რუსეთის კულტურული განშტოებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს სლავური წარმომავლობისა და კულტურის ადამიანები წარმოადგენენ , რომლებიც ძირითადად დასავლეთ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მაგრამ სიტუაცია რადიკალურად იცვლება ქვეყნის ჩრდილოეთ , სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ტერიტორიული ადგილმდებარეობა, ბუნებრივი პირობები, ცხოვრების დონის სირთულე, საკვები რესურსები, ენა , რელიგია, ტრადიციები და ა.შ. ყოველივე ზემოხსენებული პირობების სხვადასხვა სახე წარმოშობდა ახალ კულტურას, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდებოდა, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. სწორედ ასე ჩამოყალიბდა რუსეთის რთულ და გაუსაძლის პირობებში ისეთი კულტურები, როგორებიცაა: კორიაკები, ნენეტები, ნივხები, სამოედები, იაკუტები, ჩუქჩები და ა.შ

იაკუტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკუტები ძირითადად ცხოვრობენ სახას რესპუბლიკაში, რომელიც დაარსდა 1992 წელს, მაგრამ მათი მცირე ჯგუფები ამავდროულად გვხვდებიან, რუსეთის უფრო აღმოსავლეთ ნაწილშიც, კერძოდ კი: ამურის, მაგადანისა და სახალინის ტერიტორიებზე. იაკუტები თავიანთ თავს „სახად“ მოიხსენიებენ. ისინი მიეკუთვნებიან ტიურკერებს (თურქებში არ აგერიოთ) საკუთარი ენისა და წარმომავლობიდან გამომდინარე. იაკუტები ცხოვრობენ რუსეთის არქტიკულ სფეროში, მათ ტერიტორიას კვეთს 700 000-მდე დასახელების მქონე მდინარე, რომლებიც თავისთავად წარმოშობენ გარკვეული რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო მიწებს. ზოგადად იაკუტების ტერიტორია სავსეა არასასოფლო-სამეურნეო მიწებით, რომლებსაც ძირითადად ტაიგა წარმოადგენს, მაგრამ აქაურობა მდიდარია ოქროს, გაზის, ნავთობისა და სხვა მინერალების საბადოებით. ტერიტორია ცნობილია თავისი ცივი და მკაცრი ზამთრითა და ცხელი და მშრალი ზაფხულით. იაკუტიაში არის 2 ადგილმდებარეობა, რომელსაც მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე ცივს უწოდებს. ესენია „ვერხოიანსკი“ და „ოიმიაკონი“ სადაც ტემპერატურამ –79°C-მდეც კი მიაღწია, ხოლო საშუალო ტემპერატურა ზამთარში 0°C–დან –40°C–ია, ხოლო ზაფხულში 10–30°C სითბო.[1]

იაკუტელთა ტერიტორიები

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს საბჭოთა კავშირმა დააფიქსირა მილიონზე მეტი ადამიანი იაკუტელთა აუტონომიურ რესპუბლიკაში ( იგივე სოხა–ს რესპუბლიკა). 1920–იან წლებში რესპუბლიკის 82 %–ს წარმოადგენდნენ იაკუტები , ხოლო ბოლო რამდენიმე ათწლეულში კი დაფიქსირდა ურბანიზაციის მაღალი დონე, რის შედეგადაც 1989 წლისთვის მათი რაოდენობა რესპუბლიკაში იყო 35 % რასაც წარმოადგენდა 382 000 ადამიანი. იაკუტები ძირითადად ქორწინდებოდნენ მსგავსი კულტურის მქონდე ადამიანებთან , ხოლო სხვა გარე კულტურებთან დაქორწინების შანსი 10% იყო 1970–1980–იან წლებში და ის დღემდე თანდათანობით იკლებს.[2]

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკუტები საუბრობენ იაკუტის ენაზე, რომელიც მიეკუთვნება ჩრდილოეთ ტიურკთა ენებს ალტაიკთა ოჯახიდან . ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დივერგენტული ტიურკული ენა, რომელიც ძალიან განსხვავდება ამ ოჯახის სხვა წარმომადგენლებისაგან დიალექტური მრავალფეროვნების გამო. მოსახლეობის 90%ზე მეტი საუბრობს იაკუტელთა მშობლიურ ენაზე და მას ასევე უწოდებენ "Sakha-tyla"–ს ანუ იაკუტელთა ანბანს. მათი დამწერლობა განვითარდა 1930 წლიდან და ის მიეკუთვნება კირილიცურ დამწერლობას, ხოლო 1920–30 წლამდე ისინი იყენებნენ ლათინურ დამწერლობას.

იაკუტების ანბანი

დასაბამი და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკუტელთა წინაპრებად მიიჩნევიან კორიაკები, რომლებიც სახლობნენ ბაიკალის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. არსებობს ვარაუდებიც, რომლის მიხედვითაც ისინი მოდიან ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან , კერძოდ კი, იაგხურიდან . მე–13–14 საუკუნეებში მათ დაიწყეს მიგრაცია მცირე ჯგუფებით ჩრდილოეთისაკენ. როდესაც მათ მიაღწიეს "ლენას" მდელომდე , თავდაპირველად მათ მოუწიათ ომი , შემდგომ კი შერიგება "ივენკებთან" და "იუკაგირებთან". სწორედ ამ მტრულმა და შემდგომ მშვიდობიანმა ურთიერთობამ, ციმბირული ,ტიურკული, ჩინური და მონღოლური კულტურებს შორის, ჩამოაყალიბა რუსული ჰეგემონია. როდესაც პირველმა კაკაზებმა გადაკვეთეს ლენას მდელო 1620 წელს იაკუტებმა ისინი მშვიდობიანად და მეგობრულად მიიღეს, ყოველივე ეს მათ სტუმართლმოყვარეობასა და სიფრთხილეზე მეტყველებდა. 1642 წლისთვის ლენას მდელოზე მდებარე იაკუტა ხარკს უხდიდა რუსეთის "ცარ"–ს , მაგრამ მათ შეძლეს მისგან განთავისუფლება დიდხნიანი იაკუტას ციხესიმაგრის ალყის შედეგად.

შემდგომში იაკუტელთა ნაწილი ჩრდილოეთისაკენ გაემართა ახალი მიწების აღმოსაჩენად, ნაწილი რუსეთის შუა ნაწილში დასახლდა , რომელსაც სულ მდელოები ერტყა გარსს. მათი ლიდერები ამყარებდნენ კავშირს რუსეთის მთავრობასთან რათა შეექმნათ საერთო საფოსტო , სავაჭრო და სატრანსპორტო სისტემები. მაგრამ ყოველვე ამან მაინც არ გამორიცხა ანტი–რუსული გამოსვლები და ძალადობის ფაქტები. მაგალითად, მე–19 საუკუნეში არსებობდა ე.წ იაკუტელი რობინ ჰუდი სახელად "მანჩარი" , რომელიც ძარცვავდა მდიდრებს , რომლებსაც ძირითადად რუსები წარმოადგენდნენ და შემდგომში ნადავლს ურიგებდა ღარიბებს იგივე იაკუტელებს.

მეოცე საუკუნიდან იწყება სამოქალქო ომი და გადატრიალება, ქვეყნის სათავეში მოდიან ბოლშევიკები ლენინის ხელმძღვანებლობით. ამავდროულად 1917 წელს დაიწყო რევოლუცია იაკუტას ტერიტორიაზეც, რომელიც 1920 წლამდე გაგრძელდა. 1923 წლამდე იაკუტას რესპუბლიკა არ იყო უსაფრთხო , რადგან სოციალისტურმა რევოლუციამ გამოიწვია დიდი ცვლილება აგრალულ სფეროში , სადაც გლეხები საკუთარი მიწების გარეშე დარჩნენ და ამავდროულად რესპუბლიკაში იდევნებოდა ინტელექტუალები, როგორებიც იყვნენ ოიუნსკი ისტორიის , ენებისა და ლიტერატურის მასწავლებელი და კულაკოვსკი, რომელიც ენთოგრაფი იყო.

დასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკუტები ამრავლებდნენ ცხენებსა და საქონელს და სწორედ მათი საშუალებით ახდენდნენ მოსახლეობის გამოკვებას, ვაჭრობასა აგრალურ მეწარმეობას. მათ გააჩნდათ ორი ტიპის ე.წ. რეგულაცია , რომლის მეშვეობითაც აწესრიგებდნენ ცხოვრებას ზაფხულისა და ზამთრის პირობებში. ზამთრობით 20–მდე დაახლოებული ან მონათესავე ადამიანი ცხოვრობდა ერთი "იურტაში", ეს იყო ერთგვარი დიდი ზომის კარავი. იურტები გარშემორტყმული იყო საწყობით, სადაც მოსახლეობა ინახავდა საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს, და ცხოველებისათვის განკუთვნილი ბაკებით. საზაფხულო იურტებში კი ეტეოდა 100–მდე ადამიანი, სპეციალურად იყო განკუთვნილი ადგილი საქონლისათვის. 1900 წლისთვის იურტების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო , ხოლო 1950 წლისთვის კი მუზეებში თუ მოიძებნებოდა მათი ნიმუში. ახლანდელი იაკუტები ცხოვრობენ რუსებისათვის დამახასიათებელ სახლებში , რომლებიც ხისგან მზადდება. რა თქმა უნდა, შედარებით შეძლებულ იაკუტელებს გააჩნიათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები , კერძოდ, კი დაბალი ბეტონის კეთილმოწყობილი სახლები. ყველაზე დიდი ქალაქი იაკუტას რესპუბლიკაში არის იაკუტსკი , 1989 წლის მაჩვენებლით აქ 187000 ადამიანი ცხოვრობდა.[3]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკუტები დიდ პატივს სცემენ ბუნებას და აღმერთებენ მას. მათი ტრადიციები და ჩვეულებები ვიწრო კავშირშია მასთან. იაკუტელთა აზრით ბუნება ცოცხალია და ყოველ მიწიერ საგანს გააჩნია საკუთარი სული და შინაგანი ძალა. ერთ–ერთ ყველაზე ძველ და მნიშვნელოვან სულად მოიაზრებოდა გზის ბატონი. მოსახლეობას მას მსხვერპლშეწირვასაც უტარებდნენ , კერძოდ კი გზაზე ტოვებდნენ ცხენის თმებს, სხვადასხვა მატერიებსა და მონეტებს. ანალოგიურად იქცეოდნენ წყლების მთებისა და სხვა ბატონების მიმართ. ჭექაქუხილი და ელვა იაკუტებში ასოცირდება , როგორ ბოროტი სულების რისხვა. თუ კი ელვა დაეცემა ხეს და გააპობს მას , მოიაზრება , რომ ამ ხეს განკურნების ძალა აქ. ცეცხლის ბატონი წარმოდგენილია , როგორც მოხუცი ჭაღარა , რომელიც ებრძვის და დევნის ბოროტ სულებს. ამ სტიქიას იაკუტელები დიდი პატივისცემით ეპყრობიან. წარსულში ისინი ცეცხლს არასდროს არ აქრობდნენ და მას სხვადასხვა ჭურჭლის საშუალებით ატარებდნენ თან. მოიაზრება , რომ ის არის ოჯახის მთავარი მფარველი იაკუტაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტყის სული , რომელსაც ბააი ბაიანაი–ს უწოდებდნენ. იგი ეხმარებოდა მოსახლეობას ნადირობასა და ზოგადად მრეწველობაში. ძველად იაკუტებმა აირჩიეს ე.წ. წმინდა ცხოველები , რომლებზეც ნადირობა აკგრძალული იყო , ესენია : ბატი, გედი , ყარყუმი და სხვა.[4]

