-08-09. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  54. Associated Press. (2008-08-08) Facts about South Ossetia. International Herald Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  55. „What is Georgia's rebel South Ossetia region?“. Reuters. 2008-08-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-28. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  56. Ground Zero in the New Caucasus Conflict. იხ. ასევე: Did the U.S. Prep Georgia for War with Russia?.
  57. Defense Spending, Number of Troops Increased. Civil Georgia (2008-07-15). ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  58. 1.00 USD to GEL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-16. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  59. Парламент Грузии утвердит поправки в бюджет 2008 года 15 июля. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-15. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  60. „S Ossetia bitterness turns to conflict“. BBC. 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  61. 61.0 61.1 61.2 61.3 61.4 61.5 61.6 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-07.
  62. 62.00 62.01 62.02 62.03 62.04 62.05 62.06 62.07 62.08 62.09 62.10 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-07.
  63. Вывезли из-под огня. В Россию прибывают беженцы из Южной Осетии დაარქივებული 2008-08-12 საიტზე Wayback Machine. . პირველი არხი. 3 აგვისტო 2008. (რუსული)
  64. 64.00 64.01 64.02 64.03 64.04 64.05 64.06 64.07 64.08 64.09 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-07.
  65. Talking Through Gritted Teeth დაარქივებული 2009-05-04 საიტზე Wayback Machine. . BBC Monitoring, 6 August 2008
  66. 66.0 66.1 66.2 66.3 66.4 66.5 66.6 66.7 66.8 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-07.
  67. 67.0 67.1 67.2 67.3 67.4 67.5 67.6 67.7 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-07.
  68. საქართველოს განცხადებით მიის ჯავშანტრანსპორტიორი ააფეთქეს, Civil Georgia, 7 აგვისტო 2008, იხ. ასევე: Georgia reports 'large-scale battles' in rebel region, AFP, 7 აგვისტო 2008
  69. Georgia shells its breakaway republic დაარქივებული 2008-08-09 საიტზე Wayback Machine. , Russia Today, 7 აგვისტო 2008; იხ. ასევე: Georgian tanks head for South Ossetia დაარქივებული 2008-08-10 საიტზე Wayback Machine. , Russia Today, 7 აგვისტო 2008
  70. 70.0 70.1 70.2 70.3 70.4 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-07.
  71. სატელევიზიო გამოსვლაში სააკაშვილი მშვიდობისკენ მოუწოდებს დაარქივებული 2014-10-19 საიტზე Wayback Machine. , Civil Georgia, 7 აგვისტო 2008
  72. The goals behind Moscow's Proxy Offensive in South Ossetia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-09. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
  73. 73.00 73.01 73.02 73.03 73.04 73.05 73.06 73.07 73.08 73.09 73.10 73.11 73.12 73.13 73.14 73.15 73.16 73.17 73.18 73.19 73.20 73.21 73.22 73.23 73.24 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-07.
  74. „S Ossetia fights Georgian troops out of occupied height“. Itar-Tass. 2008-08-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-20. ციტირების თარიღი: 2009-08-02.
  75. „Heavy fighting in South Ossetia“. BBC News. 2008-08-08.
  76. 76.0 76.1 ჯონ სვეინი (9 ნოემბერი 2008). „პირველად ქართველებმა გაისროლეს, ამბობენ ბრიტანელი მონიტორები“. სანდეი ტაიმზი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-14. ციტირების თარიღი: 2008-11-12.
  77. Georgia offers fresh evidence on war's start ნიუ-იორკ ტაიმზი 15 სექტ., 2008.
  78. ჯარისკაცები პერმიდან ომის ეპიცენტრში არიან დაარქივებული 2009-06-06 საიტზე Wayback Machine. , პერმის ახალი ამბები, 08.08.2008. პერმის გაზეთი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა შინ დარეკა და თქვა "ჩვენ გადავედით იქ [სავარაუდოდ სამხრეთ ოსეთში] 7 აგვისტოს. მთელი 58-ე არმია."
  79. ცხოვრება გრძელდება, კრასნაია ზვეზდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გაზეთი, 3 სექტემბერი 2008.
  80. იულია ლატინინა, განსხავებული მოსაზრებები ბატონ ბასტრიკინსა და სამხრეთ ოსეთის პროკურორს შორის, "ყოველდღიური ჟურნალი", 11 სექტემბერი 2008, "ომამდე, 6 აგვისტოს, ჟურნალისტები, რომლებიც წინასწარ გაიგზავნენ ომზე სიუჟეტის მოსამზადებლად... აცხადებენ, რომ მათ 58-ე არმია როკის გვირაბის ქართულ მხარეს ნახეს".
