რუი ჰაჩიმურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰაჩიმურა იაპონიისთვის თამაშისას 2018 წელს
ვაშინგტონ უიზარდსი
მსუბუქი ფორვარდი/მძიმე ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 8 თებერვალი, 1998 (1998-02-08) (21 წლის)
ტოიამა, იაპონია
ეროვნება იაპონელი
უმაღლესი სკოლა მეისეი (სენდაი, იაპონია)
სიმაღლე 203 სმ სმ
წონა 104 კგ კგ
კარიერა
კოლეჯი გონძაგა (2016-2019)
NBA-ის დრაფტი 2019 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-9
არჩეული ვაშინგტონ უიზარდსი
პროფესიონალური კარიერა 2019–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2019 - დღემდე ვაშინგტონ უიზარდსი

რუი ჰაჩიმურა (იაპონ. 八村塁; დ. 8 თებერვალი, 1988, ტოიამა, იაპონია) — იაპონელი კალათბურთელი; ამჟამად თამაშობს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ ვაშინგტონ უიზარდსში. საკოლეჯო კალათბურთს თამაშობდა გონძაგა ბულდოგებში. არის იაპონიის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი. სიმამღლისა (203 სმ) და წონის (104 კგ) ჰათვალისწინებით, შეუძლია როგორც მსუბუქი ფორვარდის, ისე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაში.[1] ითვლებოდა NBA-ის 2019 წლის დრაფტ კლასის ერთ-ერთ მთავარ პერსპექტიულ მოთამაშედ;[2][3] აღნიშნულ დრაფტ-კლასში, ვაშინგტონ უიზარდსმა აირჩია პირველი რაუნდის მეცხრე პიკად.

ტოიამას პროვინციაში დაბადებული რუი ჰაჩიმურამ ახალგაზრდობაშივე მიაღწია წარმატებას; თამაშობდა იაპონიის ეროვნულ 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში (ფიბას ჩემპიონატში). 2016 წელს ჰაჩიმურა გონძაგას შეუერთდა როგორც მეხუთე იაპონიაში დაბადებული კაცთა NCAA-ის პირველი დივიზიონის მოთამაშე.

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაჩიმურა დაიბადა 1998 წლის 8 თებერვალს ტოიამას პროვინციაში, იაპონიაში, იაპონელი დედის, მაკიკოსა (麻紀子) და ბენინელი მამის, ზაქარი ჯაბილის ოჯახში. მისი სახელი რუი (塁) იაპონურად ნიშნავს „ბაზას“ ან „ციხე-სიმაგრეს“. სახელი შეურჩია ბაბუამ (იგი ბეიზბოლის დიდი გულშემატკივარი იყი). ჰყავს სამი ახალგაზრდა და-ძმა: ერთი ძმა და ორი და. ჰაჩიმურას უმცროსი ძმა, ალენი (阿蓮), არის იაპონიაში მდებარე ტოკაის უნივერსიტეტის კალათბურთელი.[4][5] ბავშობაში თამაშობდა ბეიზბოლს (ქეჩერისა და პიჩერის პოზიციებზე).[6] 2013 წლის 29 დეკემბერს, ჰაჩიმურამ ულიდერა მეისეის საშუალო სკოლის საკალათბურთო გუნდს (32 ქულით) მეორე ტიტულის, იაპონიის საშუალო სკოლების ჩემპიონატის, მოგებაში; აღნიღნული შეხვედრა ოჰორის ფუკუოკას უნივერსიტეტის წინააღმდეგ შედგა და თამაში მეისეის გამარჯვებით, ანგარიშით 92-78 დასრულდა.[6] 2014 წელს იგი დაეხმარა გუნდს ხსენებული ტურნირის კიდევ ერთხელ მოგებაში.[7] 2015 წლის აპრილში ჰაჩიმურა მიიწვიეს „ჯორდან ბრენდ კლასიკზე“, სადაც მან საერთაშორისო თამაშში პირად ანგარიშზე ცხრა ქულა და ხუთი მოხსნა ჩაიწერა.[8][9] 2015 წლის 21 ნოემბერს, საკოლეჯო კალათბურთის სათამშოდ, ხელი მოაწერა აშშ-ის საკოლეჯო კალათბურთის გუნდ გონძაგა ბულდოგებთან; იგი ESPN-ის მიერ მიიჩნეოდა როგორც კოლეჯში შემსვლელი ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო მოთამაშე.[10][11]