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკუტელთა დღესასწაულები ვიწროდაა დაკავშირებული მათ ტრადიციებთან. ყველაზე მნიშვნელოვანს კი "იისახ" ეწოდება. იისახი ტარდება წელიწადში ერთხელ და ის ასახავს იაკუტელთა მსოფლმხედველობასა და წარმოქმნის სამყაროს ერთგვარ სურათს. მას აღნიშნავენ ზაფხულის დასაწყისში, როდესაც მთელი ბუნება აყვავებულია. ცერემონია იმართება მდელოზე , რომელიც გარშემორტყმულია ახალგაზრდა არყის ხეებით , სადაც იაკუტები მმართავენ ე.წ. "კონოვიაზი" (რუსული სიტყვა "Коновязь") რომელიც ატარებს "სამყაროს ღერძის" სიმბოლურ დატვირთვას.

ნაციონალური ტანსაცმელი და ფოლკლორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალური შუბა ( საქორწინო )

იაკუტების ნაციონალურ სამოსს ძირითადად წარმოადგენს ე.წ. კაფტანი. ძველად ზამთრობით მას ქსოვდნენ ბეწვისაგან, ხოლო ზაფხულობით ცხენისა ან ძროხის ტყავისაგან. მას ჰქონდა განიერი ქამარი და სახელოები. წელს ქვემოთ იაკუტები იცვამდნენ ტყავის შავლასა და ბეწვისაგან ნაქსოვ წინდებს. თანამედროვე იაკუტებმა ისწავლეს ქსოვილისაგან ტანსაცმლის დამზადება. ქორწილის დღეს პატარძალს აწყობენ დიდი და გრძელ შუბაში , რომელიც სხვადასხვა ორნამეტებითაა დატვირთული. ისინი გადაეცემა თაობიდან თაობამდე და არ იქსოვება ინდივიდუალურად ყველა ქალისათვის.

იაკუტელთა ფოლკლორი საკმაოდ საოცარი რამ არის. ყველაზე მთავარი არის ეპოს ოლონხო, რომელიც არის ერთგვარი პოეზიისა და ოპერის ნაზავი. 2005 წელს ეს ხელოვნება აღიარებულ იქნა იუნესკოს მიერ, როგორც დიდი მემკვიდრეობა.

პოემები შედგება 10–15 ათასი სტროფისაგან , რომლებსაც ნაციონალური "მოზღაპრეები" ყვებიან. იმისათვის , რომ ადამიანი გახდეს "მოზღაპრე" მას უნდა გააჩნდეს იმპროვიზაციის უნარი , ვოკალური და სამსახიობო ნიჭი. ყველაზე ცნობილი და მასშტაბური პოემა კი შედგება 36 ათასი სტროფისაგან , რომელიც ლექსად არის შეთხზული.[5]

ნენეტების კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენტიფიკაცია და ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიული მდებარეობა

ნენეტები ითვლებიან რაოდენობრივად ყველაზე დიდ და ყველაზე ენერგიულ უმცირესობებად, რომლებიც ცხოვრობენ შორეულ ჩრდილოეთში. ბოლო 2002 წლის მონაცემებით ითვლიან 41,302 ადამიანს. გარდაცვალების კოეფიციენტი მაღალია ახალგაზრდა მამაკაცებში, ისევე როგორც ყველა შორეული ჩრდილოეთის მცირე ხალხებს შორის. ტყეში მცხოვრები ნენეტები განსხვავებით ტუნდრაში მცხოვრებთაგან ლინგვისტურად განსხვავდებიან. კერძოდ პირველი მათგანი გამოირჩევა დიალექტით. ეს სიტუაცია მშობლიურ ენას სოციოლინგვისტურად სიცოცხლისუნარიანს ხდის მომავალში. ამასთან ერთდ რუსული ენის ცოდნა, როგორც მეორე ენის, იზრდება. ეს კი თვის მხრივ ცვლის დემოგრაფიულ სახეს, კერძოდ ეთნიკურად შერეული ქორწინებები. ასევე არსებობს ადგილობრივი ბილიგვიზმი, სხვა ახლობელ ენებთან (განსაკუთრებით, კომი და ხანტები).[6]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენეტების ცივილიზაციას გარკვეული რელიგიური შეხედულებები ჰქონდათ. პოპულარული იყვნენ დიდი პრაქტიკის მქონე ექიმები. ტრადიციული რელიგიური კონცეფციები და ადათი და ჩვეულებები ნენეტების ტომისა, ესადაგება ციმბირული შამანიზმის ზოგად განმარტებას. შამანები, (საიდანაც რამდენიმე კატეგორია იყო) იყვნენ მთავარი შუამავლები ადამიანებსა და სულებს შორის. ეს უკანასკნელი ადრე წარმოდგენილი იყო ანთროპომორფული (ადამიანის მსგავსი) ხის კერპებად, რომელთა უმრავლესობასაც ნენეტების წმიდნა ადგილებში ჰქონდათ თავი მოყრილი. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ტრადიციული რელიგიური კონცეფციები შეერივნენ ქრისტიანულ საწყისებსა და მიიღეს გავლენა მართლმადიდებლური პანთეონებიდან, განსაკუთრებით ნიკოლოზ სასწაულმოქმედი ან „მიკულაი“ ნენეტებში, მიიღეს როგორც მფარველები. ოფიციალურად ქრისტიანობა მიიღწა მხოლოდ დასავლეთ ტუნდრაში მცხოვრებ ნენეტებში მაშინ, როდესაც რამდენიმე აღმოსავლეთში მცხოვრებმა ნენეტებმა შეინარჩუნეს შამანობა სტალინის პერიოდამდე. რამდენიმე ხნის განმავლობაში, საბჭოთა მმართველობის დროს შამანური მსოფლმხედველობა თითქოს ბოლომდე გაქრა ოფიციალური მატერიალისტური იდეოლოგიის სასარგებლოდ.[7]  

ცერემონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  ნენეტებს გარკვეული ცერემონიები ჰქონდათ. მთავარი მათგანი ითვალისწინებს შამანურ რიტუალებს, რომლებიც დაბადებასა და გარდაცვალებას ეხება. მაგალითად, დაბადების დროს, მსხვერპლი იყო გაღებული პალატის გაწმენდასთან ერთად, როდესაც წყალს ჭაობის ჩაიდან აშხეფებდნენ მას.[7]

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენეტური სამოსი

ნენეტების ხელოვნებაც და მისი აღქმაც განსხვავებული იყო. მათ შორის თვალთახედვა და გაქანება ფიგურალურ ხელოვნებაში იყო ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული არტიფაქტები და ტანსაცმლის ორნამენტები, მაგრამ ნენეტებს ჰქონდათ მდიდარი ტრადიცია ზეპირ ლიტერატურასა (შეიძლება ყოფილიყო რიტუალის ტექსტები, ეპიკური პოემები, ხალხური ან მოგონილი ზღაპრები, მითები, ლეგენდები, გამოცანები და სხვ.)  და მუსიკაში. მათ ფოლკლორის ორი მთავარი კატეგორია ჰქონდათ: გრძელი ეპიკური სიმღერები (siudbabts) და მოკლე პირადი ან ლირიკული სიმღერები (yarabts). ნამღერი პენტატონური და არქაული ტექსტური ნიმუშით რთული რიტმიული ზედნაშენით, ეს სიმღერები თითქოს ასახავენ ტრადიციას მნიშვნელოვანი ასაკისთვის. მხოლოდ ფრაგმენტები ძველი ეპიკური პოეზიისა დღემდე სრულდება, მაგრამ პირადი და ლირიკული სიმღერები ჯერ კიდევ განვითარებადი და ცოცხალი ჟანრია. რამდენიმე პოეტი დაბადებიდანვე და მწერლები გამოჩნდნენ ამ ფოლკლორული ტრადიციების საფუძველზე. 1990 წელს რამდენიმე მათგანმა ხმა აიმაღლა, რათა დახმარებოდნენ კულტურულ მემკვიდრეობას და ეთნიკურ იდენტობას ნენეტების ტომისა.[8]