  81. რუსლი არმია სამხრეთ ოსეთში სამხედრო ქმედებების დაწყებამდე შევიდა News.ru
  82. დროის საკითხი (რუსულად) კომენტარი ილია მილშტეინის
  83. [2] დაარქივებული 2012-05-23 საიტზე Wayback Machine. მოსკოუ ტაიმზი, ნიკოლაუს ფონ ტვიკელი, "Moscow Claims Media War Win",17 ნოემბერი 2008, აფხაზეთის ბაგაფში 7 აგვისტოს: "ბატალიონი ჩრდ. კავკაიის რეგიონიდან შემოვიდა."
  84. Heavy fighting in South Ossetia, BBC News, 8 აგვისტო 2008
  85. The Raw Story - Georgia, rebel region to hold talks after clashes: report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-13. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  86. 86.00 86.01 86.02 86.03 86.04 86.05 86.06 86.07 86.08 86.09 86.10 86.11 86.12 86.13 86.14 86.15 86.16 86.17 86.18 86.19 86.20 86.21 86.22 86.23 86.24 86.25 86.26 86.27 86.28 86.29 86.30 86.31 86.32 86.33 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომი 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-07.
  87. დიმიტრი მედვედევი 08.08.08
  88. 88.0 88.1 რუსული ავიამოიერიშეები ქართულ ქალაქს ესხმიან, BBC News, 9 აგვისტო 2008
  89. 89.00 89.01 89.02 89.03 89.04 89.05 89.06 89.07 89.08 89.09 89.10 89.11 89.12 89.13 89.14 89.15 89.16 89.17 89.18 89.19 89.20 89.21 89.22 89.23 89.24 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-13.
  90. Abelsky, Paul; Alex Nicholson (2008-08-10). „Russian Ships Steam Toward Georgia as Conflict Grows“. Bloomberg. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  91. aid to south ossetia from russia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-11. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  92. Chang, Felix K.. (August 2008) Russia Resurgent: An Initial Look at Russian Military Performance in Georgia en-US. Foreign Policy Research Institute. ციტირების თარიღი: 2016-08-02
  93. 93.0 93.1 ჯორჯ ბუშის განცხადება 9 აგვისტოს. თეთრის სახლი (9 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 2022-08-13.
  94. ნიუ-იორკში საქართველოს მხარდაჭერი აქცია
  95. 95.00 95.01 95.02 95.03 95.04 95.05 95.06 95.07 95.08 95.09 95.10 95.11 95.12 95.13 95.14 95.15 95.16 95.17 95.18 95.19 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-07.
  96. „Russian news agencies report sunken Georgian ship“. AP. 2008-08-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-13. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  97. „Russian forces mass against Georgia, says official“. Reuters AlertNet. 2008-08-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  98. „Georgia 'pulls out of S Ossetia'. BBC. 2008-08-10. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  99. 99.0 99.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის navy არ არის მითითებული ტექსტი; $2
  100. Russian news agencies report sunken Georgian ship — Yahoo! News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-11. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  101. „Georgia says its troops 'have left S Ossetia'. Yahoo. 2008-08-10. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  102. Womack, Helen (2008-08-10). „Georgia withdraws troops from South Ossetian capital“. გარდიანი. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  103. „Georgia rebel region sends troops to disputed gorge“. Reuters. 2008-08-10. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  104. საქართველოს ჯერ არ შეუწყვეტია ცეცხლი — ინტერფაქსი
  105. საქართველოს მთავრობის განცხადებით, თბილისის აეროპორტი დაიბომბა
  106. 106.00 106.01 106.02 106.03 106.04 106.05 106.06 106.07 106.08 106.09 106.10 106.11 106.12 106.13 106.14 106.15 106.16 106.17 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2022-08-16.
  107. ცხინვალი 11 აგვისტოს დილას
  108. შინდისის გმირები, ინტერმედია
  109. შინდისის გმირები, კვირისპალიტრა
  110. U.S.: Russia trying to topple Georgian government. CNN (10 August 2008). ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  111. Russian ground forces assault vital Georgian city Retrieved on 11-08-08
  112. Russia Ready to Negotiate Retrieved on 11-08-08
  113. „Russians in Abkhazia issue ultimatum to Georgia“ (English). AP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-17. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  114. Dzhindzhikhashvili, Misha (2008-08-11). „Russia seizes Georgia base, opens second front“. The Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-13. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  115. „Georgia: Russian military advancing“. CNN. 2008-08-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-14. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  116. Russian troops in Georgia advance
  117. „Georgia official says Russia captured Georgia town“ (English). როიტერსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  118. Georgia: Russia fighting on several fronts as Georgian troops withdraw to defend Tbilisi წაკითხვის თარიღი 11-08-08
  119. „Российские военные уничтожили два грузинских вертолета - миротворцы“ (Russian). RIA Novosti. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  120. „Russian troops invade Georgia and take the city of Gori“. Times Online. 2008-08-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-11.
