რუისპირის მამადავითის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისპირის მამადავითის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. აგებულია XVII საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია. რიყის ქვით არის აგებული დუღაბზე. ნაგებობისგან ამჟამად ნანგრევებიღაა შემორჩენილი, რის გამოც ბევრი დეტალი უცნობია. შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ეკლესიის შესასვლელი იყო განთავსებული. აღმოსავლეთით იყო ნახევარწრიული აფსიდა, ხოლო მისგან ჩრდილოეთით და სამხრეთით კედლებში თაღოვანი ნიშები. სამხრეთ კედელში არსებული ერთ-ერთი ნიშანი ფოსოს წარმოაგენდა, რომელიც დიდი ალბათობით ჯვრის ჩასამაგრებლად გამოიყენებოდა. თაღოვანი ნიშა ასევე გვხვდება დარბაზის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელშიც ცალმაგი სათოფურია. სწორედ ასეთივე სათოფური გვხვდება დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38209