სიკვდილი და შემმდგომი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიკვდილზე და შემდგ ცხოვრებაზე ნენეტებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. მკვდრები იყვნენ დამარხულები სპეციალურ მორებისგან, კუნძებისგან გაკეთებულ ნაგებობაში მიწაზე. გატეხილი მარხილის, გარდაცვლილი ადამიანის და რამდენიმე სისხლდაღვრილი, დაჭრილი ჩრდილოეთის ირმები განთავსებულები იყვნენ საფლავის ირგვლივ. ნენეტები თვლიან რომ გარდაცვლილის სულმა შეიძლება დაეხმაროს ადამიანების მიმდიანრე ცხოვრებას, ანუ ცოცხალ ადამიანებს ეხმარებოდნენ. სწორედ ამიტომ, გარდაცვლილები იღებდნენ ყველა სახის პატივისცემას, ეს შეიცავდა პერიოდულ მსხვერპლის გაღებებსა და პილიგრიმობებს საფლავზე.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად ნენეტები არსებობდნენ მომთაბარე ნადირობის, თევზაობისა და რაც მთავარია, ჩრდილოეთის ირმების მწყემსვის ხარჯზე. მათგან ისინი იღებდნენ ხორცს, ქონს და სისხლს საჭმლისთვის, ასევე ტყავს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაკერად და ტენტების (ზამთრის კარავი) მოსაწყობად. ტყავისგან ლასოსაც აკეთებდნენ. რაც შეეხება რქებს, მათ სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. რაც ყველაზე გასაკვირია, ირმების მუხლის ქვედა მყესებს იყენებდნენ ძაფის გასაკეთებლად და ზონარების მოსაქსოვად. ჩრდილოეთის ირმებს ტრანსპორტირებაშიც იყენებდნენ. ეს ირმები კოლექტივიზირებული იყო 1930 – 1940 წლებში. ჩრდილოეთის ირემი კოლექტიური ფერმების საკუთრება გახდა და მწყემსები ორგანიზებულები იყვნენ ბრიგადებში (მომუშავეთა გუნდი). კოლექტივიზაცია ნენეტების ოლქში იყო საკმაოდ წარმატებული და დღესაც ჩრდილოეთის ირმების მწყემსვა რჩება ნენეტების განსაკუთრებულ, მთავარ საქმიანობად. მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ნენეტების მოსახლეობისა დამკვიდრდა, დასახლდა (ან დაიბადა) სოფლებში, რომელიც დაწესებული იყო კოლმეურნეობისთვის. ამ ტერიტორიის 73.4% სწორედ რომ საძოვრებს უკავია.  ამ ფაქტის მიუხედავად, ეს საქმიანობა მთელი ნენეტების საზოგადოების მიერ არის დაფასებული. ნენეტებს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა ტუნდრასთან, რომელიც მათ სახლად მიაჩნიათ და ნერვიულობენ ჩრდილოეთის ირმების მწყემსობის საკითხზე.[9]

საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირმის ხორცის გარდა იყო თევზი, რომელსაც ისინი, როგორც წესი, უმად ჭამდნენ (ახალს და გაყინულს), ზოგჯერ მოხარშულსაც და ხმელსაც. ირმის ხორცს ხშირად შებოლავდნენ ხოლმე და ისე მიირთმევდნენ. ამის გარდა, ისინი შინაური ფრინველების ხორცსაც ჭამდნენ პოლარული მელიისა და ზღვის ბინადრების ხორცს. რაც შეეხება ხილს ნენეტებს უყვართ კენკრეული (მაყვალი, მოცვი და მიწამაყვალა) და ასევე სხვა მცენარეულობა როგორიცაა მაგალითად ანჟელიკა. რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ მათ პურიც კარგად დააგემოვნეს და მოეწონათ, მაგრამ შემდგომ მხოლოდ მდიდრები ჭამდნენ მას.

საქმიანობათა გადნაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალები აგროვებდნენ ხეს მურყნის, თელის ბუჩქებიდან, რომლებიც იზრდებოდნენ ახლოს ბანაკთან და იყენებდნენ ბუხარში ცეცლის დასანთებად. თუმცა, ოქტომბრელთა ბანაკში, სადაც დიდი ხეები იზრდებოდა მამაკაცები ჭრიდნენ მას ელექტრო ხერხით. მოჭრილ ხეს კი ქალებს და ბავშვებს უტოვებდნენ ტოტების დასატეხათ. ამ მხარეში სათბობად იყენებდნენ ასევე   გამშრალ ხავსს და ხის ქერქს. მოჭრილ დიდ ხეებს ისინი ასევე იყენებდნენ მარხილის დასამზადებლად. მარხილის დამზადების შემდეგ ხის ბურბუშალებს იყენებდნენ ცეცხლში შესანთებად, გასაღვივებლად ან ტენტის („ჩუმი“ - ნენეტების საცხოვრებელი კარავი ხის ღეროებით გაკეთებული) პირველ სართულზე აფენდნენ.[10]

კორიაკების კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენტიფიკაცია და ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორიაკები

კორიაკები ყველაზე ახლო სამხრეთის მეზობლები არიან ჩუქჩების. ისინი კამჩატკის ჩრდილოეთ ნაწილში არიან განლაგებული. სახელი კორიაკები მათ მე-17 საუკუნეში მიიღეს, სადაც „კორ“ ნიშნავს „ჩრდილოეთის ირემს“. მათი სალაპარაკო ენა ჩუქჩების ენასთან ერთად ეკუთვნის იმავე ჩრდილო-აღმოსავლურ პალეოაზიატურ ენათა ჯგუფს. ჩუქჩების და კორიაკების ენები იმდენად მსგავსია, რომ მათ ერთმანეთის სრულიად ესმით. წერითი ენა 1931 წელს შემოიღეს. ეს ეფუძნებოდა „ჩავჩუვენის“ დიალექტს. თავიდან რომაული ალფავიტი გამოიყენებოდა, ხოლო 1937 წლიდან - კირილიცას (ძველი სლავური ანბანი). კორიაკების ქვეჯგუფები ლაპარაკობენ 9 დიალექტზე. მთავარი განსხვავებები ამ 9 დიალექტს შორის ფონეტიკაშია. გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ მოიცავს ტუნდრას, პლატოს, ხოლო კამჩატკა - მთაგორიანია. კლიმატი ოკეანურია კამჩატკაზე, ხოლო მატერიკის არეაში ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 0 გრადუსი ცელსიუსის ტოლია - კონტინენტურია.[11]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორიაკების დასახლება ავტონომიურ ოლქში „კორიაკ“ ცოტათი მეტია მთელი რაიონის მოსახლეობის 20%-ზე. მთლიანი რაოდენობა კორიაკებისა არის დაახლოებით 8000 კაცი. 1960 წლის მონაცემებით, კორიაკების 90% საუბრობდნენ საკუთარ მშობლიურ ენაზე, აქედან მოყოლებული ეს მაჩვენებული სულ უფრო მცირდება. რამდენიმე 10-წლეულის წინ ისეთი მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი, როგორიც იტკენი და აპუკინია შეუერთდნენ კორიაკებს. ყველა პოპულაცია კორიაკებისა სასოფლოა.[12]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული პროდუქცია რასაც კორიაკები აწარმოებენ არის, ჩრდილოეთის ირემი, რომელსაც მომთაბარე კორეაკები მწყემსავენ, დაჭერილი თევზი, ზღვაში ნანადირები და ბეწვი დაჭერილი ცხოველების. მე-17 საუკუნეში რუსეთიდან შემოუვიდათ რკინის საგნები. მე-18 საუკუნეში ძალიან ცნობილი იყო კორიაკების სამჭედლო პარენში (სოფელი პენჟინის ყურის სანაპიროზე). ამ სამჭედლოში მათ რკინის ჯავშანიც კი გააკეთეს. მე-19 საუკუნეში სარძევე ფერმა და მებაღეობა განავითავრეს. მათ ჩრდილოეთის ირმებთან ერთად ძაღლებიც ჰყავდათ, რომლებიც მარხილებში ჰყავდათ შებმული. ეს იყო მათი ტრანსპორტირების საშუალება, ხოლო დღესდღეობით ეს თვითმფრინავები და ვერტმფრენებია. კორეაკები მიწებს არ ფლობდნენ ერთადერთი მთავარი საკუთრება იყო ჩრდილოეთის ირმების ჯოგი, რომელიც მამაკაცების ხაზით გადაეცემოდა.[12]

საქმეების გადანაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადანაწილებას, კაცის საქმიანობა იყო ტრადიციულად ჩრდილოეთის ირმების მწყემსვა, თევზაობა და ნადირობა. ქალების საქმე კი - ტანსაცმლის კერვა, დიასახლისობა და მებაღეობა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება კორეაკებში იყო მხოლოდ ენდოგამური (ცოლად მიყვანდი ან გაჰყვებოდი მხოლოდ შენი წარმომავლობისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს). ქორწინება დაშვებული იყო ბიძაშვილებს და დებსა და ძმებს შორითაც. განმასხვავებელი სახასიათო ნიშანი იყო ის, რომ ქმარი მომავალი ცოლის მამის სახლში მუშაობდა. საქორწინო ცერემონია შეიცავდა „პატარძლის გატაცებას“ და შემდეგ სიძე მიდიოდა მის საძებრად. სიძე უნდა შეხებოდა პატარძლის სასქესო ორგანოს, ხოლო მისი ნათესავები ყველანაირად ცდილბდნენ მისთვის ხელი შეეშალათ.  დღესდღეობით, სამოქალაქო ქორწინება ხორციელდება რუსეთის კანონების მიხედვით და შერეული ქორწინება არ იკიცხება.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორიაკების შამანი ქალი

რელიგიური შეხედულებები საკმაოდ განსხვავებული იყო სხვა ცივილიზაციებისაგან. მათ ჰყავდათ ყვავის კულტი, რომელიც ითვლებოდა დემიურგად და ცხოვრების შემქმნელად კორიაკებში. მსხვერპლი იყო შეწირული როგორც კეთილ, ის ბოროტ სულებს იმ მიზნით, რომ ისინი დაემშვიდებინათ. კეთილ სულებს განეკუთვნებოდნენ წინაპრები, რომელთა მიმართაც იჩოქებდნენ სპეციალურ ადგილებში. ძაღლები ითვლებოდა საუკეთესო მსხვერპლად სულებისათვის, რადგან ითვლებდოა რომ ის მეორე სამყაროში დაიბადებოდა და წინაპრებს მოემსახურებოდა. ეს ყველაფერი 1950 წლამდე შენარჩუნდა.[13]

დაკრძალვის რიტუალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორიაკებს დაკრძალვის რამდენიმე მეთოდი ჰქონდათ: კრემაცია, მიწაში ან ზღვაში დამარხვა და მიცვალებულის დამალვა მთის ნაპრალებში. ზოგი კორიაკი განასხვავებდა დაკრძალვის მეთოდებს იმის მიხედვით თუ როგორ დაიღუპა ადამიანი. ისინი, ვინც ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპებოდნენ კრემაციას უკეთებდნენ; ახალშობილებს, რომლებიც მკვდრები იბადებოდნენ, მიწაში მარხავდნენ; ვინც თვითმკვლელობას ჩაიდენდა, დაკრძალვის გარეშე ტოვებდნენ. მწყემსები კრემაციას ანიჭებდნენ უპირატესობას და ყველაფერს - ჭურჭელს, ტანსაცმელს, ნივთებს, ათავსებდნენ დაკრძალვის კოცონში, რათა მიცვალებულს ის გამოეყენებინა იქეთა სამყაროში. „გამცილებელ“ ირმებს უკუღმა აბამდნენ სპეციალურად, რადგან მათ მიაჩნდათ რომ იმ სამყაროშ ყვეალფერი დიამეტრულად საპირისპირო იყო ამ სამყაროსთან შედარებით.  თანამედროვე კორიაკები საკუთრ მიცვალებულებს რუსული მეთოდით, მაშინ როდესაც ჩრდილოეთის ირმების მწყემსები ისევ კრემაცის მიმართავენ.