  121. Russian military pushes into Georgia CNN წაკითხვის თარიღი 11-08-08
  122. US sends more arms to Georgia – Israeli media დაარქივებული 2008-08-14 საიტზე Wayback Machine. Russia Today წაკითხულია 11-08-08
  123. Russia says no plan to attack Tbilisi[მკვდარი ბმული]
  124. Российские войска покинули район города Сенаки
  125. Russian troops leave Senaki town-ministry
  126. Russia Presses into Georgia, NYTimes, reporting from Senaki.
  127. 127.00 127.01 127.02 127.03 127.04 127.05 127.06 127.07 127.08 127.09 127.10 127.11 127.12 ნასტასია არაბული და სოფიკო ვასაძე. (2018) აგვისტოს ომის 2008. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2023-08-30.
  128. „Georgia: Russian troops seize a strategic prize in swift advance“. The Daily Telegraph. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  129. „Russia moves into Georgian territory as conflict worsens“. Agence France-Presse. 2008-08-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-17. ციტირების თარიღი: 2008-08-11. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  130. Italy ready for Ossetia response ANSA Retrieved on 11 August 2008
  131. „Report: Abkhaz troops pushing Georgians from gorge“. International Herald Tribune. 2008-08-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-13. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  132. „Russian Forces Capture Military Base in Georgia“. The New York Times. 2008-08-11. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  133. Georgia 'Still Being Bombed' Sky News 2008, 12 აგვისტო
  134. „Abkhazia says it controls most of Kodori Valley“. Monsters and Critics. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  135. „Russians Bomb Georgian City“. Sky News. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  136. „Abkhazian forces surround Georgian troops in Kodori Gorge“. Itar-Tass. 2008-08-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-17. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  137. „Abkhazian units begin operation in Kodori Gorge“. Itar-Tass. 2008-08-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-17. ციტირების თარიღი: 2008-08-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  138. „Georgia to declare breakaway regions occupied“. The Guardian. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12.. From the Associated Press.
  139. „Georgia begins legal move“. Teletext Ltd. 2008-08-12. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
  140. „Russian Lawmakers Blame U.S. for Crisis“. Cybercast News Service. 2008-08-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-08. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
  141. „NATO chief: Russian cease-fire not enough“. International Herald Tribune. 2008-08-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-22. ციტირების თარიღი: 2008-08-12.
  142. 142.0 142.1 Vladimir Putin 'wanted to hang Georgian President Saakashvili by the balls' (ვალდიმირ პუტინს სურდა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის „კვეცხებით“ დაკიდება) დაარქივებული 2008-11-20 საიტზე Wayback Machine. . TimesOnline. 14 ნოემბერი, 2008.
  143. Cyberspace Barrage Preceded Russian Invasion of Georgia წაკითხულია 11 აგვისტოს, 2008.
  144. „Russian Stocks Tank; War With Georgia Feared“. Dow Jones & Company. 8 August 2008. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  145. „Russian equities tumble as tensions with Georgia escalate“. The Associated Press. 8 August 2008. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  146. Lesova, Polya (8 August 2008). „Fitch lowers Georgia's debt ratings to B+“. MarketWatch. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  147. Pagnamenta, Robin (8 August 2008). „Analysis: energy pipeline that supplies West threatened by war Georgia conflict“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-03. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  148. Watkins, Eric (8 August 2008). „BTC export alternatives on hold as Russia, Georgia clash“. Oil and Gas Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-18. ციტირების თარიღი: 2008-08-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  149. „Russian jets targeted major oil pipeline: Georgia“. Reuters. 2008-08-09. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  150. „UN row flares over Ossetian conflict“. Financial Times (London). 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
  151. „Oil sinks to 3-month low“. CNN. 2008-08-08. ციტირების თარიღი: 2008-08-10.
  152. Georgia Offers Fresh Evidence on War’s Start (საქართველო ახალ მტკიცებულებებს აქვეყნებს ომის დაწყების თაობაზე). ნიუ-იორკ ტაიმზი. 15 სექტემბერი, 2008.
  153. Georgia Claims on Russia War Called Into Question (საქართველოს მტკიცებულებები რუსეთთან ომის შესახებ საეჭვო ხდება). ნიუ-იორკ ტაიმზი. 6 ნოემბერი, 2008.
  154. იაკობაშვილი საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ მედია კამპანიაზე საუბრობს დაარქივებული 2011-11-26 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია. 12 ნოემბერი, 2008.
  155. დიმიტრი მედვედევი - რომ არ ყოფილიყო ომი საქართველოსთან, ნატო-ში რამდენიმე ქვეყანას ერთად მიიღებდნენ // Presage.tv
  156. საქართველოს შეცვლილი საზღვრები ოკუპაციის შემდეგ — idfi.ge