რუისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |||
---|---|---|---|
რუისი | |||
![]() რუისის ღვთისმშობლის ტაძარი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | შიდა ქართლის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 42°02′04″ ჩ. გ. 43°57′25″ ა. გ. / 42.03444° ჩ. გ. 43.95694° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 670 მ | ||
მოსახლეობა | 5139[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (99,5 %) | ||
რელიგიური შემადგენლობა | ქრისტიანები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
რუისი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საავტომობილო მაგისტრალი ს1-ზე, ზღვის დონიდან 670 მეტრი, ქარელიდან 7 კილომეტრი. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.
სექციების სია
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5139 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 6032 | 2947 | 3085 |
2014[1] | ![]() |
2588 | 2551 |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუისში მდებარეობდა საეპისკოპოსო კათედრა და სოფელი წარმოადგენდა რუისის საეპისკოპოს ცენტრს. მროველი ეპიკოპოსი მონაწილეობდა 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე. რუისის საეპისკოპოშო შედიოდ შიდა ქართლის სოფლები რუისის ჩრდილო-დასავლეთით ლიხ-ტაშისკარამდე. XVII საუკუნეში, აწყურის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ ხეობისა და სადგერის სოფლებიც მროველს დაექვემდებარა. 1715 წელს რუისის საეპისკოპოსოში, რუისის სამწყსოს დავთარის მიხედვით შედიოდა 84 სოფლის 1839 კომლი. 1811 წელს რუისის საეპისკოპო გაუქმდა. 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის რუისის რაიონის ცენტრი. რუისის რაიონში შედიოდა დირბის თემის სოფლები.
კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელი მდიდარია სასულიერო დანიშნულების არქიტექტურული ძეგლებით, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რუისის ღვთისმშობლის ტაძარი. სოფლის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს:
- ღვთისმშობლის დიდი ეკლესია
- ღვთისმშობლის მცირე ეკლესია
- წმინდა დემეტრეს ეკლესია
- წმინდა მარინეს ეკლესია
- კვირაცხოვლის ეკლესია
- კვირიკეწმინდის ეკლესია
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 468, თბ., 1984 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II