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული დღესასწაულები ადამიანთა მეხსიერებში დარჩა. მაგალითდ: შემოდგომის მადლიერების დღეს („ჰოლოლო“), რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირა და ბევრ გამომდიანრე ცერემონიებს შეიცავდა. დღესდღეობით, მონატრება და სევდა უძველესი ეთნიკური იდენტობის შეცვლის გამო უფრო და უფრო ძლიერდება.

ხელოვნება და მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოლკლორი კორიაკების წარმოდგენილი იყო ლეგენდებში, მონათხრობებში, სიმღერებში და ცეკვებში. მედიცინაში კი -  პირველ მკურნალებად ითვლებოდნენ შამანები. ეს 1930 წლამდე გრძელდებოდა. დღესდღეობით, კორიაკები ჩართულნი არიან რაიონის ჯანდაცვის სისტემაში.[14]

ნივხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნივხთა დასახლებები

ნივხები- ცხოვრობენ ქვედა ამურის მიდნარის აუზში, უფრო კონკრეტულად, მის შესართავთან კუნძულ სახალინზე, რუსეთის ტერიტორია. ძირითადი ნაწილი მოსახლეობისა დასახლებულია ტუნგუსკის ტერიტორიაზე. ისინი თავს უწოდებენ "Nivkh"-ს (ამურის დიალექტი) და "Nighvng" (სამხრეთ სახალინისდიალექტი) რაც ნიშნავს „კაცობრიობას“ , „ადამიანს“. მათ მხოლოდ ერთი ძირითადი ეთნოსი ჰყავთ, რომელსაც "Gilyak" ეწოდება. როგორც ცნობილია, ისინი სტატიკურად ბინადრობენ ამ ტერიტორიაზე ნეოლითის პერიოდიდან. სანამ რუსეთის ადმინისტრაციული საზღვრები გაიზრდებოდა და ისინი ამ კონკრეტულ ეთნოსამდე მივიდოდნენ, როგორც ცნობილია ნივხებს დაკავებული ჰქონდათ ქვედა ამურის მდინარიდან ოხოტის ზღამდე მთელი აუზი.[15]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვლევართა ანალიზის საფუძველზე ცცხადია ის წარმოუდგენელი ევოლუცია, რომელიც ნივხთა რელიგიურმა შედეხულებებმა გაიარა. ადრეულ ხანაში, როდესაც ამ კულტურის ფორმირება ხდებოდა,მათი  წარმოდგენები მეტად მსგავსი იყო პირველყოფილ ადამიანთა იდეურ კონცეფციასთან. როგორც ცნობილია, Nivkh-ები თავდაპირველად საკუთარ შეხედულებებს ცხოველების დიდებასთან და მათთვის საკრალური მნიშვნელობის მინიჭების ხასიათს უსაბამებდნენ.[15]

რიტუალი დათვის მონაწილეობით

ნივხთა საზოგადოებისთვის  განსაკუთრებით დათვის კულტი იყო მნიშვნელოვანი. ისინი დათვს, როგროც ერთგვარ ტოტემს განიხილავდნენ და მისთვის მიძღვნილ არაერთ რიტუალს თუ ტრადიციას გადასცემდნენ შთამომავლობას. ეს ცხოველი ერთგვარი ერთიანობის და სიძლიერის სიმბოლოა და სწორედ ამიტომ,  ხშირია რიტუალები მისი მონაწილეობით.[16]

განსაკუთრებით აღნიშნავენ დათვისთვის მიძღვნილ ფესტივალს. ამ კონკრეტულ პროცესიას შემდეგი იდეური ახსნა აქვს- ყველა გარდაცვლილი, ამ დღეასწაულზე, დიდებულ წინაპრად ირაცხება , რომელსაც სამუდამოდ უშვებენ  ცოცახლთა ცხოვრებიდან და რომელთა ღირსებაც დასაფასებელი ხდება ყველა შთამომავლისთვის. ამავე დღეს ახალდაბადებულები, როგორც მომავალი თაობა, წინაპრების ძალას იძენენ. სწორედ გარდაცვლილების დამშიდობებისა და შთამომავლობის მიღების დღესასწაულის სიმბოლო არის დათვი. ფესტივალის განმავლობაში უამრავი დათვი იხოცება , რომლითაც ნივხები ერთმანეთსა და დამსწრე უცხოტომელებს უმასპინძლდებიან. ამ უკანასკნლეთ გარკვეული როლიც აქვთ რიტუალის შესრულებაში. საბოლოო ჯამში ფესტივალი სადღესასწაულო ხასითისაა, ვხვდებით ცეკვებს, თამაშებსა  და სხვა მრავალ გასართობს.[17]

ამ ეროვნების ადამიანებისთვის არ არის დამახასიათებელი ღმერთის ან ღმერთების ცნების აღქმა. 1854 წლის მონაცემებით,  როდესაც ამ კონკრეტული კულტურის შესწავლა მიმდინარეობდა, აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ პასუხი კითხვაზე ცხოვრობდა თუ არა ღმერთი სამოთხეში და მეტიც, ისინი ვერც იაზრებდნენ თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვა.  თუმცა, ამავე პერიოდისთვის მათთვის ცნობილი იყო სიტყვა „ლოცვა“, არა შნაარსობრივად, არამედ მოქმედების თვალსაზრისით.  ისინი სტიქიებსა და გეოგრაფიულ ინდივიდები უფრო ხედავენ მმართველსა და რწმენის ობიექტს.[18]

როგორც ცნობილია, თავდაპირველად მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ზღვების, მთებისა და ტყეების რაობას, რომელსაც საკუთარ მბრძანებლებად და სათაყვანო ობიექტებად მოიხსენიებენ. იდეურად ყველაზე ჭეშმარიტად აღიარებდნენ წყალს, რომელსაც, ნივხთა მითების თანახმად, სამყარო თავად უნდა შეექმნა. სწორედ ის იყო  საწყისი და დასასრულიც მათი არსებისა, რადგანაც ძირითადი და ყველაზე გვარცელებული მითის თანახმად, სწორედ წყალი აბობბოქრდა ერთ დროს მათთვის ისე, რომ წყალდიდობამ მთები ზღვად აქცია ზღვა კი მთებად. ეს ერთგვარი აპოკალიფსური მოვლენა იყო ნივხთათვის.

აღსანიშნავია, რომ ამ კულტურის რელიგიისთვის ცა არის ცალკეული ობიექტი, რომელიც არ ეკუთვნს დედამიწას და ის ზოგჯერ სტატიკურია, ზოგჯერ კი - მოძრაობს. მათი აზრით მისი წასვლისას მოდის ახალი არსება სიბნელე( ღამე ).

აღსანიშნავია ტყეების საკრალური მნიშვნელობა , რომელის თანახმადაც, ადამიანები სწორედ ხეებისგან წარმოიშვნენ და სწორედ ამიტომ უნდა სცენ მათ განსაკუთრებული პაატივი.

მთების მმართველს კი ისიინი „Pal' n'igyvyn“ -ს უწოდებენ, აღსანიშნავია, რომ ყველა კლანს საკუთარი „Pal' n'igyvyn“ ჰყავს. ერთ-ერთი მითის თანახმად, ზამთარში, როდესაც მთები თოვლით იფარებიან მმართველის თვალი წყლის გავლით მოაღწევს ადამიანებამდე და რომელიმე კაცის სხეულში ჩასახლდება , რათა მიიღოს მისი სისხლი. იმ შემთხვევაში,  თუ ამ კაცს მოკლავენ მოკვდება „Pal' n'igyvyn“-ც.

ასევე არსებობს ცეცხლის კულტი, რომელიც მათი წარმოდეგნით მოხუცი ქალია. ხოლო ჯანმრთელობის მფარველი მამაკაცი თევზის სხეულში ცხოვრობს. ქარის ღმერთიც, მამაკცივით გამოიყურება და თავად ქარი მისი პირიდან უბერავს

ღმერთების გარდა რელიგიის მითოლოგიაში გვხვდება ბოროტი სულებიც. მაგალითად Ge-n'ivukh, რომელიც ადამიანების გატაცებითაა დაკავებული, განსაკუთრებით კი ბავშვებით. როგორც ცნობილია, ის მოდის მათთან და ორი თითით მასთან მიახლოვებას აიძულებს, შემდეგ კი რაღაცას თოვს. ძირითადად ფოთლები უყვარს და იმ შმეთხვევაში, თუ სხვა რამეს მიიღებს მსხვერპლისგან ის განრისხდება და ყვირის, რომ თუ ადამიანს არ აქვს ის, რაც მას სჭირდება, მაშინ არც არაფერი უნდა შესთავაზოს, შემდეგ კი აქრობს მას.  როგორც ცნობილია, ერთადერთი რაც Ge-n'ivukh -ს განდევნის სისხლია , რომლისაც თურმე ძალიან ეშინია.[19]

აღსანიშნავია , რომ ერთადერთი ინსტიტუტი სასულიერო, რელიგიური მოღვაწისა არის შამანი. მისი სქესი განსაზღვრული არ არის და გენდერული ბალანსი იშიათად ირღვევა. მას ჰყავს დამხმარეები, რომლებიც ცდილობენ აბსოლუტური კომფორტი შეუქმნან ადამიანს, რომელიც შუამავალია კაცობრიობასა და „ღმერთს“ შორის . ერთადერთი განმასხვავებელი ნიშნანი სხვა ხალხისგან, არის შამანის ქამარი, რომელიც ძირითად შემთხვევაში მეტალისაა და მის სიძლიერეს განსაზღვრავს. რაც შეეხება ანაზღაურებას, ეს ტრადიციული მეთოდი არის თითქმის ყველა რელიგიური სუბკულტურისთვის, შამანების „ხელფასი“ სხვადასხვა პროდუქტები, მიწები და სხვა მსგავსი ტიპის ობიექტებია.

