შინაარსზე გადასვლა

რუმინეთის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმინეთის კონსტიტუციის დღევანდელი ვერსია, რომელიც დაიბეჭდა 2003 წლის 31 ოქტომბერს, ოფიციალურ გაზეთში, 18 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, დამატებების დამტკიცების შემდეგ.

რუმინეთს კონსტიტუცია, რომელიც დღეს მოქმედებს, რუმინეთის ახალ ისტორიაში რიგით მეშვიდე კონსტიტუციაა. იგი რუმინეთის ფუნდამენტური დოკუმენტია, რომელიც მმართველობის სტრუქტურას, მოქალაქეთა უფლებებსა და ვალდებულებებს და კანონშემოქმედების პრინციპებს განსაზღვრავს. კონსტიტუცია რუმინეთის მთავრობის ლეგიტიმაციის საფუძველია. იგი 1991 წლის 21 ნოემბერს შეიმუშავეს და იმავე წლის 8 დეკემბერს დამტკიცდა, ეროვნულ რეფერენდუმში. კონსტიტუცია ამოქმედდა იმავე დღეს.

კონსტიტუციაში ცვლილებები ერთხელ, 2003 წლის რეფერენდუმის საფუძველზე, შევიდა. ახალი ტექსტი ძალაშია 2003 წლის 29 ოქტომბრიდან.

1991 წლის კონსტიტუციის 2003 წლის ვერსია 156 მუხლს მოიცავს, რომლებიც 8 თავშია მოცემული:

  • თავი I — ზოგადი დებულებები
  • თავი II — ფუნდამენტური უფლებები, თავისუფლებები და ვალდებულებები
  • თავი III — საჯარო ორგანოები
  • თავი IV — ეკონომიკა და საჯარო ფინანსები
  • თავი V — საკონსტიტუციო სასამართლო
  • თავი VI — ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
  • თავი VII — კონსტიტუციის გადასინჯვა
  • თავი VIII — საბოლოო და გარდამავალი დებულებები

თავდაპირველი ვერსია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის კონსტიტუცია პარლმენტარებითა და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტების კომისიამ შეადგინა. 1991 წლის ნოემბერს პარლამენტის, როგორც საკონსტიტუციო ასამბლეის, შეხვედრა გაიმართა და პროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. იმავე დღეს კონსტიტუცია Monitorul Oficial-ში გამოქვეყნდა. 1991 წლის 8 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა 77.3%-მა კონსტიტუაციას დაუჭირა მხარე.

1991 წლის კონსტიტუციის თავდაპირველი ვარიანტი 7 თავისა და 152 მუხლისგან შედგებოდა. რუმინეთი „ეროვნულ, სუვერენულ, დამოუკიდებელ, უნიტარულ და განუყოფელ სახელმწიფოდაა“ გამოცხადებული. მმართველობის ფორმაა რესპუბლიკა, რომელსაც 5 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის ორი ვდით არჩევა დასაშვებია. იგი სახელმწიფოს წარმოადგენს საშინაო და საგარეო ურთიერთობებში, უზრუნველყოფს კონსტიტუციის მორჩილებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებას, არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და განუყოფლობის გარანტი.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი „რუმინელი ხალხის უზენაესი წარმომადგენლობითი და ერთადდერთი კანონშემოქმედი ორგანოა“. რუმინეთის პარლამენტი ორპალატიანია (დეპუტატთა პალატა და სენატი) და ოთხი წლის ვადით აირჩევა. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები და შექმნილია რუმინეთის ომბუდსმენის ოფისი.[1]

ყოფილი კონსტიტუციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Stan, Stoica (2008). Dicţionar biografic de istorie a României. Ed. Meronia, გვ. 94-95. ISBN 978-973-7839-39-8. OCLC 299959363. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: