რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ (1991)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ (1991) - მოლაპარაკებები საქართველოს სსრ-სა და რსფსრ-ს შორის, რომელიც გაიმართა 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში. ხელშეკრულების მიზანი იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი პრობლემების მოგვარება.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია: ქართულ-ოსური კონფლიქტი.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დეკლარაცია "სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ", რითაც იგი გამოაცხადა "საკავშირო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად". ამის საპასუხოდ, 21 სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დეკლარაცია გამოაცხადა ანტიკონსტიტუციურად და ცნო ბათილად.

1990 წლის 9 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ორგანოებმა საქართველოს გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა. საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 11 დეკემბერს გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 23 მარტს დაბა ყაზბეგში გაიმართა შეხედრა ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინს შორის. მოლაპარაკებების დროს ხელმოწერილი დოკუმენტით შიდა ქართლის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივად გამოცხადდა.ოსური მხარე მოლაპარაკებებეში მონაწილეობდა მხოლოდ მეთვალყურის სტატუსით.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლაპარაკებებზე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე:

  1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს სსრ ხელშეკრულების პროექტი.
  2. ორივე რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებმა 10 დღეში შექმნან ერთობლივი კომისია შიდა ქართლში ვითარების შესასწავლად.
  3. მხარეებმა 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
  4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს, გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.
  5. მხარეებისა და ჩრდილოეთი ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა ლტოლვილების მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებისა და ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენის მიზნით.
  6. შეიქმნას ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი სახსრები გამოიყოს ამ ზარალის ასანაზღაურებლად.
  7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობის აღდგენა.
  8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.