შამანური იდეებით გაჯერებული მათი რელიგია დიდხანს იყო მოწოდების სიმაღლეზე. დაახლოებით 1880 წლამდე სიტუაცია ააბსოლუტურად სტატიკური იყო.  თუმცა ამ პერიოდიდან უკვე იწყება გარკვეული ცვლილებები რელიგიურ შეხედულებებში. როგორც ცნობილია, შესამჩნევად იკლებს შამანების, როგორც რეპუტაიცა, ასევე მათი რაოდენობა. იცვლება შეხედულებები, როგორც რიტუალებზე, ასევე ზოგადად რელიგიურ რწმენებზე.  დაკვირვებების წარმოებამ იმდენად დადებითად იმოქმედა მათ სუბკულტურაზე, რომ ცხადი გახდა ცივილიზაციის ზეგავლენა ნივხთა ყოველდრიურ საქმიანობაში. დღესდღეობით დაახლოებით 60 პროცენტი მათი რასისა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, როგორც რუსეთის უმრავლესობა.[17]

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიენბს, რომლებიც საკმაოდ პრიმიტიულად აზროვნებენ რელიგიური შეხედულებების თვალსაზრისით,  საოცრად მრავალმხრივი და განსაცვიფრებელი წამროდგენები აქვთ ხელოვნებისადმი. როგორც არაერთი  მკვლევარი ამბობს: „აქ ხელოვნება არ იქმნება ხელოვნებისთვის“. დაუდგენელია რა შეიძლება იყოს მათი ამ საზღვრების ინსპირაციის წყრო, თუმცა ისინი ერთგვარ ახალ განზომილებას ქმნიან ამ ასპექტისთვის და მათთვის ხელოვნების ყოველი დარგი ამურის სხვა ტომებთან შედარებით გაცილებით განვითარებული და დაფასებულია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხეზე ჭრის ნივხთა მიერ დანერგილი მეთოდოლოგია , რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. როგორც ცნობილია, ორანმეტები, რომლებიც ესოდენ ორიგინალურ ხასიათს ატარებს სინამდვილეში, სხვა კულტურათა დიდი ზეგავლენითაა შთაგონებული.  შესამჩნევია კავშრი  Nivkh-თა ხელოვნების კულტურასა და ჩინურ- იაპონურ ქმნილებებთან. განსაკუთრებული და სახასიათო ანარეკლი კი რომელიც  მათ ხელოვნებაში გვხვდება,  ნანაის სუბკულტურის ნაწილია.

ხის ჭრისა და ვერბალური ხელოვნების გარდა სხვა ასპექტებსაც ვხვდებით მათ კულტურაში. მათ შორის განსაკუთრებით მდიდარი წარსულით გამოირჩევა მუსიკა, რომლის შექმნასაც ხშირ შემთხვევაშ საკმაოდ უცნაური და სახასიათო მოტივები აქვს. მაგალითად, საკმაოდ ხშირად იმღერება ნაწამოები სუიციდზე. განივიხილოთ ერთ-რთი შემთხვევა, როცა წყვილი სიყვარულის გამო გადაწყვეტს სიცოცხლეს ერთდროლად გამოემშვიდობოს და ამ დროს გაცილებით უფრო უბედური შემთხვევა ხდება, მამაკაცის თოკი მოულოდნელად გაწყდება მისი წონის ან სხვა პრიმიტიული მიზეზების და გამო. ამ დროს იწერება გამოსამშიდობებელი სიმღერები ქალისა, რომელიც ასე უცნაურად დაემშიდობა მის მამაკაცს.[17]

აბსოლუტურად ყველა სიმღერა დაბალი ტონით სრულდება,რაც გაცილებით უფრო მიმზიდველს ხდის მელოდიურობას, რაადგან ამ მხრივ დეტონაციების დომინირება გამორიცხულია. აღსანიშნავია, რომ თემა ძირითადად ლირიკული არის ან პატრიოტული, ცალკე კატეგორიად შეგვიძლია განვიცილოთ სადღესასწაულო სიმღერები. განსაკუთრებულ კულტურულ მიშვნელობას კი „ხალხური“  ნაწარმოებები ასრულებენ , რომლებიც შთამომავლობიდან შთამომავლობას გადაეცემა . ამ სიმღერებს მთელი ტომი ერთდროულად ასრულებს ხოლმე ნებისმიერი პორცესიის მიმდინარეობისას- ჭამის ნადირობის , საუბრის თუ ასე შემდეგ. ერთადერთი კრიტერიუმი თთითქმის ყველა შემთხვევისთვის არის ის, რომ აუცილებლად დღე უნდა იყოს. გაცილებით მნიშვნელოვან  კულტურულ დამიშნულებას ატარებენ ნაწარმოებები, რომლებიც ღმით მთვარის შეუქზე სრულდება.  ასევე განსხავვებულია მათი შესრულების ტრადიციაც . როგროც ცნობილია, ღამით, როცა  ბანაკის უმრავლესობა საკუთარ თავშესაფარში ემეშიდობება დღის დამღლელ მშაობას, შესაძლებელია ტომის რომელიმე წევრმა მოულოდნელად სიმღერა დაიწყოს. ეს ბგერები ცხადია იქნება აბსოლუტურად ლირიკისა და სევდის მაუწყებელი და რაც არ უნდა შემაწუხებელი იყოს ის ნებისმიერი თანატომელისთვის, ყველა მათგანი ვალდებულია  აბსოლუტური სიჩუმე შეინარჩუნოს. მათ არ აქვთ აყოლის ან რაიმე ხმაურის გამოწვევის უფლება, რადგან ასეთ სოლო სიმღერებს - მთვარის ფონზე მთს სიმღერა ეწოდება. ეს უკანასკნელი კი როგორც ვთქვით საკრალურ მნიშვნელობას ატარებს.

სიმღერების შემფასებლები და ერთგარი ცენზორები არის შამანები , რომლებიც ძირითადად თავად არიან ხოლმე კომპოზიტორები და პოეტები.  მაგრამ თუ ტომის სხვა წევრები იმღერებენ ან შექმნიან ნაწარმოებს, ვალდებულები არიან წარუდგინონ შამანს და მხოლოდ ამის შემდეგ მოასმენინონ საზოგადოებას.

ცხადია სადღესასწაულო დღეებში არ სრულდებოდა ლირიკული ჟანრის ნაწარმოებები. სიმღერების დიდი ნაწილი ხუმრობებზე და ანდაზებზე იყო აგებული. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნაწარმოებებს ცხოველებისა და ტოტემების დიდების შესახებ.[17]

ჩაცმის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნივხები

ზაფხულობით ისნი იმოსებიან სელის ან ბამბის პერანგიღ. ასევე აცვიათ იმავე მასალით დამზადებული შარვალი, განსაკუთრებული ატრიბუტი კი არის ფართო, პირამიდის ფორმის ქუდი , რომელსაც არყის ხის ქერქისგან ამზადებენ.  ქუდს აქვს ასევე ერთგვარი თოკები , რომლითაც ის ნიკაპის ქვემოთ იკვრება და ასე მაგრდება თავზე, რაც სკამოდ კომფორტულია. ქუდის ფერი ძირითადად ღია ტონალობებში გადაწყდება ხოლმე , ყველაზე გავრცელებულია თეთრი ან ღია ნაცრისფერი.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, მათ ის ან საერთოდ არ აცვიათ ან ღია ტიპის ჩასაცმელს ამზადებენ თევზის კანისაგან. ამ მხრივ ხარისხიანობითა და კომფორტულობით გამოარჩევენ ორაგულის კანს. ასევე სიმაგრისთვის იყენებნ ხის მასალასაც.

რაც შეეხება ზამთარს,  წელიწადის ამ დროს მთავარი ატრიბუტი ჩაცმულობისა ცხადია არის ბეწვი, რომელიც იდაყვებთან სპეციალური დამჭერებით არის დამაგრებული. ცხადია ფეხსაცმელიც იმავე მასალისაგნ, ოღონდ დახურული და თბილი იკერება.  მაგრამ ის იმდენად მჭიდროდაა შეკრული სხავდასხვა მატერიით გარედან, რომ წყალგამძლეა.   იცვამენ მილისებრი ფორმის სწორ შარვლებს,  რომელთა შიგნითაც თეთრეულის უხეში შარვალი აცვიათ, რომლის სიგრძეც მხოლოდ მუხლებამდეა. პერანგის გარდა, მნიშვნელოვანია ქურთუკი, რომელიც ასევე თვეზის კანისა და ძაღლის ტყავისაგან მზადდება. ქურთუკს აქვს გულთან ერთგვარი ჯიბე, ხოლო ის დაკავშირებულია ქამართან, რომელიც წელზე ამაგრებს, როგორც შარვალს ასევე სხავდასხვა იარაღებაც.[20]

ორნამენტული სამოსი

ქალების ჩაცმულობაც თითქმის იმავე ტიპისაა. მასალა თითქმის აბსოლუტურად იდენტურია ისევე, როგორც სტილისებული პერანგები და ქურთუკები. მაგრამ, მდედრის შემთხვევაში, შეიძლება ტანსაცმელი იყოს ფერადი და გაფორმებული სხვადასხვა ორნამენტებით . მათ შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელთათამანები, რომელიც აგრეთვე ორნამენტულია. ასევე ფართო საყურეები და მძივები, რომლებიც ფერადი მინისგან მზადდებოდა. ქალები ასევე იყენებდნენ ცეცხლზე დამუშავებულ სამაჯურებსაც.[18]

მედიცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც შეეხება მედიციას, ვერ ვიტყვით, რომ ეს უკანასკნელი სხვა სფეროებივით განვითარებული იყო ამ კულტურაში. მეტიც, ნებისმიერი დაავადება უბრალოდ ბოროტი სულების ჩასახლებასთან ასოცირდებოდა და შესაბამისად თითქმის არაფერს აკეთებდნენ რასაც მკურნალობა ჰქვია, გარდა იმისა, რომ შამანები ცდილობენ ამ სულების  ადამიანის სხეულიდან გამოდევნას. შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზედმეტად მაღალი იყო. ცნობები მკურნალობისა თუ სხვა სამედიცინო საქმიანობის შესახებ არც ისე ხშირია. შეგვიძლია ვისაუბრობთ, ამ მხრივ, მხოლოდ მშობიარობის პრეცენდენტზე, რომელიც სამედიცინო თალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტი არის.

