რუისპირის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისპირის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი რუისპირის ლაიბურაანთ უბანში. თარიღდება XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (9,5 x 6,5 მეტრი) ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციული ნაწილები (კამარა, კონქი) კარ-სარკმლების ღიობები და ლავგარდანი გამოყვანილია კვადრატული აგურით. გარდა ამისა, აგური, თარაზულად გამავალი შრეების სახით, კედლების წყობაშიცაა ჩართული.

ეკლესიას ორი, ვიწრო შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შესასვლელი ნახევარწრიულთაღოვანია და ორივე მხრიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული, რომელთა შორის გარეთა, ბევრად უფრო მცირე სიღრმისაა. ეკლესიის დარბაზი მოკლეა, გეგმით კვადრატული (4,5 x 4,5 მეტრი). აღმოსავლეთით მას ერთვის ღრმა,წესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდი, რომელიც ცენტრში, შედარებით მაღლა (იატაკიდან დაახლოებით 2,5 მ სიმაღლეზე) ოდნავ შეისრული თაღიდან გადახურული სარკმელია გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]