რუსეთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის კოშკი
Башня Россия
შენობის პროექტი
შენობის პროექტი
ინფორმაცია
მისამართი მოსკოვი, რუსეთი
სტატუსი გეგმაშია
ტექნიკური დეტალები
სართული 612,2 მ / 118 სართ.

რუსეთის კოშკი (რუს.: Башня Россия) — ზემაღალი ცათამბჯენის პროექტი მოსკოვის საერთაშორისო ბიზნეს ცენტრში. მშენებლობა დაიწყო 2007 წლის სექტემბერში და გეგმით 2012 წელს უნდა დასრულებულიყო.[1] შენობის სიმაღლე 612,2 მეტრი, შენობა კი ევროპაში ყველაზე მაღალი და მსოფლიოში მეორე შენობა უნდა ყოფილიყო ბურჯ დუბაის შემდეგ. მშენებლობა 2008 წლის კრიზისის გამო შეჩერდა.

კონსტრუქციის საერთო ფართი 529.000 მ² იყო, რომლის 38% მიწის ქვეშ უნდა მოქცეულიყო. კოშკს 118 სართული, 101 ლიფტი და მიწისქვეშა ავტოსადგომი ექნებოდა 3.680 ავტომანქანისთვის. კომერციული საცალო მაღაზიები განლაგდება შენობის პირველ სართულებზე იყო დაგეგმილი. შენობის მაქსიმალურ ტევადობად 30.000 ადამიანი მოიაზრებოდა.

თავდაპირველად, 1994 წელს, რუსეთის კოშკი მოსკოვის საერთაშორისო ბიზნეს ცენტრის მეორე და მესამე ნაკვეთებზე იყო გათვლილი და მსოფლიოში უმაღლესი შენობა უნდა გამხდარიყო 648 მ სიმაღლით და 125 სართულით. შენობის ადრეული პროექტი მოამზადა არქიტექტურულმა კომპანიამ ჩიკაგოდან "Skidmore, Owings and Merrill". შენობის აგება შემდეგ მე-14 ნაკვეთზე გადაწყდა. 2003 წელს განახლებული პროექტი დამტკიცდა, რომელიც უკვე კომპანიას "ფოსტერი და პარტნიორები" ეკუთვნის და იგი მე-17 და მე-18 ნაკვეთებზე გადაიტანეს. 2004 წლის იანვარში პროექტის მთავარი ინვესტორი მოსკოვის დეველოპერული კომპანია გახდა, რომელმაც ამ სამუშაოებში $2 მილიარდი უნდა დახარჯოს.

2007 წლის 18 სექტემბერს საზეიმოდ შედგა შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: 2008-01-28.
  2. პირველი ქვა ჩაიდო საძირკველში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-01. ციტირების თარიღი: 2008-01-28.