ქალი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მჯდომარე უნდა ყოფილიყო, რათა მზად აღმოჩენილიყო მშობიარობის დაწყებისთვის ნებისმიერ მომენტში. ამ პროცესის დროს არანაირი კონკრეტული  ქირურგიული ჩარევები არ ხდებოდა. ქალს პირში უდებდბენ ხის ნაწილს, რაც ტყის, როგორც ძლიერი კულტის საკრალური მნიშვნელობის დამსახურება იყო. როგორც ცნობილია, ამით ცდილობდნენ მშობიარესთვის მიეცათ ძალა. ამ დროს კი მამაკაცი აუცილებლად მის გვერდით უნდა მჯდარიყო, დაეჭირა მისი სხეული და თმა.მას ევალებოდა დაეცვა მეუღლე უხერხული მოძრაობებისაგან, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ახალშობილს.  იმ შემთხვევაში, თუ ქალის მშობიარობა გართულდებოდა ცდილობდნენ კვლავ შამანისტური რიტუალებით შეეცვალათ სიტუაცია. ბავშვის დაღუპვა, რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო, მაგრამ გაცილებით უფრო ტრაგიკული მოვლენა იყო ქალის გარდაცვალება, რადგან ამის შემდეგ ბავშვიც აუცილებლად უნდა მომკვდარიყო, მათი აზრით ის ჯანმრთელი ვერ გაიზრდებოდა.[21]

გარდაცვალება და მისი შემდგომი რიტუალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როოგროც ცნობილია, ნივხებისთვის სიკვდილი ბოროტი სულის წყალობით ხდება, რომელიც ადამიანთან სხვადასხვა შემთხვევაში მოდის. სწორედ ამიტომ, ეს უკანსანელი ორ ნაწილად აქვთ დაყოფილი- ბუნებრივი და არაბუნებრივი გარდაცვალება. პირველ მათგანში შედის ცხოველის ან ადამიანის თვადასხმის შედეგად დაღუპპულ ადამიანთა სულები და ამ ყველაფერს ბუნებრივი გარდაცვალება ეწოდება. არსებობს არაბუნებრივი სიკვდილის კატეგორია, სადაც ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოწვეული სიცოცხლესთან დამშვიდობება შედის.[22]

რაც შეეხება თავად დაღუპვის შემდეგ ცერემონიას, ისინი ფიქრობენ, რომ სიკვდილის სული ჩასახლდება ხოლმე მომავდავ ადამიანში, სწორედ ამიტომ ის აუცილებლად უნდა დაწივას რათა გაანადგურონ სული , რომელმაც არ უნდა მიაკითხოს გარდაცვლილის ნათესავებს. ტომის წევრები თავდაპირველად სხეულს მიხედავენ, შემდეგ მის ერთგვარ პანაშვიდს აწყობენ . სხეული კონკრეტული სამოსით შემოსილი და და თივაზე დაბრძანებული ატარებს ღამეს . ის შებრუნებულია ჩრდილოეთით, რადგან შამანი ფიქრობს, რომ მზე ცოცხლებისთვის სხვანაირი მიმართულებით ამოდის. გარდაცვლილს ხელები გულზე აქვს დაწყობილი . მის გვამთან მთელი ღამის განმავლობაში ანთია ორი ლამფა , რომლებიც იცავენ ოჯახს სიკვდილისაგან, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ,  გარდაცვლილის მახლობლად ცხოვრობს.   

ტანსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს აბრეშუმის ან ბამბის , აკრძალულია ნებისიერი ცხოველის კანის ან მისგან დამზადებული ნივთის გამოყენება დაკრძალვის ცერემონიაზე. რაც შეეხება ოჯახს, მათ აუცილებლად სხვა ნათესავის ტანსაცმელი უნდა ჩაიცვან. ქალმა- ქმრის, მამაკაცმა- ცოლის, ბავშვმა- მშობლის და ასე შემდეგ. აუცილებელია, რომ დაკრძალვის სამოსი აუცილებლად თეთრი იყოს ყოველგავრი ორნამენტების გარეშე.

შემდეგ გამთენიისას ხდება კრემაცია და ტარდება პატივის მისაგები რიტუალი. რომელშიც მთავარ მოანწილობას ძაღლი იღებს.  დილით ტომის მამაკაცები და ბავშვები აგროვებენ მაღალი ხარისხის ხეებს და ემზადებიან კოცონისთვის. ამ უკანასკნელთან გვამი ოთხ ადამიანს მიაქვს. აუცილებელია, რომ ისინი მამაკაცები იყვნენ. ცეცხლის წაკიდებისას მხოლოდ სხული არ უნდა დაიწვას, ასევე ცეცხლის მსხვერპლი უნდა გახდეს თევზის კანიც, რომელსაც მათთვის საკრალური მნიშვნელოვა აქვს, რადგან ჯანმრთელობის ღმერთი სწორედ თევზის კანში ცხოვრობს.

ასე მთავრდება გარდაცვლილი ადამიანისადმი მიძღვნილი ცერემონიის პირველი ეტაპი. მეორე კი არის დათვის ფესტივალი, სადაც მას ღირსეულ წინაპრად შერაცხავენ და მის სახელზე ძაღლებს დახოცავენ.

რაც შეეხება ცხოვრებას სიკვდილის შემდეგ, ნივხთა აზრით,  გარდაცვლილები მიწის ქვეშეთში მიდიან და იქ აგრძელებენ ცხოვრებას ან არსებობს კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმოდგენა. მათი აზრით ადამიანი, რომელიც არ არის მოკლული, არ იგულისხმება სუიციდი, მიდის დედამიწის გარშემო საფრენად.  მისი სული ე.წ. სამოთხეში მოხვდება და შემდეგ რეინკარნირების ტიპურ მაგალითად მოევლინება ქვეყნიერებას. ასეთი ადამიანი გარდაცვალების შემდეგ  შეიძლება გახდეს თევზი , ფრინველი ან რომელიმე ცხოველი.

ენა და დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ კულტურის წარმომადგენლეთა ენა ორიგინალობით არ გამოირჩევა, სხვა მსგვავსი წარმოშობის ტომთა გამოთქმასა თუ ანბანურ წყობას შორის. სტილისტიკურადაც კი ეს უკანასკნელი მსგავსია რუსული , სლავური ენის  და მეტიც, ზოგიერთი სიტყვა აბსოლუტურად იდენტურია ამ ენების. რაც შეეხება დამწერლობას, ის იდეალურ და იდეურ თანხვედრაში მოდის რუსულ სისტემასთან , გამოიყენება, როგორც იგივე ანბანი, ასევე ყველა სიტყვის ჩაწერის სტილისტიკა არა ინდივიდუალური არამედ იდენტურია რუსული ჩანაწერისა. რაც შეეხება ხმოვანობასა და ჟღერადობას, ენა საკმაოდ მკაცრი და მკვლევართა უმეტესობის აზრით ლამაზზე მეტად ბევრად უხეშია.

როგორც ცნობილია, მეტყველებაში გვხვდება ისეთი ბგერებიც, რომელიც სლავურ და რუუსულ ხმოვანებაში არ გამოიყენება და გვხვდება ევროპული წარმოშბის ენებში - მაგალითად გერმანული. თუმცა, თავად სიტყვები მანერით რუსულს უფრო წააგავს, რადგან მნიშვნელობებს შორის ნივხურსა და გერმაულ ან რუმინულ ენებს შორის დიდის ხვაობაა.  და თანაც, სტილისტურად ბგერა „ი“ , მსგავსად სლავური ენებისა,  ხშირად გამოითქმის ხმოვნის შემდეგაც კი არსებით სახელების დასასრულს.

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს რაღაც კონკრეტული გრაამტიკული წესები, სინტაქსსა და მორფოლოგიაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ხშირ შემთხვავევაში, რაღაც კონკრეტული სიტყვის ასობით სხვადასხვა გამოთქმის მანერა არსებობს და აბსოლუტურად ყველა სამართლიანად წამრმოადგენს სწორ ვარიანტს. სწორედ ამიტომ, მიუხედადვ იმისა, რომ ენა თავისი სპეციფიკით რთულია, მისი ცოდნის პრაქტიკული თვალსაზრისით გამოყენება უცხოტომელებს არ უჭირთ.

არ არსებობს თვლადი და უთვლადი სახელების დიფერენცირების ფენომენი. მეტყველებაში ვერ ვხვებით გენდერის განმასხვავებელ მაჩვენებლებს, როგორც ევროპული ასევე რუსული ენისგან განსხვავებით.

სიტყვების გამოთქმა მხოლოდ იმის მიხედვით განისაზღვრება ხოლმე , მისი რომელი ჟღერადობაა უფრო ცნობილი, რადგან ერთი სიტყვის დაახლოებით ასობით წარმოთქმის მანერა არსებობს. მაგალითად,  სიტყვა „ytyk“,  რომელიც მამას ნიშნავს, შეიძლება სულ სხვანაირად იქნეს გაჟღერებული ,  მაგალითად , როგორც სიტყვა -   „styka“.

ზოგეჯრ კონკრეტული ფრაზაც კი შეიძლება სხვანაირად ითქვას, იმის მიხედვით თუ რას მიემართება ის, ზოგჯერ კი პირიქით სიტყვებს შორის აშკარა კავშირს ვხედავთ. მაგალითად,  წინადადება „ძმასთან ერთად“ ითქმის როგორც - “rufrokh“, და ფრაზა „მამასთან ერთად“ ჟღერს შემდეგნაირად - „ytyktokh“.  აშკარა მსგავსება ამ ორ ჟღრადობას შორის, მაგრამ მათგან საწინააღმდეგოდ , ვხვდებით ზმეოთ ნახსენებ განსხავვებულობის შემხვევას. მიუხედავად იმისა,  რომ კონტექსტი ანუ მიმართება იგივა და  უბრალოდ ობიექტი იცვლება , „მასთან ერთად“ ითქმის როგროც - „ygryr“ და „ჩემთან ერთად“ – „nygryr“.

რაც შეეხება ზედსართავ სახელებს, აქაც სპეციპიკურ და პრიმიტიულ აზროვნებას ვაწყდებით. ზოგიერთი რამ,  რაც შეიძლება იყოს დიდი და პატარა შემდეგნაირად განისაზღვრება. პატარას პატარა სიტყვა შეესაბამება , ხოლო იმავე არსებითი სახელის დიდი ზომის ობიექტის დასახასიათებლად გამოიყენებეა სიტყვა , რომელშიც პატარას ზედსართავი ორჯერ მეორდება. მაგალითად მდინარე არის - „la”  ხოლო დიდი მდინარე - „pilala”.