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაშინგტონ უიზარდსი (2019 - დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 15 აპრილს ჰაჩიმურამ გამოაცხადა, რომ უარს ამბობდა კოლეჯში კიდევ ერთი წლის განმავლობაში თამაშზე და მონაწილეობას მიიღებდა 2019 წლის NBA-ის დრაფტ კლასში.[12] ჰაჩიმურა 2019 წლის NBA-ის დრაფტში, პირველი რაუნდის მე-9 არჩევნად ვაშინგტონ უიზარდსმა აირჩია. ჰაჩიმურა არის მეორე იაპონიაში დაბადებული მოთამაშე (იასუტაკა ოკაიამას შემდეგ), რომელიც NBA-ის დრაფტზე მოხვდა; აგრეთვე იგი არის პირველი იაპონელი მოთამაშე რომელიც NBA-ის დრაფტის პირველ ეტაპში აირჩიეს.[13] 2019 წლის 23 ოქტომბერს შედგა რუი ჰაჩიმურას დებიუტი NBA-ში; აღნიშნულ თამაშში უიზარდსი დალას მავერიქსს დაუპირისპირდა (უიზარდსი 100-108 დამარცხდა); ან შეხვედრა ორმაგი დუბლით, თოთხმეტი ქულითა და ათი მოხსნით დაასრულა.[14]

კარიერა ეროვნულ ნაკრებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუი ჰაჩიმურა იაპონიას საერთათაშირისო დონეზე წარმოადგენს. ირანში ჩატარებულ, 2013 წლის ფიბას აზიის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ჰაჩიმურა საშუალოდ 22.8 ქულას, 12.6 მოხსნასა და 2.8 დაფარებას აგროვებდა (აღნიშნულია 8 თამაშის საშუალო მაჩვენებელი).[15] გუნდმა აღნიშნული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.[16] 2014 წლის აპრილში, იაპონიის 18-წლამდელთა ნაკრებთად ერთად,[17][18] თამაშობდა გერმანიაში გამართულ ალბერტ შვეიზერის ჩემპიონატში; აღნიშნული ჩემპიონატი გუნდმა ბოლო ადგილით დაასრულა.[19]

იაპონიის ნაკრებმა 2014 წლის ფიბას 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში 16 გუნდიდან მე-14 ადგილი დაიკავა; რუი ჰაჩიმურა ტურნირის გამნავლობაში საშუალოდ 22.6 ქულას (ჩემპიონატის უმაღლესი მაჩვენებელი), 6.6 მოსხნასა და 1.7 დაფარებას აგროვებდა.[20] ტურნირის განმავლობაში მან აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ 25 ქულა დააგროვა ტუმცა მათთან მაინც დამარცხდა. აშშ-ის ამ გუნდში თამაშობდნენ შემდგომში უკვე NBA-ის 2017 წლის დრაფტის მონაწილეები: ჯეისონ ტეიტუმი, ჯოშ ჯეკსონი, ცალებ სვანიგიანი და ივან რაბი; გარდა ამისა ნაკრებში თამაშობდნენ ომავალი კოლეჯის ვარსკვლავები, როგორებიცაა დიამონდ სტოუნი და მილაკ მიუმენი.[21][22]

რუი ჰაჩიმურა იაპონიისთვის ასპარეზობდა 2017 წლის ფიბას 19-წლამდელთა მსოფლიო საკალათბურთო თასის ტურნირში, რომელშიც საშუალოდ 20.6 ქულასა და 11.0 მოხსნას აგროვებდა.[23] 2019 წლის ფიბას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო რაუნდში, ჰაჩიმურამ იაპონიის ნაკრების დასახმარებლად 25 ქულა მოიპოვა და ირანი ანგარიშით 70-56 დაამარცხა.[24]

კარიერული სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდა
  GP ნათამაშები თამაშები   GS  სასტარტოში იყო  MPG  დრო თითოეულ თამაშში (წუთებში)
 FG%  სროლის პროცენტი  3P%  3-ქულიანების სროლის პროცენტი  FT%  საჯარიმო სროლის პროცენტი
 RPG  მოხსნა თითოეულ თამაშში  APG  შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში  SPG  ჩაჭრა თიოეულ თამაშში
 BPG  ბლოკი თითოეულ თამაშში  PPG  ქულა შითოეულ თამაშში  Bold  კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი

კოლეჯში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2016–17 გონძაგა 28 0 4.6 .528 .286 .542 1.4 .1 .2 .1 2.6
2017-18 გონძაგა 37 2 20.7 .568 .192 .795 4.7 .2 .5 .5 11.6
2018-19 გონძაგა 37 37 30.2 .591 .417 .739 6.5 1.5 .9 .7 19.7
კარიაერის მანძილზე 102 39 19.7 .579 .316 .746 4.4 .8 .6 .5 12.1

უილიამ ჯონსის თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2015 იაპონია 4 4 30.2 .576 .286 .762 6.0 1.2 1.8 1.0 21.5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rui Hachimura. Gonzaga University Athletics. წაკითხვის თარიღი: November 22, 2018.
  2. Medcalf, Myron. The education of Gonzaga's Rui Hachimura. ESPN (November 16, 2018). წაკითხვის თარიღი: November 22, 2018.
  3. Rui Hachimura. წაკითხვის თარიღი: November 22, 2018.
  4. Rui Hachimura's profile. FIBA. წაკითხვის თარიღი: November 10, 2018.
  5. Mandel, Stewart. Japan will be watching the Final Four just to see this guy you probably don't know. Fox Sports (March 30, 2017). წაკითხვის თარიღი: November 10, 2018.
  6. 6.0 6.1 Nagatsuka, Kaz. Hachimura powers Meisei High to Winter Cup title (December 29, 2013). წაკითხვის თარიღი: November 10, 2018.
  7. Nagatsuka, Kaz. Hachimura guides Meisei High to impressive victory in Winter Cup opener (December 25, 2015). წაკითხვის თარიღი: November 10, 2018.
  8. Nagatsuka, Kaz. Future looking bright for Japanese men's basketball (June 22, 2015). წაკითხვის თარიღი: November 10, 2018.
  9. Jordan Brand Classic Box Score International Game. Jordan Brand Classic (April 17, 2015). წაკითხვის თარიღი: November 10, 2018
  10. The next wave of international prospects (January 31, 2015).
  11. MBB Signs Hachimura to National Letter of Intent. Gonzaga University Athletics (November 21, 2015). წაკითხვის თარიღი: November 10, 2018.
  12. Jones, Kaelen. (April 15, 2019) Gonzaga's Rui Hachimura Declares for NBA Draft. Sports Illustrated. წაკითხვის თარიღი: May 9, 2019.
  13. Caron, Emily. (June 20, 2019) 2019 NBA draft: Rui Hachimura is first Japanese-born player drafted | SI.com. Sports Illustrated. წაკითხვის თარიღი: June 20, 2019.
  14. Doncic-Porzingis debut carries Mavs past Wizards, 108-100 (October 23, 2019). წაკითხვის თარიღი: October 23, 2019.
  15. Rui Hachimura profile, FIBA Asia U16 Championship for Men 2013 | FIBA.COM. წაკითხვის თარიღი: 2016-02-20
  16. Schedule & results | 2013 FIBA Asia U16 Championship for Men | ARCHIVE.FIBA.COM. წაკითხვის თარიღი: 2016-02-20
  17. Cheeseball alert at 2014 Albert Schweitzer Tournament. წაკითხვის თარიღი: 2016-02-20
  18. AST 2014 Japan « Deutscher Basketball Bund. წაკითხვის თარიღი: 2016-02-20
  19. game stats / standings « Deutscher Basketball Bund. წაკითხვის თარიღი: 2016-02-20
  20. Rui HACHIMURA at the Players of the 2014 FIBA U17 World Championship for Men - FIBA.com. წაკითხვის თარიღი: 2016-02-20
  21. United States of America v Japan - 12 Aug - FIBA.com. წაკითხვის თარიღი: 2016-02-20
  22. Mandel, Stewart. (March 30, 2017) Japan will be watching the Final Four just to see this guy you probably don't know. Fox Sports. წაკითხვის თარიღი: July 17, 2017.
  23. Japon at the FIBA U19 Basketball World Cup 2017 - FIBA.basketball fr. წაკითხვის თარიღი: 2017-07-09
  24. Rui Hachimura scores 25 as Japan upsets Iran in World Cup qualifier“, NBC Sports, September 18, 2018. წაკითხვის თარიღი: September 21, 2018.