შინაარსზე გადასვლა

რუსეთის იმპერიის კანონთა კრებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1892 წლის გამოცემა

რუსეთის იმპერიის კანონთა კრებული (რუს. Свод законов Российской империи) — თემატურად განლაგებული მოქმედი საკანონმდებლო აქტების კრებული რუსეთის იმპერიაში. პირველი — 1832 და შემდგომი — 1842, 1857 წლის გამოცემები 15 ტომისაგან შედგებოდა (მაგალითად, ტ. 1 — ძირითადი სახელმწიფო კანონები, ტ. 3 —სამოქალაქო სამსახურის წესდებანი, ტ. 9 — კანონები წოდებათა შესახებ, ტ. 15 — სასჯელთა სჯულდება). გამოცემათა შუალედებში ყოველწლიურ და რამდენიმე წლის კრებსით გაგრძელებებს გამოსცემდნენ. 1857 წლის შემდეგ მთლიანი კრებულის ნაცვლად მხოლოდ ცალკეული ტომები გამოდიოდა. 1892 წელს არასრულ გამოცემას მე-16 ტომი (სასამართლო წესდებები) დაემატა. 1917 წელს თვითმპყრობელობის დაცემის შემდეგ კრებულის ზოგიერთი საკანონმდებლო მასალა გადამუშავდა, მაგრამ მუხლების უმრავლესობა უცვლელი დარჩა და ოქტომბრის რევოლუციამდე მოქმედებდა.