რაც შეეხება წინადადების წყობას, ქვემდებარისა და შემასმენლის ურთიერთმდებარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ,მაგრამ საუბრისა და წერის დროს წინდებულები და ზმნისზედები ყოველთვის სიტყვის შემდეგ გამოიყენება . მაგალითად  თუ ინგლისურ ენაში ვიტყვით „through the forest” ( ტყის გავლით) ამ ფრაზის ანალოგი იქნება -  pal (ტყე) shmy (გავლით).[20]

სამოიედები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოიედები-  ცხოვრობენ რუსეთის ტუნდრის ტერიტორიაზე , კონკრეტულად მათ ეკუთვნით მიწები ბერნტისა და კარას ზღვების სანაპიროებიდან, თეთთრი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილებამდე. ასევე მათი სამხრეთ საზღვარი საიანის მთებზე გადის.

Samoyed-ები ხუთ ძირითად ეთნოსად იყოფიან . ესენია: ნენეტები (Yurak), ენეტები (Yenisey), ნგანასანები (Tavgi), სელკაპები (Ostyak) და კამასები . თითოეული მათგანის, როგორც სახელწოდება, ასევე კულტურული ღირებულებები მათი მკვიდრი ტერიოტორიების სახესხვაობებისგან მომდინარეობს , მათ საარსებო ტიპსაც ეს უაკანასკნელი განსხაზღვრავს. კონკრეტულად, ნგანსანები - "ტუნდრის სამოიედები " ასე იმის გამო მოიხსენიება, რომ ტუნდრის რეგოინში არიან  დასახლებული. სელკაპები და ნენეტები -   ტყის , ხოლო კამასები და ენეტები -  მთის ხალხად იწოდებიან.[23]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ცნობილია, ამ კულტურის რელიგია დამყარებული იყო შამანურ მმართველობასა და რეორგანიზაიიცს ფორმებზე. თითოეული ინდივიდის ღრმა რწმენით, არსებობდა საკმაოდ მჭირდრო კავშირი სულებსა და ცოცხალ ადამიანებს შორის. ამ უკანასკნელზე გავლენა კი ჰქონდათ სწორედ სულებს. ისინი განადებდნენ ინდივიდების ცხოვრებასა და ბედ-იღბალს. კონკრეტული სულების სამყარო მათთვის მხოლოდ  წინაპრებისგან, იმავე ეროვნების გარდაცვლილი ადამაინებისაგან, შედგებოდა.  მათი არსებები კი ზებუნებრივად დაკავშირებულნი იყვნენ შამანებთან. სწორედ ეს უაკანსკნელნი იყვნენ ერთადერთი შუამავლები სულებსა და მათ მიერ მართულ ადაამიანებს შორის.[23]

ცხადია, ეს სულების სამყარო არ იყო მხოლოდ ჩვეულებრივი გარდაცვლილი არსებების ადგილსამყოფელი. რგორც ცნობილია, არსებობდა კონკრეტული როლებიც, რომლებსაც ზოგიერთი მათგანი რელიგიურ რწმენაში თამაშობდა. მაგალითად ნუმი. ეს უკანასკნელი , ხშირად მოხსენიებულია, როგორც „სამყაროს შემქნელი“ , „უზენაესი“ , „შემოქმედი“. მოსახლეთა აზრით ის იყო ცაში ბინადარი , მზისა და მთვარის განმკარგავი და სხავდასხვა სტიქიური მოვლენების შემქმნელი. სწორედ ამიტომ, როგორც სხვა არაერთ კულტურაში გვინახავს , ასეთი ტიპის არსებას სწირავდნენ მსხვერპლსაც, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. ასევე არსებობდა გაცილებით უფრო საშიში სული , რომელსაც ასევე ნუმის სახელით მოიხსენიებდნენ ხოლმე. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი სიკვდილთან ასოცირდებოდა, ამიტომ მას დიდი რაოდენობით მსხვერპლს სწირავდა თემი. ნუმი არ იყო ერთადერთი სათაყვანო არსება რელიგიის მითოლოგიაში , როგროც ცნობილია, ასევე არსებობდნენ :

  • Numkympoi- ეს სიტყვა ითარგმნება,  როგორც ვარსკვლავებს შორის ბინადარი. ამ სულს მიიჩნევენ საკუთარ წინაპრად და მას ნათლიასაც უწოდებდნენ.
  • Yaumau -  ნიშნავს „მიწის დასასრულს“ , მათთი აღქმით ეს სული დასავლეთ კუნძლების დასასრულს ცხოვრობდა და მიწას განაგებდა.
  • Yahammü-  ითარგმენა, როგორც „წყლის გადაღმა“ . როგროც ცნობილია, ეს იყო ერთადერთი სული, რომელიც ადამაინთა სამყოფელში ჩამობრძანდა კაცის ფორმის ხის ფიგურის სახით, რომელიც დღემდე ინახება.
  • Yaumau-Haddaku-ეს სიტყვა  ითარგმნება, როგორც „მიწის დასასრულის ბებია“. ეს გახვლავთ სული, რომელიც თევზში ბინადრობს, მათთვის წმინდა მდინარეში.

ამ ზემოთ ჩამოთვლილი სულების ადგილსამყოფელი ყველასთის ნაცნობი იყო , თუმცა არსებობდნენ მომთაბარე სულებიც. მაგალითად - წყლის სული , რომელსაც წარმოუდგენლად დიდი მსხვერპლშეწირვა ეკუთნოდა მოსახლეობისგან. მას შეეძლო არამარტო წარღვნების,  არამედ სხვა ათასგვარი დაავადების გამოგზავნა. კონტრასტად მიიჩნეოდა ადამიანებისადმი კეთლგანწყობილი ტყის სული , რომელსაც ძალზედ იშვიათად მიართმევდნენ ძღვენს სულიერი არსების სახით. რა თქმა უნდა, არსებობდა სხვა სულებიც  მათ შორის ხეების, ბუჩქების, ცხოველების და ა.შ.[24]

ზოგადად აღიარებული სულების გარდა კონკრეტულ სულებსაც ვხვდებით მათ რელიგიურ მითოლოგიაში . მაგალითად ყველა ოჯახს ჰყავდა  განსხვავებული „ოჯახის სული“ , ხოლო ყველა გვარს „წინაპარის სული“. ოჯახის სული ძირითადად ორი იყო,  ერთი მამაკაცი და მეორე ქალი. ხოლო გვარის საერთო წინაპარ სულს განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა  თითქმის ყველა ასპექტზე თემის ცხოვრებისა, მას ყოველდღურად იხმობენ სხვადასხვა მისიის შესასრულებლად და ერთ-ერთ ყველაზე მეტად სადიდებელ სულად მიიჩნევენ.[25]

როგორც ცნობილია,  მცირე მსხვერპლს , რომელიც შეილება რაღაც საკვების ან ოჯახური დღესასწაულის სახლით იყოს მივლენილი, ჩვეულებრივი სამოიედები თავად მიართმევენ სულებს. მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს დიდი ცხოველის მსხვერპლშეწირვასთან, ამ შემთხვევაში აუცილებელია შამანის ჩარევა.

შამანების როლი საკმაოდ დიდია თემის ცხოვრებაში. როგორც ცნობილია, ისინი არიან ერთადერთნი ვისაც შეუძლიათ დაავადებების განკურნება. მითების თანახმად, შამანებს ყოველთის ჰყავთ თანხმლები, კომპანიონი სულები, რომლებიც ეხმარებიან მას ნებისმიერი დავალების შესრულებისას. მაგალითად დაავადებების განკურვნისას, შამანი მიდის პაციენტთან, შეისწავლის მის ავადმყოფობას და შემდეგ ვარდება ტრანსში. ამ ეტაპზე მისი მეგობარი სულების დახმარებით,  ის იპოვის დაავადებბის შესაფერის სულს, თუ დაავადება მარტივია,  პროცესი მალევე მთავრდება , რადგან სუსტი სულიც საკმარისია განსაკურნად, ამის შემდეგ კი გონს მოდის და რიტუალების საშუალებით კურნავს დაავადებულს.  სულების სამყარო კი კვლავ სადიდებელი და ყველა ინდივიდისთვის სათაყვანო ხდება.[24]

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ცნობილია, განსაკუთრებით განვითარებული, ხელოვნების სფეროებიდან , ამ კულტურაში არის ხალხურ საფუძველზე შექმნილი მუსიკა. ფოლკლორული ნაშრომების უმეტესობა ყოველგავრი აკომპანიმენტის გარეშე,  აკაპელა იმღერება. განსაკუთრებით ყურადსაღებია ჰეროიკული ჟანრის ნაწარმოებები :  ś˙udabapc, śudobiču  , sitabi. როგორც ცნობილია, ასეთი სიმღერები მიმართულია იმ მამაცი მამაკაცების სადიდებად, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ , ან რომელთაც ბოროტი სული დაესხათ თავს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებებში ასევე ხშირად გვხვდება ისტორია თუ როგორც გაიმარჯვა გმირმა ქალისთვის ბრძოლაში. საბოლოო ჯამში,  ჰეროიკული ნაწარმოებების გმირები რელიგიური რწმენით,  რკინითა და ვერცხლით არიან შემოსილები , შეუძლიათ ჰაერში ფრენა და სიკვდილის შემდეგ კვლავ დედამიწაზე დაბრუნება.

ასევე არსებობს ჟანრი “märchenhaftes Klagelied”, რომელიც ბრძოლაში დაღუპული დამიანებისადმი მიძღვნილ სიმღერებს აერთიანებს. ასევე განსაკუთრებული მნშვნელობა ენიჭბა “Rauschlieder” ტიპის სიმღერებს,  სადაც ორ ადამიანს შორის ურთიერთობაზეა საუბარი, ეს თემა კი ძლიან ახლო და დასაფასებელია სამოიედებისთვის.[26]

რაც შეეხება ნაწარმოებების ხარისხსა და მისი პოპულარიზაციის განმაპირობებელ ფაქტორს, პრიორიტეტი სულაც არ არის ის , რომ კრგმა მომღერალმა იმღეროს ნაწარმოები , რათა ხალხს მოეწონოს სიმღერა. აბსოლუტურად ყველას აქვს თავისუფალი ნება თავად შეთხზას და წარუდგინოს სხვევს სიმღერა, თუმცა მთავარი მნიშვნელობა ტექსტს ენიჭება ხოლმე, რამდენად მხატვრულად და საინტერესოდაა შინაარსი გადმოცემული. შამანის სიმღერები კი ყველაზე დიდი პოპულრობით სარგებლობს, რადგან აქ როგორც ტექსტის საოცარი მომაჯადოვებლობა, ასევე ნაწარმოების მელოდიურობა და სიტყვებთან თანხვედრა იგრძნობა.

