რუსეთის თანამემამულეთა რუსული სათვისტომოების კონგრესი აფხაზეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსეთის თანამემამულეთა რუსული სათვისტომოების კონგრესი აფხაზეთში (რუს. Конгресс русских общин соотечественников России в Абхазии (КРОСРА)), შემოკლებით – რუსული სათვისტომოების კონგრესი (რუს. Конгресс русских общин (КРО)) — რუსული იმპერიულ–ნაციონალისტური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია სეპარატისტულ აფხაზეთში. დაარსდა 1994 წლის მარტში.

ორგანიზაციის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა რუსული მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა დახმარება. კონგრესის მონაცემებით, დღეს აფხაზეთში ცხოვრობს 220 ათასი რუსეთის მოქალაქე, აქედან 50 ათასი ეთნიკური რუსია.[1]

ორგანიზაციის ლიდერია გენადი ვასილის ძე ნიკიტჩენკო (Никитченко Геннадий Васильевич), აფხაზეთის სეპარატისტული სახალხო კრების ორგზის დეპუტატი; მოადგილე – ვლადიმერ კიმის ძე მიხეევი (Михеев Владимир Кимович).

2010 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 15 ათასს ითვლის. ორგანიზაცია მოქმედებს აფხაზეთის ყველა (7) ქალაქში. აქვს ბეჭდვითი ორგანო, გაზეთი "რუსული სიტყვა" ("Русское слово").

2002 წლის 1 ივნისიდან რუსულ სათვისტომოთა კონგრესი აგროვებდა აფხაზეთის მოსახლეობის საბჭოთა პასპორტებს, მათთის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების მიზნით. დოკუმენტები იგზავნებოდა სოჭში, სპეციალურად აფხაზეთის მოსახლეობისთვის გახსნილ რუსეთის ფედერაციის შინაგანს საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ შტაბში. შემოწმების შემდეგ, პასპორტები უბრუნდებოდათ მფლობელებს რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი ჩანართით.[2] კონგრესის მონაცემებით, ამ აქციის შედეგად, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობა 220 ათასმა პიროვნებამ მიიღო , აქედან 50 ათასი ეთნიკური რუსია.[1][3]

სკანდალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის სათავო ოფისი განთავსებულია სოხუმში, აიაარას ქ. (Аиаара; ყოფ. კიროვის №38). აღნიშნულ მისამართზე ბინა, რომელიც აფხაზეთის ომამდე ქართველი შუბლაძეების ოჯახის საკუთრება იყო, გ. ნიკიტჩენკოს საჩუქრად გადასცა თვით აფხაზეთის სეპარატისტულმა ექს–პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ "აფხაზეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის". კონგრესის ოფისის კუთვნილების გამო წარმოიშვა სასამართლო დავა "ნიკიტჩენკო–ცუჟბა", შუბლაძეების ოჯახის რძალს ანჟელა შუბლაძესა და ორგანიზაციას შორის. 2010 წელს სოხუმის საქალაქო გადაწყვეტილებით ცუჟბების ოჯახს აიიარას ქ. №38 ცხოვრების ნება დაერთო .[4]

ორგანიზაციას საფოსტო მისამართი აქვს კრასნოდარის მხარეში, ქ. სოჭში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Русская община Абхазии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-02. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
  2. АБХАЗЫ В ПОГОНЕ ЗА РОССИЙСКИМИ ПАСПОРТАМИ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-25. ციტირების თარიღი: 2010-09-24.
  3. Так похоже на Россию… В Абхазии почти не осталось грузинских граждан «Время новостей», N°145, 13 августа 2002]
  4. Жилищная тяжба со странным судебным решением

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.