კარლ რულიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რულიე, კარლ)
Jump to navigation Jump to search
კარლ რულიე
Charles Roulier.png
დაბ. თარიღი 8 (20) აპრილი 1814
დაბ. ადგილი ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 10 (22) აპრილი 1858 (44 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია[1]
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
მუშაობის ადგილი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

კარლ ფრანცის ძე რულიე (რუს. Рулье, Карл Францевич; დ. 20 აპრილი [ ძვ. სტ. 8 აპრილი], 1814, ნიჟნი-ნოვგოროდი — გ. 22 აპრილი, 1858, მოსკოვი) — რუსი ბუნებისმეტყველი, ბიოლოგ-ევოლუციონისტი. მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ რულიემ განავითარა იდეა ორგანიზმის გარემოსთან დამოკიდებულების შესახებ. ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობის“ (1859) გამოსვლამდე რულიე მიუთითებდა (1852), რომ ცხოველთა ახალი ჯიშების გამოყვანისა და მათი აკლიმატიზაციის ცდები მნიშვნელოვანია ბუნებრივ პირობებში მიმდინარე ევოლუციური პროცესების გასაგებად.

რულიეს მიაჩნდა, რომ მემკვიდრულობა განისაზღვრება ისტორიულად ჩამოყალიბებული პირობებით, ხოლო ცვალებადობა ორგანიზმის საარსებო პირობებთან შეგუების პროცესია. რულიე ილაშქრებდა ჟორჟ კიუვიეს მეტაფიზიკური და ტელეოლოგიური შეხედულებების წინააღმდეგ, უარყოფდა მოძღვრებას სახეობათა უცვლელობის შესახებ.

რულიემ შექმნა დარვინამდელი პერიოდის ზოოლოგ-ევოლუციონისტების პირველი მეცნიერული სკოლა (ანატოლი ბოგდანოვი, იაკობ ბორზენკოვი, ნიკოლოზ სევერცოვი, სერგეი უსოვი). დასახა ცხოველთა ეკოლოგიური და ზოოფსიქოლოგიური კვლევის ფართო პროგრამა.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Избранные биологические произведения, М., 1954.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 469, თბ., 1984 წელი.
  • Райков Б. Е. Русские биологи-эволюционисты до Дарвина : материалы к истории эволюционной идеи в России. Т. 3. — М. ; Л. 1955.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]