ზემოთ აღნიშლის შესაქმნელად და სიმღერისთვის სრულყოფილი ხასიათის მისაღებად სამოიედები იყენებენ სხვადასხვა ტაქტიკას. მაგალითად, ხშირ შემთხვეაში ტექსტის მელოდიური ხაზი სიმღერის ტაქტთან შედარებით  მოკლეა , ამისათვის კი ისინი იყენებენ კონკრეტულ ბგერებსა ან სიტყვებს მელოდიის შესავსებად. მათ შორის ხშირია ბგერები - jo-, - ōw-,- äj - ან შემავსებელი სიტყვა ηäεj, ηōw. ასეთ ტიპის ჩამატებები გამოიყენება ხოლმე სიტყვების დასაწყისში ან წინადადების დასასრულს. ეს ბგერები არ ცვლიან ტექსტის შინაარსს , რადგან მნიშვნელობას ხშირად არც ატარებენ,  უბრალოდ მეტი მელოდიურობისა და კარგი აღქმისთვის გამოიყენება. მიუხედავად იმისა , რომ მორფოლოგიური აზრი ამგვარ შემავსებელ ბგერებში არ დევს, ზოგჯერ სიტყვებს აქვთ მნიშვნელობები. სწორედ ამიტომ,  არსებობს სიმღერები, რომელთა ტექსტებიც რთული აღსაქმელია და მათ ზედმეტი დანართი სჭრდებათ ზუსტი შინაარსის აღსაქმელად.

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოიედების კულტურაში ქორწინებისთვის კონკრეტულად განსაზღვრული ასაკი არსებობდა. როგორც ცნობილია, ბიჭი უნდა ყოფილიყო 17 წლის, ხოლო გოგონა 13-ის. რა თქმა უნდა, სიყვარულით ოჯახის შექმნა იშვიათი ფენომენი იყო. ცერემონიას წინ უძღვოდა ერთგვარი „გარიგება“. საქმროს ოჯახის წევრები, უფროსი ძმები და მამა, მიდიოდნენ გოგონას მშობლებთან , აფასებდნენ სარძლოს და თანხმდებოდნენ კონკრეტულ ფასზე, მზითვზე. ამის შემდეგ, თუ ორივე მხარე თანახმა იყო შედგებოდა ცერემონია.

ცერემონიის შესრულებისას ძირითად დროს თამაშობდა შამანი, რომელიც კონკრეტულ რიტუალებს ატარებდა. ამის შემდგომ , უკვე იწყებოდა ოჯახური ცხოვრება. პირველი ერთ თვის გამბავლობაში ახალ ქმარს უნდა ეცხოვრა მეუღლის ოჯახში, შემდეგ კი ისევ თავის სახლში უნდა დაბრუნებულიყო ცოლთან ერთად. მისვლისას და შემდგომ დღეებშიც პატარძალას არ ჰქონდა უფლება სახიდან ერთგვარი ჩადრი მოეხსნა და სხეული აუცილებლად მაქსიმალურად უნდა დაემალა. მიზეზი კი ის იყო, რომ ის არ უნდა დანახვებოდა მეუღლის უფროს ძმებს. ეს გრძელდებოდა პირველი შილის გაჩენამდე.[25]

რაც შეეხება თვად ოჯახის მოწყობის სტრუქტურას, არსებობდა ორი ტიპის ოჯახი. პირველ მათგანს გაფართოებული ეწოდებოდა, რადგან ის შედგებოდა ორი  თაობის ყველა წარმომადგენელისგან საკუთარი ცოლ-შვილით. მეორე - მოძმე ოჯახში კი ძმები ცხოვრობდნენ საკუთარ ოჯახებთან ერთად. ყყველა პრობლემა ერთად განიხილებოდა,იგულისხმება მატერიალური და სარწმუნოებრივი. რაც შეეხება მმართველს, გაფართოებულ ოჯახში ეს იყო უფროსი მამა, უუხუცესი, ხოლო მოძმე ოჯახში- უფროსი ძმა. თემის შეკრებისას,  სხვადასხვა დღესასწაულზე, ოჯახის ყველა წევრი აუცილებლად  ერთად უნდა მდგარიყო.

ბავშვები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ყველა ოჯახისთვის. მშობიარობის პროცესს უძღვებოდა ბებაი ქალი, რომელიც ჭიპლარს მარხავდა ხოლმე მშობიარობის შემდეგ. როდესაც ბავში დაიბადბოდა მას მშობლები განსაკუთრებულად იცავდნენ, რადგან რელიგიური მითოლოგიის თანახმად ბავშვს არ ჰყავს დამცველი სული მანამ, სანამ კბილების ამოსვლა არ დაეწყება. როგროც ცნობილია, გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი იკრძალება საერთო სასაფლაოდან მოშორებით ხის ძირას, სადაც მათი თქმით ის დაბადებამდელ , საწყისს მდგომარეობას უბრუნდება.

უშუალოდ აღმზრდელობითი ან განმანათლებრივი ორგანიზაციები არ არსებობდა. ბაავშვები 1-დან 4 წლამდე  თამაშობდნენ ხშირად ერთად რაღაც კონკრეტულ ადგილას, ზედამხვედველობის ქვეშ. ხოლო 5 წლიდან უკვე მათი შემეცნების ეტაპი იწყებოდა. 6 წლამდე მიღწეულ გოგონას აუცილებლად უნდა სცოდნონდა ქსოვა , ხოლო ბიჭი ვალდეუბლი იყო მშვილდის გამოყენება და ლასო ესწავლა. 12 წლამდე გოგონა ყველა ოჯახურ საქმიანობაში გარკვეული უნდა ყოფილიყო, რადგან მალე მისი გათხოვების დღე ახლოვდებოდა. ბიჭები კი 13-14 წლის ასაკში უნდა ყოფილიყვნენ მზად ნებისიერი საქმე შეესრულებინათ, ნადირობიდან დაწყებული ოჯახის მართვით დამთავრებული.[26]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნივხები — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Balzer, Marjorie Mandelstam. Culture summary: Yakut 1997.
  2. Popov, A. A. The old Yakut birch-bark yurt 1949
  3. Tokarev, S. A. The Yakuts 1964
  4. Priklonski, Vasilij. Shamanism among the Yakut 1888
  5. Sieroszewski, Waclaw, 1858-1945. The Yakut: an experiment in ethnographic research 1896
  6. Golovnev , A. V. (Andrei Vladimirovich) “Indigenous leadership in northwestern Siberia: traditional patterns and their contemporary manifestations” და “Siberian survival: the Nenets and their story”;
  7. 7.0 7.1 Janhunen, Juha 1952- “Culture Summary: Nenets”;
  8. Tuisku, Tuula “Nenets reindeer herding and industrial exploitation in northwest Russia”;
  9. Engelhardt, Aleksandr Platonovich “A Russian province of the north”
  10. Svoboda, Jiri, 1953- “Resources and spatial analysis at actual Nenets campsites: ethnoarchaeological implications”.
  11. Jochelson, Wldemar, 1855-1937 “The Koryak”
  12. 12.0 12.1 Vdovin, Innokentii C. “Culture summary: Koryaks”
  13. King, Alexander D. “Soul suckers: vampiric shamans in northem Kamchatka, Russia”;
  14. Antropova, V.V “The Koryaks”; 5) Samokvasov, D. (Dimitri), 1843-1911 “Customs of the natives of Tobolsk Province: Vogul, Ostyak, and Samoyed”
  15. 15.0 15.1 Austerlitz, R. (2010). Culture Summary: Nivkh. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rx02-000
  16. Kreinovich, E. A., & Brumberg, A. (1935). Hunting Of The Beluga By The Gilyaks Of The Village Of Puir. Sovetskaia Etnografiia2, 108–115. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rx02-006
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 Black, L. (1973). Nivkh (Gilyak) Of Sakhalin And The Lower Amur. Arctic Anthropology10(1), 112. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rx02-023
  18. 18.0 18.1 Shrenk, L. I., & Nagler, A. (1881–1895). Peoples Of The Amur Region. Reisen Und Forschungen Im Amur-Lande In Den Jahren 1854-1856. St. Petersburg: Kaiserliche Akademie der Wissenschaften. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rx02-002
  19. Shternberg, L. Ia., Bromwich, L., & Ward, N. (1933). Gilyak, Orochi, Goldi, Negidal, Ainu: Articles And Materials. Khabarovsk: Dal’giz. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rx02-001
  20. 20.0 20.1 Seeland, N., & Schütze, F. (1882). Gilyaks: An Ethnographic Sketch. Russische Revue21, 97–130, 222–254. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rx02-013
  21. Piłsudski, B., & Kessler, E. (1910). Pregnancy, Birth And Miscarriage Among The Inhabitants Of Sakhalin Island (Gilyak And Ainu). Anthropos. Vienna: [s.n.]. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rx02-015
  22. Austerlitz, R. (2010). Culture Summary: Nivkh. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=rx02-000
  23. 23.0 23.1 Adem, T. A. (2012). Culture Summary: Samoyed. New Haven: Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ru04-000
  24. 24.0 24.1 Hajdú, P., Esztergár, M., & Csanyi, A. P. (1963). Samoyed Peoples And Languages. Uralic And Altaic Series. Bloomington: Indiana University. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ru04-001
  25. 25.0 25.1 Indiana University, G. P. in U., Studies, A., Mayfield, R., Heffner, R. C., Sebeok, T. A. (Thomas A., & Studies, I. U. G. P. I. U. A. A. (1955). Samoyed. Subcontractor’S Monograph. New Haven, Conn.: Printed by Human Relations Area Files. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ru04-003
  26. 26.0 26.1 Golovnyov, A., Anderson, G. D. S., Diamond, N., & Friedrich, P. (1994). Selkup. Russia And Eurasia / China. Boston, Mass.: G. K. Hall & Co. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ru04-026